რომელი დაავადებების საწინააღმდეგოდ ტარდება აცრები

დროულად ჩატარებული აცრები ვაქცინაციით მართვადი დაავადებების   პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.

პროფილაქტიკური აცრები ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის (თავდაცვის უნარის) ჩამოყალიბებას კონკრეტული დაავადების მიმართ. მშობელმა უნდა იცოდეს რატომ, როდის, სად და რამდენჯერ უნდა  აიცრას ბავშვი.

იმუნიზაცია, ვაქცინაცია, ვაქცინა, აცრა, ფასიანი აცრა, უფასო აცრა, იმუნიზაციის კვირეული, კვირეული, წითელა, წითურა, ყბაყურა, წწყ, დტყ,  დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი-ბ, ჰეპატიტი, ჰიბ, ჰემოფილუს ინფლუენცა, პოლიო, პოლიომიელიტი, როტავირუსი, როტა, როტა-ვაქცინა, ვირუსი, მიკროორგამიზმი, მენინგიტი, ენცეფალიტი, დიარეა, ლიმფური ჯირკვლები,ჯირკვალი, კვანძი, ლიმფური, კვანძები, ანტისხეულები,  ანტისხეული, ტვინი, ტვინის ანთება, გამონაყარი, ცხელება, შეწითლება, ცხელება, ტემპერატურა, მაღალი ტემპერატურა, პედიატრი, ბავშვი შვილი, სახსრების ტკივილი, ნემსი, ნანემსარი,   nemsi, nanemsari, Imunizacia, vaqcinacia, vaqcina, acra, hepatitis,difteria, tetanus, kivanaxvela, polio,poliomieliti, rotavirusi,rota, vaqcina, rota-vaqcina, mikroorganizmi, meningitis,encefaliti, diarea, fasiani acra, ufaso acra, temperatura, tkivili, virusi,ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #183/ნ 25.06. 2010წ). რუტინული ვაქცინაციის სქემა  დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე.

სახელმწიფო უზრუნველყოფს 11 ინფექციის – ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, ბ ჰეპატიტის , როტავირუსული ინფექციის და  ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

ჩამოთვლილი დაავადებების პროფილაქტიკა ტარდება 8  ვაქცინის საშუალებით, ესენია: BCG (ტუბერკულოზი), Hep B ( ბ ჰეპატიტი), DPT-HIb-HepB ( დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ, ბ ჰეპატიტი) DT (დიფთერია, ტეტანუსი), Td (ტეტანუსი, დიფთერია), OPV (პოლიომიელიტი), MMR ( წითურა, წითელა, ყბაყურა), და Rota (როტავირუსული ინფექცია);

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალედრის მიხედვით საქართველოში:

BCG აცრა კეთდება დაბადებიდან 0-5 დღის განმავლობაში;

Hep B (მონო)  – დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში;

DPT-HIb-HepB  – 2.3.4 თვის ასაკში;

OPV  – 2, 3, 4, 18 თვის, 5 წლის ასაკში;

ROTA  – 2, 3 თვის ასაკში;

MMR -  12 თვის და 5 წლის ასაკში;

DT – 5 წლის ასაკში;

Td -  14 წლის ასაკში  და შემდეგ ყოველ 5 წელიწადში 55 წლის ასაკამდე.

იმუნიზაცია სრულყოფილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ერთ წლამდე ასაკში ბავშვს ჩატარებული აქვს 10  აცრა: ბცჟ, ჰეპ (მონო), 3 (დყტ+ჰეპ +ჰიბ), 3 ოპვ და 2 როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრა

1 წლიდან 2 წლამდე ასაკში 3 აცრა: წწყდყტ და ოპვ

5 წლის ასაკში 3 აცრა: დტ, ოპვ და წწყ;

 14 წლის ასაკში 1 აცრატდ.

იმუნიზაცია, ვაქცინაცია, ვაქცინა, აცრა, ფასიანი აცრა, უფასო აცრა, იმუნიზაციის კვირეული, კვირეული, წითელა, წითურა, ყბაყურა, წწყ, დტყ,  დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი-ბ, ჰეპატიტი, ჰიბ, ჰემოფილუს ინფლუენცა, პოლიო, პოლიომიელიტი, როტავირუსი, როტა, როტა-ვაქცინა, ვირუსი, მიკროორგამიზმი, მენინგიტი, ენცეფალიტი, დიარეა, ლიმფური ჯირკვლები,ჯირკვალი, კვანძი, ლიმფური, კვანძები, ანტისხეულები,  ანტისხეული, ტვინი, ტვინის ანთება, გამონაყარი, ცხელება, შეწითლება, ცხელება, ტემპერატურა, მაღალი ტემპერატურა, პედიატრი, ბავშვი შვილი, სახსრების ტკივილი, ნემსი, ნანემსარი,   nemsi, nanemsari, Imunizacia, vaqcinacia, vaqcina, acra, hepatitis,difteria, tetanus, kivanaxvela, polio,poliomieliti, rotavirusi,rota, vaqcina, rota-vaqcina, mikroorganizmi, meningitis,encefaliti, diarea, fasiani acra, ufaso acra, temperatura, tkivili, virusi,იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარიბავშვს სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი. ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისაგან , რომლის წინააღმდეგაც მას აცრები ჩაუტარდა.

ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამოდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება, ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.

დაუშვებელია აცრების გადავადება ისეთი ცრუ უკუჩვენებების გამო, როგორიცაა  გაციება, ხველა, სურდოალერგია, ქრონიკული დაავადებები და ..

საქართველო განაგრძობს ახალი ვაქცინების დანერგვას ქვეყნის იმუნიზაციის კალენდარში. 2013 წელს  დაიწყო იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

2014 წლიდან GAVI-ს  მხარდაჭერით იგეგმება პნევმოკოკური ინფექციის საწინაარმდეგო ვაქცინაციის დაწყება.

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s