რეკომენდაციები თამბაქოს მოხმარების შესაწყვეტად

რატომ არის აუცილებელი თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა

სიგარეტი სიკვდილობის გამომწვევი ერთერთი უმთავრესი მიზეზია, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია. თამბაქოს ახასიათებს ტოქსიური მოქმედება: ნიკოტინი ზრდის გულის დაავადებების რისკს; კუპრმა და სხვა ტოქსიკურმა ნივთიერებებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ფილტვისა და სხვა ორგანოების სიმსივნური დაავადებები; ფილტვებზე კუპრის ზემოქმედების შედეგად ვითარდება სერიოზული სუნთქვითი პრობლემები. სიგარეტის ბოლი შეიცავს ნახშირჟანგს, დარიშხანს, ფორმალდეჰიდსა და სხვა ქიმიკატებს, – ყველა მათგანი საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისათვის. აი, რატომ არის აუცილებელი თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა.
 რატომაა ასეთი ძნელი თამბაქოს წევის შეწყვეტა 

სიგარეტი ზემოქმედებს არა მხოლოდ თქვენს ორგანიზმზე, არამედ ცვლის თქვენს ქცევით ჩვევებსაც. ნიკოტინს ახასიათებს დამოკიდებულების, მიჩვევის ჩამოყალიბება. ჩვევითი დამოკიდებულება ფორმირდება თანდათანობით და მოიცავს სიგარეტის ყიდვის, კოლოფის გახსნის და მოწევის რიტუალს, რომელიც ხშირად თან ახლავს ფინჯანი ყავის სმას, სატელეფონო საუბრებს, ნერვულ გაღიზიანებას, შესვენებას სამსახურში, მანქანის ტარებას, ალკოჰოლის მიღებას, მეგობრებთან შეკრებებს.
 როგორ უნდა მოემზადოთ თამბაქოს წევის შეწყვეტისათვის

დათქვით თარიღი. იქონიეთ დღიური, სადაც ჩაინიშნავთ, თუ როდის და რატომ ეწევით, რაც დაგეხმარებათ, უკეთ გაერკვეთ თქვენს ჩვევაში. დღიურის დახმარებით თქვენ და თქვენი ექიმი ადვილად შეაფასებთ თუ რა დამოკიდებულება გაქვთ თამბაქოსთან (ჩვევითი თუ ფიზიკური).

რა ცვლილებებია მოსალოდნელი თამბაქოზე თავის დანებებისას

ცვლილებებს განაპირობებს ის, თუ რამდენს ეწევით, რამდენად ხართ დამოკიდებული ნიკოტინზე და განწყობილი ხართ თუ არა თავი დაანებოთ თამბაქოს. პირველ ხანებში თქვენ შეიძლება გაგიძლიერდეთ მოწევის სურვილი, ხველა, იყოთ გაღიზიანებული, შეგაწუხოთ თავის ტკივილმა.
ეს სიმპტომები მძაფრად არის გამოხატული Pპირველი რამდენიმე დღის მანძილზე, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირაც. ამ სიმპტომებს იწვევს ორგანიზმის ფიზიკური დამოკიდებულება ნიკოტინზე.

რა არის ნიკოტინის ჩანაცვლება

ნიკოტინის ჩანაცვლება წარმოადგენს ნიკოტინის მიღებას მოწევის გარეშე სხვადასხვა ფორმით:
საღეჭი რეზინა, კანის აპლიკატორი, ინჰალატორი ან დეზოდორანტი. ნიკოტინის ჩანაცვლება ამცირებს სიგარეტზე მოთხოვნილებას და აბსტინენციის სიმპტომებს. თუ თავს კომფორტულად იგრძნობთ, როგორც არამწეველი, ნიკოტინისადმი მიჩვევის გადალახვა გაგიადვილდებათ.
გულით დაავადებულმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა შეწყვიტონ თამბაქოს მოხმარება. ექიმის
რეკომენდაციის გარეშე ნიკოტინის ჩამანაცვლებელი პროდუქტების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.

როგორ უნდა გადალახოთ მოწევის სურვილი

 
პირველ დღეებში ეს ძალიან რთულია. სიგარეტის მოკიდების ნაცვლად გაისეირნეთ, ისუნთქეთ ღრმად და ნელა. მაქსიმალურად ეცადეთ შეცვალოთ გარემო, რომელშიც იმყოფებით.
დაკავშირებულია თუ არა თამბაქოს აკრძალვა წონის მატებასთან ხალხის უმრავლესობა თამბაქოს წევის თავის დანებების შემდეგ იმატებს რამდენიმე კილოგრამს.
აქვე უნდა დავძინოთ, რომ ნიკოტინი გაცილებით მეტ ზიანს აყენებს თქვენს ორგანიზმს, ვიდრე წონაში მატება. შეეცადეთ მოწევის სურვილი არ დაიკმაყოფილოთ ურეჟიმო კვებით. დაიწყეთ ვარჯიში, იგი დაგეხმარებათ დახარჯოთ ზედმეტი კალორიები და დაკავდეთ. ექიმი შეგირჩევთ თქვენთვის ოპტიმალურ დატვირთვას.

უმრავლეს შემთხვევაში საუკეთესო შედეგს აღწევს ის, ვინც:
იყენებს ნიკოტინის ჩამნაცვლებლებს;
გრძნობს მხარდაჭერასა და წახალისებას ახლობლებისაგან;
სწავლობს სტრესის მართვას სიგარეტის გარეშე;
იხალისებს თავს სხვადასხვა საშუალებებით.

დკეც-ის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და არაინფექციურ დაავადებათა პრევენციის სექტორი

http://www.ncdc.ge

NCDC&PH

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s