სისხლის უანგარო დონაცია – ყველა დონორი გმირია!

სისხლის დონაცია არის პროცესი, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი გასცემს სისხლს.
წვეთი სისხლიდან იწყება სიცოცხლე. დონორის დახმარება შეიძლება დასჭირდეს ნებისმიერ ადამიანს; ნებისმიერ დროს:

  • უბედური შემთხვევის დროს რთული ტრამვული დაზიანებისას;
  • ბავშვებსა და მოზრდილებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ანემიით;
  • გართულებული მშობიარობით, ან ქალებს მშობიარობის შემდგომი გართულებით;
  • პაციენტებს, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას;
  • სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს და სხვა;

სანამ შენ ამ ტექსტს კითხულობ, შესაძლოა სადმე ბავშვი იღუპება იმის გამო, რომ შენი ჯგუფის სისხლი არ აღმოაჩნდათ; თქვენს
მიერ გაცემულმა სისხლმა კი შეიძლება სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნას!
სისხლიდან გამოყოფენ კომპონენტებს: სისხლის პლაზმას, თრომბოციტულ და ერითროციტულ მასას, რომლებიც ცალ-ცალკე შეიძლება გამოყენებულ იქნას საჭიროებისამებრ სამი სხვადასხვა პაციენტისათვის.
სისხლის უანგარო დონორი არის ადამიანი, რომელიც გასცემს სისხლს ყოველგვარი ფულადი, მატერიალური ანაზღაურების გარეშე. დადგენილია, რომ უანგარო დონორი ანაზღაურებადი (კადრის) დონორისაგან განსხვავებით უსაფრთხო სისხლის გარანტიაა, რადგან მისი მიზანია პაციენტის დახმარება და არა ფინანსური ინტერესი და არ მალავს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას.

სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 60 წლამდე თუ:

  • თქვენი წონა – 50-კგ და მეტია;
  • არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C,
  • სიფილისი, ტუბერკულოზი;
  • არ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით;
  • არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
  • არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.


ბოლო ერთი წლის განმავლობაში:

  • არ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;
  • არ გაგიკეთებიათ ტატუ;
  • არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
  • ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა.
  • დონაციის დღეს, დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო, კატარი, სხვა გრიპოზული მოვლენები.

ადამინი, ვინც დონორობას აპირებს, უნდა იცოდეს შემდეგი:

  • სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;
  • სისხლის დონორმა დონაციის ანკეტაში შეტანილ ყველა შეკითხვას გულახდილად უნდა გასცეს პასუხი;
  • თუ სისხლის ჩაბარების შემდეგ გაგახსენდათ რაიმე მიზეზი, რომლის გამოც თქვენი სისხლის გამოყენება არ არის სასურველი, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ სისხლის ბანკს, თუნდაც მიზეზის მითითების გარეშე;
  • სისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;
  • სისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია დილით მსუბუქად წაიხემსოთ და მიიღოთ ტკბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღებისაგან;
  • სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ;

2 comments on “სისხლის უანგარო დონაცია – ყველა დონორი გმირია!

  1. ტატუ რაში უშლის ხელს?

    • expertncdc says:

      რისკ ჯგუფს მიეკუთვნება ადამიანი, რომელსაც ტატუ აქვს გაკეთებული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s