სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)

მსოფლიოში ყოველწლიურად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) 448 მილიონი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები წარმოადგენენ საშვილოსნოსგარე ორსულობების, თვითნებური აბორტების, ნაადრევი მშობიარობების, ახალშობილთა პათოლოგიების განვითარების რისკ-ფაქტორებს. ორსულებში სიფილისი არის მკვდრადშობადობის შემთხვევათა 25%-ის და ნეონატალური სიკვდილობის 14%-ის მიზეზი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ერთ-ერთი ყველაზე საშიში სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ადამიანის პაპილომა ვირუსია, რომელიც ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკ ფაქტორს წარმოადგენ. საყურადღებოა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა ქალებში განვითარებულ სიმსივნეებს შორის (მსოფლიოში ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოს 500 000 ახალი შემთხვევაა და მათ შორის, 250 000 სიკვდილით მთავრდება). საშვილოსნოს ყელის კიბოს 80% განვითარებად ქვეყნბებზე მოდის.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2010 წელს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების 7 326 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 8,2% სიფილისის, 10% გონორეის, 23% ქლამიდიოზის, ხოლო 59% ტრიქომოანიაზის შემთხვევებზე მოდის.

რას ნიშნავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები? (სგგი)

 
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებს მიეკუთვნება ისეთი დაავადებები, რომელთა გადაცემა
სქესობრივი გზით ხდება. საზოგადოდ ცნობილია 30-ზე მეტი სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელთაგან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია ტრიქომონიაზი, გონორეა, ქლამიდიოზი, ათაშანგი (სიფილისი), ჰერპესი, B და C ჰეპატიტები, პაპილომა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ).

როგორ ხდება ინფიცირება?
სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია გადაეცემა ინფიცირებულ პირთან როგორც დაუცველი სქესობრივი (ვაგინალური, ორალური, ანალური) კონტაქტით, ასევე მის გარეშეც (მაგ. სასქესო ორგანოების შეხებითაც კი).
გარდა სქესობრივი აქტისა არსებობს სგგი–ის გადაცემის სხვა გზებიც:

  •  ინფიცირებული სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმით.
  •  ინფიცირებული ადამიანის სისხლსა და ორგანიზმის სითხეებთან შემთხვევითი კონტაქტით.
  •  ინფიცირებული სამედიცინო ინსტრუმენტების მეშვეობით.
  •  მშობიარობისას ან მუცლადყოფნის დროს ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები არ გადაეცემა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შემთხვევითი კონტაქტებით, მაგ. შეხებით, ხელის ჩამორთმევით, სახელურებზე ხელის მოკიდებით, საერთო აბანოსა და საცურაო აუზის, ან საერთო ჭურჭლის და საკვების გამოყენებით.

როგორია სგგი–ის ნიშნები?
სგგი-ის ნიშნები განსხვავებულია და ქალებსა და მამაკაცებში იგი სხვადასხვაგვარად ვლინდება. თუ თქვენ ან თქვენი პარტნიორი რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშანს შენიშნავთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს ქალებში სქესობრი გზით გადამცემი ინფექციების უხშირესი ნიშნებია:

  •  უჩვეულო გამონადენი საშოდან, ან ცუდი სუნი
  •  ქავილი ან წვა საშოს მიდამოში
  •  წყლულები, ბუშტუკები ან სხვა სახის გამონაყარი სასქესო ორგანოებზე საშოს ირგვლივ, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე
  •  ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ან მოშარდვისას
  •  ტკივილი მუცლის ქვემო არეში მამაკაცებში სქესობრი გზით გადამცემი ინფექციების უხშირესი ნიშნებია
  •  ტკივილი ან წვა მოშარდვისას
  •  სასქესო ასოდან თეთრი ან მოყვითალო გამონადენი
  •  წყლულები, ბუშტუკები, გამონაყარი ან კანის სხვა ცვლილებები სასქესო ასოზე, შორისის მოდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე სგგი–ები ზოგჯერ ვლინდება სხვა ინფექციებისათვის დამახასიათებელი ზოგადი სიმპტომებით, როგორიცაა საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა, ცხელება შემცივნება, ყელის ტკივილი, ღებინება, ნაწლავთა აშლილობა და მადის დაკარგვა.

ზოგჯერ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები უსიპტომოდ მიმდინარეობს, განსაკუთრებით ქალებში.

რა არის ადამიანის პაპილომავირუსი (გენიტალური მეჭეჭები)?
ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ ინფექცია, გენიტალური მეჭეჭები) არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელიც 100-ზე მეტ სხვადასხვა შტამსა და ტიპს აერთიანებს. ამ ვირუსთაგან 30-ზე მეტი ონკოგენურია. ეს ვირუსები ქალისა და მამაკაცის გენიტალური არეების, მათ შორის – პენისის, საშოს და მისი გარე მიდამოების (ანუსის კანის, საშვილოსნოს ყელისა და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის) ინფიცირებას ახდენენ. აპვ-ს გავრცელების ძირითადი გზა სქესობრივია. აპვ ინფექციას უმეტესად არ გააჩნია სიპტომები ან ნიშნები. ამდენად, ინფიცირებულთა უმეტესობამ დაავადების შესახებ არ იცის, მაგრამ მათ შეუძლიათ ვირუსი თავიანთ პარტნიორებს გადასდონ. ზოგჯერ ადამიანის პაპილომა ვირუსი ისე არსებობს ორგანიზმში, რომ არაფრით არ მჟავნდება, ზოგჯერ კი წვეტიანი კონდილომებით (წანაზარდებით, გენიტალური მეჭეჭებით) ანდა ნაკლებად შესამჩნევი ბრტყელი კონდილომების სახით ვლინდება სწორედ აპვ-ია გარეთა სასქესო გზების კიბოსწინარე მდგომარეობათა რისკ-
ფაქტორი. რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის კიბოს, ის უმეტესად ამ ვირუსის დამსახურება გახლავთ.

როგორ მოვიქცეთ, რომ ადამიანის პაპილომავირუსი და მისი შედეგები თავიდან ავიცილოთ?
სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციებისაგან გასხვავებით, აპვ მკურნალობას არ ემორჩილება, მაგრამ განკურნებადია განვითარების ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი ის დაავადებები, რომლებსაც აპვ იწვევს. დაინფიცირების პროფილაქტიკა, უწინარეს ყოვლისა, პარტნიორის ერთგულებას და უსაფრთხო სქესობრივ კავშირებს გულისხმოვბს. ბოლო დროს შემუშავდა ამ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც საშუალებს გვაძლევს, არასასურველი შედეგები თავიდან ავიცილიოთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია თავიდან აგაცილებთ ვირუსით დაინფიცირების შესაძლებლობას და შესაბამისად, შეამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს.
გახსოვდეთ!!!

  • თუ თქვენი პარტნიორი დაინფიცირებულია სქესობრივი გზით გადამდები რომელიმე ინფექციით, მაშინ თავადაც შესაძლებელი დაინფიცირებული იყოთ, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა დაავადებისათვის დამახასიათებელი ნიშნები.
  • აივ–ით (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფიცირებისას, დაავადების ნიშნები, შესაძლებელია ხანგრძლივი დროის მანძილზე არ გამოვლინდეს.
  • განსაკუთრებით საშიშია თვითმკურნალობა. ქალებში თვითმკურნალობა ხელს უწყობს ისეთი
  • გართულებების განვითარებას, როგორიცაა მენჯის ღრუს ორგანოების ქრონიკული ანთება, საშვილოსნოს ყელის კიბო, უნაყოფობა, საშვილოსნოს გარე ორსულობა.
  • მამაკაცებში ინფექციის ფონზე ხშირად ვითარდება სასქესო ორგანოს ქრონიკული დაავადებები მაგალითად პროსტატიტი, სტერილობა (უნაყოფობა)
  • მოზარდებს, რომელთაც ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ, უფრო მაღალი აქვთ სქესოვბრივი გზით გადამდები ინფექციებით დასნებოვნების ალბათობა.
  • როგორ დავიცვათ თავი სგგი–სგან?
  • ინფიცირებისაგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალებაა უსაფრთხო სექსი, ისარგებლეთ კონდომით (პრეზერვატივით).
  • გამოიყენეთ მხოლოდ ახალი კონდომი ყოველი სქესობრივი კავშირის დროს.
  • ენდეთ მხოლოდ ისეთ კონდომებს, რომლთაც ხარისხის ნიშანი აქვთ.
  • თავი მოარიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირს.
  • საეჭვო სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად მიმართეთ ექიმს.
  • სგგდი-ს არსებობის შემთხვევაში ორივე სქესობრივმა პარტნიორმა უნდა იმკურნალოს, სხვაგვარად თერაპიას შედეგი არ ექნება.
  • დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეცვლა.
  • ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას და ნურც ნაცნობ მეგობრების რჩევით მიიღებთ მედიკამენტებს.
  • ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება ადამიანს წინდაუხედავს ხდის და ხელს უწყობს სგგი-ს გავრცელებას.
  • დაიცავით ოჯახური სიწმინდე და ერთგულება ერთი ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორისადმი.
  • მიზანშეწონილია პერიოდული გამოკვლევა სგგი-ზე, მათ შორის – აივ/შიდზე, ასეთი გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია ქორწინებისა და დაგეგმილი ორსულობის წინ, დაუცველი, შემთხვევით სქესობრივი კავშირის შედეგ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s