რა არის ფსიქიური ჯანმრთელობა?

ფსიქიური ჯანმრთელობა არ წარმოადგენს უბრალოდ ფსიქიური დარღვევების არ ქონას. ის განისაზღვრება როგორც კეთილდღეობის მდგომარეობა, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, ნაყოფიერად და პროდუქტიულად შრომა და თავისი წვლილის შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ბევრ ქვეყნაში, განსაკუთრებით შემოსავლების საშუალო და დაბალი დონის ქვეყნებში, ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები განიცდიან, როგორც საკადრო, ისე ფინანსური რესურსების სერიოზულ დეფიციტს, ამჟამად მათ ხელთ არსებული ჯანდაცვის რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება ფსიქიურად დაავადებულ ადამინთა მოვლასა და სპეციალიზირებულ მკურნალობასზე და უმნიშვნელო ნაწილი, ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვის ინტეგრირებულ სისტემაზე. აღნიშნულმა ქვეყნებმა მსხვილი ფსიქიატრიული საავადმყოფოების დახმარების ნაცვლად, ინტეგრირება უნდა მოახდინონ ფსიქიური ჯანმრთელობის პირველად სამედიცინო სანიტარულ დახმარებაზე, უზრუნველყონ ამ ტიპის დახმარება საერთო პროფილის საავადმყოფოებში და განავითარონ ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვა ადგილობრივ დონეზე (სათემო დონეზე).

კიდევ უფრო ნაკლები ფინანსური რესურსებია გამოყოფილი ფსიქიური ჯანმრთელობის სწორად გაგების პროპაგანდაზე, რომელიც აერთიანებს მთელ რიგ სტრატეგიებს, მათ შორის ინდივიდუალური რესურსების გამოყენება, უნარების წახალისება და სოციალურ ეკონომიური გარემოს გაუმჯობესება.

ფსიქიური ჯანმრთელობის გასაძლიერებლად აუცილებელია მრავალსექტორული ქმედებები, რომელშიც ჩართული იქნება როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ან ადგილობრივი ორგანიზაციები.

ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს ფსიქიური ჯანმრთელობის გაძლიერებას მთელი ცხოვრების მანძილზე, რათა უზრუნველვყოთ ბავშვთა ასაკში ცხოვრების ჯანსაღი წესის სტარტი და ფსიქიური დარღვევების პრევენცია მოწიფულობისა და ხანდაზმულობის პერიოდში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ფსიქიური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე ადამიანებში ინვესტირების განხორციელება განაპირობებს განვითარების მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ფსიქიური ჯანმრთელობის პრიორიტეტული დარღვევებია: დეპრესია, ფსიქოზები, სუიციდი, ეპილეფსია, დემენცია, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული დარღვევები, და აგრეთვე ბავშვებში ფსიქიური ჯანმრთელობის დარღვევები.

წყარო:

http://www.who.int/features/qa/62/ru/index.html
http://www.who.int/mediacentre/events/annual/world_mental_health_day/ru/index.htm

http://www.ncdc.ge

NCDC&PH

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s