სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აცხადებს დიზაინერების/ფოტოგრაფების კონკურსს

დიზაინერების/ფოტოგრაფების – „ფოლიუმის და რკინის დეფიციტით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციის“ თემაზე პოსტერების შექმნა.

ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს კამპანიას, სახელწოდებით „ფოლიუმის და რკინის დეფიციტით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია“. ამ კამპანიის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს დიზაინერების/ფოტოგრაფების კონკურსი.

საუკეთესო პოსტერების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველმა დიზაინერმა/ფოტოგრაფმა უნდა შექმნას კამპანიის თემატიკის შესაბამისი პოსტერი, რომელიც უნდა მოიცავდეს ორივე თემას (რკინის დეფიციტი და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი). მონაწილეს შეუძლია გააერთიანოს ორივე თემა ერთ პოსტერში ან შექმნას ორი სხვადასხვა პოსტერი;
  • პოსტერი უნდა იყოს მარტივი, ყველასთვის გასაგები ვიზუალით;
  • კარგად უნდა იყოს წარმოჩენილი პრობლემის არსი;
  • არ უნდა იყოს დაშვებული ფაქტობრივი შეცდომები სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით;
  • შესაძლებელია მოიცავდეს პრობლემის გადაჭრის შესაძლო ვარიანტებს;
  • უნდა შეიცავდეს მოწოდებას საპრევენციო ღონისძიებებისადმი სლოგანების სახით (ფოლიუმითა და რკინით მდიდარი ან ხელოვნურად გამდიდრებული საკვების მიღება, ფოლიუმის პრეპარატების მიღება);
  • რა ფორმატებია მისაღები – ნებისმიერი ნამუშევარი, ნებისმიერი ჟანრი, ნებისმიერი ზომისა და ტიპის ნამუშევრები (ნახატი, დიზაინი, ფოტო, და ა.შ.)
  • ნამუშევრები დაიდება NCDC  Facebook  და wordpress ბლოგის გვერდებზე (https://www.facebook.com/pages/National-Center-for-Disease-Control-Public-Health-Georgia-NCDC-PH/126085677479371?fref=ts / ncdcgeorgia.wordpress.com)
  • პოსტერები დაიბეჭდება, ნაწილიც გამოყენებული იქნება NCDC საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების დროს.

შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობა ნიშნავს, რომ კონკურსანტი ეთანხმება კონკურსის პირობებს

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 20 ნოემბრამდე უნდა გამოგზავნონ ნამუშევრები ელექტრონულად მისამართზე: competition@ncdc.ge  (გთხოვთ, მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი და ნამუშევრის სათაური / აღწერილობა (არსებობის შემთხვევაში)

შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

  • პოსტერის სიმარტივე (რამდენად გასაგები ვიზუალითაა შექმნილი და რამდენად აღქმადია ის)
  • პრობლემის  სწორი წარმოჩენა;
  • სამედიცინო ხასიათის შეცდომების არ არსებობა;
  • პრობლემის გადაჭრის გზების სისწორე სტატიაში;
  • მარტივი სლოგანები (და პიქტოგრამები არსებობის შემთხვევაში)
  • ტექნიკურად კარგად გამართული ვიზუალური ნამუშევარი;
  • პრობლემის კრეატიული აღქმა/გადმოცემა

ნამუშევრები შეფასდება NCDC ჯანმრთელობის ხელშეწყობის ექსპერტებისა და არტ მენეჯერის მიერ.

დამატებითი ინფორმაცია:

მასალა რკინასა და ფოლიუმზე ასევე ჯანმრთელობის საკითხებზე კრეატიული ფოტოების პრეზენტაცია (უკეთ აღქმისათვის) შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ლინკებიდან  

ინფორმაცია ფოლიუმზე: http://allshares.ge/download.php?id=5A0C545067

ფოტო მასალა (საილუსტრაციოდ):http://allshares.ge/download.php?id=B350A45E60

კონსულტაცია კონკურსანტებთან გაიმართება 2 ნოემბერს, 15:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (მე-2 სართულის საკონფერენციო დარბაზი) მ.ასათიანის 9 (ვაჟა-ფშაველას და ნუცუბიძის გადამკვეთი ქუჩა).

კონკურსის კოორდინატორი: დათო ნადირაძე 571 400 300

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

www.ncdc.ge

One comment on “სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აცხადებს დიზაინერების/ფოტოგრაფების კონკურსს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s