29 მარტი – საქართველო თამბაქოს გარეშე

2013 წლის 29 მარტს  13:00  საათზე  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და  ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივიჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწყობს პრესკონფერენციას თემაზე:

საქართველო თამბაქოს გარეშე

2013 წელს 29 მარტის ირგვლივ დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება სლოგანით: ორსულობა და თამბაქო

05 nnhoyt tambaqo (6)

1996 წლიდან, 29 მარტს, საქართველოში ჯანმრთელობის  სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით აღინიშნება დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე“ და იგი ეძღვნება თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების შესაბამისობაში მოსაყვანად საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის (კამპანიის) დასაწყებად 2013 წლის 15 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც გულისხმობს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

კომისიის ძირითადი ამოცანაა დადგენილების მიღებიდან 1 თვის ვადაში თამბაქოს კონტროლის გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მთელი რიგი ცვლილებების დავალება სხვადასხვა უწყებებისა და სექტორებისთვის თამბაქოს კონტროლის გაძლიერების კუთხით, რათა მიღწეულ იქნეს ქვეყანაში თამბაქოთი გამოწვეული ტვირთის შემსუბუქება და სიკვდილობის შემცირება.

07 mumxati (1)

2013 წლის 28 მარტს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა თამბაქოს კონტროლისსამთავრობო კომისიის პირველი სხდომა, სადაც დამტკიცდა კომისიის სამუშაო ჯგუფი.  სხდომაზე განხილული იქნა თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებისთვის საჭირო, ოთხი ძირითადი მიმართულებით (საგანმანათლებლო, აკრძალვითი, საგადასახადო და იურიდიული) განსაზღვრული ღონისძიებები. აღინიშნა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თავშეყრის ადგლებში მოწევის აკრძალვას, თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადების მატებას, თამბაქოს პროდუქტების პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამის აკრძალვას, არასრულწლოვანთათვის თამბაქოს ხელმისაწვდომიბის შემცირებას და მწეველთათვის მოწევის თავის დანებების სერვისების განვითარებას.

თამბაქოს კონტროლის საკითხებისადმი მიძღვნილი სამთავრობო კომისიის პირველ სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმის პროექტი 2013-2017წ.წ. და სტრატეგიის ძირითადი პრინციპები.

„საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღესთან დაკავშირებით ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გეგმავს შემდეგ აქტივობებს:

პრესკონფერენცია;

·         სტუმარი დღის ეთერში (დღის თემის შეთავაზება მედიას: რამდენიმე რეიტინგულ არხზე NCDCწარმომადგენელი ეთერში);

·         საჯარო ლექცია არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიან სკოლა-ლიცეუმში „ეროვნული ცოდნა“ (პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი). დასაწყისი 11.00 სთ-ზე;

·         საჯარო ლექცია საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლაში (პრეზენტაცია – კითხვა-პასუხი). დასაწყისი 14.00 სთ-ზე;

პრესკონფერენცია გაიმართება  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

მისამართი: ქ.თბილისი,  აკ. წერეთლის გამზ. 144

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s