იმუნიზაციის უსაფრთხოება

თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, თუმცა ყველას აქვს იმუნიზაციის შემდეგ არასასურველი მოვლენების განვითარების იშვიათი რისკი.

იმუნიზაციის შემდეგ განვითარებული არასასურველი მოვლენები იმდენად უმნიშვნელოა დაავადებისა და მისგან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან შედარებით, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტურობა უდაოა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დროულად ჩატარების შემთხვევაში მცირდება  აცრის შემდგომი არასასურველი მოვლენების განვითარების რისკი.

იმუნიზაცია, ვაქცინაცია, ვაქცინა, აცრა, ფასიანი აცრა, უფასო აცრა, იმუნიზაციის კვირეული, კვირეული, წითელა, წითურა, ყბაყურა, წწყ, დტყ,  დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი-ბ, ჰეპატიტი, ჰიბ, ჰემოფილუს ინფლუენცა, პოლიო, პოლიომიელიტი, როტავირუსი, როტა, როტა-ვაქცინა, ვირუსი, მიკროორგამიზმი, მენინგიტი, ენცეფალიტი, დიარეა, ლიმფური ჯირკვლები,ჯირკვალი, კვანძი, ლიმფური, კვანძები, ანტისხეულები,  ანტისხეული, ტვინი, ტვინის ანთება, გამონაყარი, ცხელება, შეწითლება, ცხელება, ტემპერატურა, მაღალი ტემპერატურა, პედიატრი, ბავშვი შვილი, სახსრების ტკივილი, ნემსი, ნანემსარი,   nemsi, nanemsari, Imunizacia, vaqcinacia, vaqcina, acra, hepatitis,difteria, tetanus, kivanaxvela, polio,poliomieliti, rotavirusi,rota, vaqcina, rota-vaqcina, mikroorganizmi, meningitis,encefaliti, diarea, fasiani acra, ufaso acra, temperatura, tkivili, virusi,აცრის შემდეგ 1-3 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა მოიმატოს 38.50C-მდე, შეინიშნებოდეს ზოგადი აგზნებადობა, აცრის ადგილის შეწითლება, შეშუპება და მტკივნეულობა. ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და მის ჯანსაღ იმუნურ სისტემაზე მეტყველებს.

აცრის შემდგომ არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული  და სერთიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა, მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა და/ან კომპანიისა, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების მაჩვენებლით. თუმცა ვაქცინის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვაქცინირებული პირის (რეციპიენტის) ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე სრულყოფილი იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაზრისით.  პროგამული ვაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის, რადგან ამ ვაქცინის ღირებულებას სრულად ფარავს სახელწიფო იმუნიზაციის  პროგრამის ფარგლებში;

ვაქცინის  ეფექტურობასა  და უსაფრთხოებაზე დიდ გავლენას ახდენს ასევე ვაქცინაციის პროცესის განხორციელების  წესების  დაცვა, ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირების  შესაბამისი პირობების  უზრუნველყოფა ვაქცინის მოწოდების ყველა ეტაპზე  მწარმოებლიდან   მიმღებ ორგანიზმამდე.   აღსანიშნავია ისიც, რომ აცრები ტარდება ერთჯერადი ავტობლოკირებადი შპრიცების  საშუალებით იმუნიზაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ყოველივე ზემოთაღნიშნული, მომსახურების მიწოდების სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, განაპირობებს ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობას და მის პრაქტიკულ  უსაფრთხოებას.

 ინფორმაცია საქართველოში წითელას გავრცელების შესახებ შესახებ

2015 წლისათვის ევროპის რეგიონში უნდა განხორციელდეს წითელასა და წითურას ელიმინაცია, რომლის  ძირითადი სტრატეგიებია:

წითელა/წითურას  შემცველი ვაქცინით არანაკლებ 95% მოცვის მაჩვენებლის  მიღწევა ორივე ასაკობრივ ჯგუფში  ნაციონალურ და სუბნაციონალურ/რაიონულ დონეებზე გეგმიური იმუნიზაციის საშუალებით;

აუცრელი ან არასრულად ვაქცინირებულთათვის   იმუნიზაციის შესაძლებლობის მიცემა გეგმიური ან იმუნიზაციის დამატებითი ღონისძიებების მეშვეობით;

ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის  გაძლიერება წითელა/წითურას ყველა შემთხვევის აღმოჩენის  და დადასტურების მიზნით;

იმუნიზაცია, ვაქცინაცია, ვაქცინა, აცრა, ფასიანი აცრა, უფასო აცრა, იმუნიზაციის კვირეული, კვირეული, წითელა, წითურა, ყბაყურა, წწყ, დტყ,  დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი-ბ, ჰეპატიტი, ჰიბ, ჰემოფილუს ინფლუენცა, პოლიო, პოლიომიელიტი, როტავირუსი, როტა, როტა-ვაქცინა, ვირუსი, მიკროორგამიზმი, მენინგიტი, ენცეფალიტი, დიარეა, ლიმფური ჯირკვლები,ჯირკვალი, კვანძი, ლიმფური, კვანძები, ანტისხეულები,  ანტისხეული, ტვინი, ტვინის ანთება, გამონაყარი, ცხელება, შეწითლება, ცხელება, ტემპერატურა, მაღალი ტემპერატურა, პედიატრი, ბავშვი შვილი, სახსრების ტკივილი, ნემსი, ნანემსარი,   nemsi, nanemsari, Imunizacia, vaqcinacia, vaqcina, acra, hepatitis,difteria, tetanus, kivanaxvela, polio,poliomieliti, rotavirusi,rota, vaqcina, rota-vaqcina, mikroorganizmi, meningitis,encefaliti, diarea, fasiani acra, ufaso acra, temperatura, tkivili, virusi,ევროპის რეგიონში წითელას ელიმინაციის ფარგლებში, 2008 წელს საქართველოში ჩატარდა იმუნიზაციის მასობრივი კამპანია. წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინის 1 დოზით აცრას ექვემდებარებოდა 6 -27 წლის ასაკის მილიონამდე ადამიანი. კამპანიის მოცვის მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 50,48%,  ხოლო ქალაქ თბილისში  აიცრა მხოლოდ კონტინგენტის   16% . ერთერთი ძირითადი ფაქტორი, რამაც განაპირობა საზოგადოების უნდობლობა აცრის მიმართ, იყო სატელევიზიო მედიის დაუზუსტებელი ინფორმაცია და არაკორექტული გამოსვლა კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში.

აცრების კალენდრის მიხედვით, 2004 წლიდან წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია წარმოებს 1 და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურის (წწყ) ვაქცინით. გარდა ამისა,  2004-2007 წლებში ჩატარდა მცირე კამპანიური ხასიათის აცრები წწყ ვაქცინით 13-14 წლის ასაკს მოზარდებში და ამის ძირითადი მიზეზი გახდა, ის რომ 1991-1994  საერთოდ მოშლილი იყო გეგმიური ვაქცინაციის პროცესი.

ბოლო წლებში, დაგროვდა საკმაოდ დიდი რაოდენობა რუტინულად (გეგმიურად) არასრულყოფილად ვაქცინაცირებულთა კოჰორტა  (დაახლოებით 40 000), რომლის 32%  დედაქალაქის მოსახლეობაზე მოდის. 2009 წელს ჩატარებული სეროლოგიური კვლევის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, არაიმუნურია 10-40 წლის ასაკის დაახლოებით 300 000 ადამიანი. ასევე დაბალია  რუტინული ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელი 2012 წლისათვის.  ყოველივე ამან   განაპირობა მიმდინარე წელს წითელას მიმართ ეპიდსიტუაციის გამწვავება.

წითელას უკანასკნელი ეპიდაფეთქება საქართველოში აღწერილი იყო 2004-2005 წლებში, როდესაც რეგისტრირებული იქნა 8391 შემთხვევა, რომელთაგან  9 შემთხვევა დასრულდა ლეტალურად.

2013 წლის თებერვლიდან საქართველოში დაიწყო წითელას შემთხვევათა მნიშვნელოვანი მატება.

წითელას მიმდინარე ეპიდაფეთქება დაიწყო ქ. თბილისიდან, თუმცა უკანასკნელი პერიოდის  მონაცემები ცხადყოფს, რომ შემთხვევებმა გადაინაცვლა რეგიონებში და უკვე სახეზეა რამდენიმე ლოკალური ეპიდაფეთქება რაიონებში.

დღევანდელი დღის მონაცემებით შემთხვევათა რაოდენობამ ათასს გადაჭარბა, ადგილი ქონდა ლეტალურ გამოსავალსაც.

ამჯამად  მიმდინარეობს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე  შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება წითელას გავრცელების შეჩერების მიზნით: არასრულად იმუნიზებულ 7 წლამდე ასაკის ბავშვთა,  სამედიცინო პერსონალის  და წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, ორგანიზებული კონტაქტების ერთჯერადი ვაქცინაცია. ამ ღონისძიებების ფარგლებში ყოველდღიურად ასეულობით პირი იცრება.

აღნიშნულ პერიოდში არ დაფიქსირებულა აცრისშემდგომი გართულების არცერთი შემთხვევა.

იმუნიზაცია, ვაქცინაცია, ვაქცინა, აცრა, ფასიანი აცრა, უფასო აცრა, იმუნიზაციის კვირეული, კვირეული, წითელა, წითურა, ყბაყურა, წწყ, დტყ,  დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი-ბ, ჰეპატიტი, ჰიბ, ჰემოფილუს ინფლუენცა, პოლიო, პოლიომიელიტი, როტავირუსი, როტა, როტა-ვაქცინა, ვირუსი, მიკროორგამიზმი, მენინგიტი, ენცეფალიტი, დიარეა, ლიმფური ჯირკვლები,ჯირკვალი, კვანძი, ლიმფური, კვანძები, ანტისხეულები,  ანტისხეული, ტვინი, ტვინის ანთება, გამონაყარი, ცხელება, შეწითლება, ცხელება, ტემპერატურა, მაღალი ტემპერატურა, პედიატრი, ბავშვი შვილი, სახსრების ტკივილი, ნემსი, ნანემსარი,   nemsi, nanemsari, Imunizacia, vaqcinacia, vaqcina, acra, hepatitis,difteria, tetanus, kivanaxvela, polio,poliomieliti, rotavirusi,rota, vaqcina, rota-vaqcina, mikroorganizmi, meningitis,encefaliti, diarea, fasiani acra, ufaso acra, temperatura, tkivili, virusi,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s