ვაქცინაციით მართვადი ინფექციების ეპიდაფეთქებები ამჟამადაც სახიფათოა

ვაქცინაციის ეფექტური პროგრამების წყალობით, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობას არასდროს გამოუცდია ვაქცინაციით მართვადი ინფექციების გამანადგურებელი ზემოქმედება. ბევრს ჰგონია, რომ ეს დაავადებები აღარ წარმოადგენს საფრთხეს, ვინაიდან ისინი აღარაა ისეთივე თვალშისაცემი, როგორც ადრე. სხვათაშორის, ბევრი თვლის რომ ვაქცინა უფრო სახიფათოა, ვიდრე თავად დაავადება.

იმუნიზაცია, ვაქცინაცია, ვაქცინა, აცრა, ფასიანი აცრა, უფასო აცრა, იმუნიზაციის კვირეული, კვირეული, წითელა, წითურა, ყბაყურა, წწყ, დტყ,  დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი-ბ, ჰეპატიტი, ჰიბ, ჰემოფილუს ინფლუენცა, პოლიო, პოლიომიელიტი, როტავირუსი, როტა, როტა-ვაქცინა, ვირუსი, მიკროორგამიზმი, მენინგიტი, ენცეფალიტი, დიარეა, ლიმფური ჯირკვლები,ჯირკვალი, კვანძი, ლიმფური, კვანძები, ანტისხეულები,  ანტისხეული, ტვინი, ტვინის ანთება, გამონაყარი, ცხელება, შეწითლება, ცხელება, ტემპერატურა, მაღალი ტემპერატურა, პედიატრი, ბავშვი შვილი, სახსრების ტკივილი, ნემსი, ნანემსარი,   nemsi, nanemsari, Imunizacia, vaqcinacia, vaqcina, acra, hepatitis,difteria, tetanus, kivanaxvela, polio,poliomieliti, rotavirusi,rota, vaqcina, rota-vaqcina, mikroorganizmi, meningitis,encefaliti, diarea, fasiani acra, ufaso acra, temperatura, tkivili, virusi,ასეთმა მცდარმა აზრებმა ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაციით მოცვის კლება და გადამდები დაავადებების, მათ შორის წითელას, ყივანახველას, დიფთერიისა და წითურას ხელახალი აღმოცენება გამოიწვია.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ვაქცინაციით დაბალი მოცვის გამო 90-იან წლებში მომხდარი დიფთერიის ეპიდემიის დროს შეტყობინებული შემთხვევების რაოდენობამ 50,000-ს მიაღწია (1995 წ.).

ვირუსები არ ცნობენ საზღვრებს. ჯანმო-ს ევროპის რეგიონში წითელას ეპიდაფეთქება ერთი ქვეყნიდან მეორეში ვრცელდებოდა. ბოლო ხანებში, ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებს უწევდათ ინფექციური დაავადებების, განსაკუთრებით კი წითელას ფართომასშტაბიან და ერთეულ ეპიდაფეთქებებთან ბრძოლა (ილუსტრაცია 4). 2007-2010 წწ. წითელას აფეთქებები გამოვლინდა დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, ბულგარეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ირლანდიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში. ეს მოხდა აუცრელი ხალხის გამო, რომელთა რიცხვიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდებოდა. ამან ვირუსს სწრაფად და ფართოდ გავრცელების საშუალება მისცა. წითელას ვირუსი ამჟამადაც განაგრძობს გავრცელებას ევროპაში, რაც დაავადების ეპიდაფეთქებებს იწვევს იმ ადამიანებს შორის, ვინც აუცრელია, ან დროულად (ანუ გეგმიური იმუნიზაციის გრაფიკის მიხედვით) არ არის აცრილი. 2009-2010 წწ. ბულგარეთში წითელას ფართომასშტაბიან ეპიდაფეთქებას ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც გამოვლინდა ინფიცირების 24,000 შემთხვევა და დაიღუპა 24 ადამიანი.

დასავლეთ ევროპის 11 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ წითელას თითოეული შემთხვევის მკურნალობის საფასური 209-480 ევროს შეადგენდა მაშინ, როდესაც ერთი ადამიანისთვის წითელას აცრის ჩატარების და ამ დაავადების კონტროლის ხარჯი სულ რაღაც 0.17-0.97 ევრო იყო (Carabin, 2003 წ.) გერმანიაში წითელას ეპიდაფეთქებისას გამოვლენილი 614 შემთხვევებთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების საფასურმა ჯამში 229,122 ევრო შეადგინა. აქედან 102,804 ევრო წითელას გართულებული შემთხვევების მკურნალობაზე დაიხარჯა (Wichmann,, 2009 წ.).

წითელას ეპიდაფეთქებებისა და წითელათი დაავადების შემთხვევები ჯანმო ევროპის რეგიონის მთლიანი მოსახლეობის ერთ მილიონზე 2010-2011 წლებისთვის.

იმუნიზაცია, ვაქცინაცია, ვაქცინა, აცრა, ფასიანი აცრა, უფასო აცრა, იმუნიზაციის კვირეული, კვირეული, წითელა, წითურა, ყბაყურა, წწყ, დტყ,  დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი-ბ, ჰეპატიტი, ჰიბ, ჰემოფილუს ინფლუენცა, პოლიო, პოლიომიელიტი, როტავირუსი, როტა, როტა-ვაქცინა, ვირუსი, მიკროორგამიზმი, მენინგიტი, ენცეფალიტი, დიარეა, ლიმფური ჯირკვლები,ჯირკვალი, კვანძი, ლიმფური, კვანძები, ანტისხეულები,  ანტისხეული, ტვინი, ტვინის ანთება, გამონაყარი, ცხელება, შეწითლება, ცხელება, ტემპერატურა, მაღალი ტემპერატურა, პედიატრი, ბავშვი შვილი, სახსრების ტკივილი, ნემსი, ნანემსარი,   nemsi, nanemsari, Imunizacia, vaqcinacia, vaqcina, acra, hepatitis,difteria, tetanus, kivanaxvela, polio,poliomieliti, rotavirusi,rota, vaqcina, rota-vaqcina, mikroorganizmi, meningitis,encefaliti, diarea, fasiani acra, ufaso acra, temperatura, tkivili, virusi,

(წყარო: “წითელასა და წითურას (მღ) ეპიდაფეთქების შეტყობინების ანგარიში” და MR–ის ყოველთვიური ეპიდზედამხედველობის ანგარიშები 2010 და 2011 წლებში).

დაავადებათა პრევენცია უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს. დაავადებების გლობალური გავრცელების გამო, ჯანმო-ს ევროპის რეგიონში კონტროლის ქვეშ მყოფი დაავადებების ეპიდაფეთქება მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. 2002 წელს ჯანმო-ს ევროპის რეგიონი პოლიომელიტისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდა. ამ სტატუსის შესანარჩუნება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. მიუხედავად ამისა, პოლიომელიტის ლიკვიდაციის სერტიფიცირების ევროპის რეგიონულმა კომიტეტმა, რომელიც რეგიონს პოლიომელიტისგან თავისუფალის სტატუსის ანიჭებს, ახლახანს გამოთქვა სერიოზული შეშფოთება პოლიომელიტის სხვა რეგიონებიდან ევროპაში შემოტანის რისკის მატების თაობაზე. შეშფოთების მიზეზი რეალური გახდა – 2010 წელს ადგილი ჰქონდა ველური პოლიომელიტის ეპიდაფეთქებას ტაჯიკეთში, რომელიც სულ ცოტა 3 სხვა ქვეყანაში გავრცელდა და ჯამში პოლიომელიტის შედეგად განვითარებული დამბლის 475 შემთხვევა და სიკვდილის 29 შემთხვევა გამოიწვია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s