როგორ გადაეცემა აივ ინფექცია/შიდსი?

აივ ინფექცია ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს ადამიანის იმუნურ სისტემას და ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებისადმი დაუცველს ხდის.

აივ ანუ დამიანის მუნოდეფიციტის ირუსი არის ერთ–ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ვირუსი, თუმცა მისი საწინააღმდეგო ეფექტური მკურნალობის შემუშავება ჯერ ვერ მოხერხდა.

შიდსი, ანუ ეძენილი მუნოეფიციტის ინდრომი წარმოადგენს აივ–ინფექციის ბოლო სტადიას, როდესაც ადამიანის იმუნიტეტი უკიდურესად დასუსტებულია და შედეგად თავს იჩენს სხვადასხვა ინფექციური თუ სიმსივნური დაავადებები, რომელთაგან ერთ–ერთი შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს.

აივ–ის გადაცემა ხდება სამი ძირითადი გზით:

1) ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტით:

  • ნახმარი შპრიცის გამოყენება
  • სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტის გადასხმა
  • პირსინგი/ტატუირება
  • არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება

ვირუსის გადაცემის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სისხლით დაბინძურებული ინსტრუმენტის სრულყოფილი სტერილიზაცია.

2) სქესობრივი კავშირით (ვაგინალური, ანალური, ორალური).

3) ინფიცირებული დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობისას, ან ძუძუთი კვების დროს.

თუ ორსული  ჩაიტარებს აივ–ის საწინააღმდეგო მკურნალობას, ასევე თუ მშობიარობა ჩატარდება საკეისრო კვეთით და ჩვილი არ მიიღებს დედის რძეს, ვირუსის ბავშვზე გადაცემის რისკი მინიმალურია.

აივ–ინფექცია არ გადაეცემა:

  • კოცნით
  • ჩახუტებით
  • ხელის ჩამორთმევით
  • საყოფაცხოვრებო კონტაქტებით
  • კოღოს კბენით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s