შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე და მისი მნიშვნელობა

შიდსი,  აივ,  ვირუსული ინფექცია,   იმუნური სისტემა,  ორგანიზმი,  ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი,  მკურნალობა,   სტადია,   ინფექციური დაავადება, სიმსივნური დაავადებები,  აივ-ის გადაცემა,   გადაცემის გზები, ინფიცირება,   შპრიცი, ნახმარი შპრიცი,   შპრიცი გამოყენება,   სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტის გადასხმა,  პერსინგი/ტატუ,  არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტები, სტერილიზაცია,   სქესობრივი კავშირი,   ვაგინალური,   ანალური,   ორალური, კონდომი,   ინფიცირებული დედა, ინფიცირებული შვილი,  ორსულობა,   მშობიარობა, ძუძუთი კვება, პრევენცია, სქესობრივი კონტაქტი,  თავშეკავება, პრეზერვატივი, მედიკამენტები, იმუნოდეფიციტის ფაზა,   დიაგნოზი, კონდომი, Shidsi, aiv, virusuli infeqcia, imunuri sistema, organizmi, adamianis imunideficitis virusi, mkurnaloba, stadia, infeqciuri daavadeba, simsivcnuri daavadebebi, aiv-is gadacema, gadacemis gzebi, inficireba, Sprici, naxmari Sprici, shpricis gamokeneba, sixlis an misi calkeuli kompjnentis gadasxma, persingi/tatu, arasteriluri samedicino instrum,entebi, sterilizacia, sqesobrivi kavshiri, vaginaluri, analuri, oraluri, kondomi, inficirebuli deda, inficirebuli shvili, orsuloba, mSobiroba, zuzuti kveba, prevencia, sqersobrivi kontaqtiu, tavshekaveba, prezervativi, medikamntebi, imunodefiucits faza, diagnozi.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აივ ინფექცია/შიდსისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კამპანიაა მსოფლიოში. იგი დასაბამს იღებს 1983 წლიდან ყოველწლიურად ტარდება მაისის მესამე კვირა დღეს. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აღინიშნება 1200-მდე ორგანიზაციის მიერ 115 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
იმ 33 მილიონ ადამიანთან ერთად, რომელიც აივ ინფექციით ცხოვრობს, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე ემსახურება მოსახლეობაში აივ ინფექცია/შიდსის შესახებ ცოდნის დონის ამაღლებას, ინფიცირებულების მიმართ სოლიდარობას, სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას.
1983 წელს, როდესაც სან-ფრანცისკოს ჰომოსექსუალ მოსახლეობაში გავრცელებული “უცნობი” დაავადების ირგვლივ მხოლოდ დაბნეულობა და გაურკვევლობა იყო, ოთხმა ახალგაზრდამ, რომელთაც იცოდნენ, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში მათი სიცოცხლე დასრულდებოდა, გადაწყვიტა დაავადებულთა მიმართ არსებული გულგრილობის წინააღმდეგ პროტესტის გარკვეული ფორმისთვის მიემართა. ბობი კემპბელმა, ბობი რეინოლდსმა, დენ ტერნერმა და მარკ ფელდმანმა მოაწყვეს მსვლელობა ბანერით – “ბრძოლა ჩვენი სიცოცხლისათვის”. გზადაგზა მსვლელობას უამრავი ადამიანი შეუერთდა და იგი იქცა ათასობით ანთებულ სანთლად. ეს მოძრაობა შთამაგონებელი აღმოჩნდა სხვა ქვეყნებისთვისაც, რათა დღის სინათლეზე გამოეტანათ ინფორმაცია ახალი დაავადების შესახებ ფართო მასებისა და პოლიტიკური ლიდერებისთვის.
უკვე 30 წელია შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს სანთლების ანთების ტრადიცია აერთიანებს ადამიანებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. Aამ დღეს მოსახლეობა იკრიბება შიდსით გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად, აივ ინფიცირებულთა მხარდასაჭერად და იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი აივ ინფექციის მკურნალობის, პრევენციის, ზრუნვისა და მხარდაჭერის საქმეში.
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე შესაძლებლობას გვაძლევს:

  • პატივი მივაგოთ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას;
  • სოლიდარობა გამოვუცხადოთ აივ ინფიცირებულებს;
  • ავამაღლოთ მოსახლეობის ცოდნის დონე აივ/შიდსის შესახებ;
  • შემცირდეს აივ-თან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია;
  • შემცირდეს სტიგმა და დისკრიმინაცია მოსახლეობის იმ ჯგუფების მიმართ, როგორიცაა ჰომოსექსუალი მამაკაცები, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, კომერციულ სექს-მუშაკები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s