გენდერული თანასწორობა და თამბაქო – 10 ფაქტი

თამბაქო, კონტროლი, თამბაქოს კონტროლი, თამბაქოს მოხმარება, განათლება, ინფორმირებულობა, ინფორმირებულობის დონის გაზრდა, თავის დანებება, ჯანმრთელობა, მავნე  ზემოქმედება,  თერაპია, ნიკოტინჩანაცვლებითი თერაპია, ჩარჩო-კონვენცია, ფიზიკური დამოკიდებულება, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, სოციალური დამოკიდებულება, ნიკოტინი, დამოკიდებულება, ჩიბუხი, სიგარა, სიგარელა, ელექტრო სიგარეტი, ჩილიმი, დაავადებათა კონტროლი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა  tambaqo, kontroli, tambaqos kontroli, tambaqos moxmareba, ganatleba, informirebuloba, informirebulobis donis gazrda, tavis danebeba, janmrteloba, mavne zemoqmedeba, terapia, nikotinchanacvlebiti terapia, charcho-konvencia, fizikuri damokidebuleba, fsiqologiuri damokidebuleba, socialuri damokidebuleba, nikotini, damokidebuleba, chibuxi, sigara, eleqtro sigareti, sigareti, sigarela, chilimi, NCDC, www.ncdc.ge    მსოფლიოში ერთი მილიარდი მწეველიდან დაახლოებით 200 მილიონი ქალია. თამბაქოს   ინდუსტრიისა და მარკეტინგის  განვითარება  აგრესიულად აისახება ქალების ჯანმრთელობაზე. თამბაქოს წარმოების სტრატეგია მიმართულია სამომხმარებლო ბაზრის გაზრდისაკენ. ცდილობენ ახალი მომხმარებლებით ჩაანაცვლონ ის ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს მოწევა ან ნაადრევად დაიღუპნენ კიბოს, გულის შეტევის, ინსულტის ან თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სხვა დაავადებებისაგან.

თამბაქოს მოხმარებას გოგონები და ბიჭები სხვადასხვა მიზეზების გამო იწყებენ. თუმცა თამბაქოს გამოყენება ქალსა და მამაკაცს განსხვავებულ ზიანს აყენებს.

ყოველწლიურად დაახლოებით 1.5 მილიონი ქალი იღუპება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებით. საჭიროა ქალთა შორის თამბაქოს ეპიდემიურად მზარდი მოხმარების სწორად გააზრება,  გაკონტროლება და სტრატეგიის შემუშავება.

ფაქტი 1

მსოფლიოში დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი მოიხმარს თამბაქოს, მათ შორის 200 მილიონი ქალია. მიუხედავად იმისა, რომ ქალების წილი გაცილებით ნაკლებია, ზოგიერთ ქვეყანაში (ძირითადად საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნები) შეიმჩნევა თამბაქოს მოხმარების გაზრდის ტენდენცია ქალებს შორის.

ფაქტი  2

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებმა 151 ქვეყანაში მოზარდებში თამბაქოს მოხმარების ზრდის ტენდენცია დააფიქსირა. ბევრ ქვეყანაში გოგონები, ისევე როგორც ბიჭები მოიხმარენ თამბაქოს. ისინი აგრძელებენ მოწევას სრულწლოვან ასაკშიც. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია თამბაქოს რეკლამირების აკრძალვისა და კონტროლის შესახებ დაეხმარება გოგონებს შორის თამბაქოს მოხმარების  ზრდის შეჩერებას.

ფაქტი 3

გოგონები და ბიჭები სხვადასხვა მიზეზის გამო იწყებენ მოწევას. მათი აზრით, ეს არის იოლი გზა წონის გასაკონტროლებლად. განვითარებულ ქვეყნებში კვლევების შედეგებით ჩანს, რომ ძირითადად თამბაქოს მოიხმარენ გოგონები, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ. თამბაქოს სტრატეგიის შემუშავებისას უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა კულტურული, ფსიქოსოციალური და სოციალური ფაქტორის გავლენა გოგონებისა და ბიჭების გადაწყვეტილებაზე მოიხმარონ თამბაქო.

ფაქტი 4

თამბაქოს მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი იღუპება. მათგან 1.5 მილიონი ქალია. უმრავლესობა (75%) ამ ქალებისა ცხოვრობს დაბალი და საშულო შემოსავლების ქვეყნებში. შესაძლოა  2030 წლისათვის დაღუპული ადამიანების რიცხვმა ყოველწლიურად 8 მილიონს მიაღწიოს, მათ შორის 2.5 მილიონი ქალი იქნება. სწორედ ამიტომ, საჭიროა  გადაუდებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.

ფაქტი 5

 თამბაქოს ინდუსტრიის მარკეტინგული კომპანიები უხვად ფინანსდება და მათი სამიზნეს წარმოადგენენ ქალები. უნდა შეჩერდეს გენდერული სტერეოტიპები თამბაქოს კავშირისა სილამაზეს, პრესტიჟსა და  თავისუფლებასთან. თამბაქოს მრეწველობის აქტიური სამიზნე გახდა ქალი, რადგან ქალს სულ უფრო მეტად შეუძლია თავს უფლება მისცეს გამოიყენოს თამბაქო.

ფაქტი 6

ქალთა უმრავლესობა მამაკაცებისაგან განსხვავებით ეწევა ე.წ. „მსუბუქ’’ სიგარეტს. ეს არის თამბაქოს მწარმოებლების მარკეტინგული სტრატეგია მომხმარებლის შეცდომაში შესაყვანად (მსუბუქ სიგარეტს მოიხმარს ქალების 63%, მამაკაცების-46%). მცდარია აზრი, რომ ’“მსუბუქი“ ნიშნავს “უსაფრთხოს“. სინამდვილეში „მსუბუქი“ მწეველი მაღალი ალბათობით ხდება აქტიური მწეველი და მზადაა  უფრო ხშირად გაიღოს თანხა ნიკოტინისათვის.

ფაქტი  7

თამბაქოს მოხმარება განსხვავებულ ზიანს აყენებს ქალებსა და მამაკაცებს. ქალები, რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს უფრო ხშირად არიან უნაყოფონი, აქვთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები ორსულობის მიმდინარეობისას. იზრდება ნაადრევი მშობიარობისა და ახალშობილთა გარდაცვალების, ასევე დედის რძის შემცირების რისკი. თამბაქოს მოხმარება ზრდის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ალბათობას.

ფაქტი  8

მეორადი კვამლის ზემოქმედებით მსოფლიოში ყოველწლიურად 430 000 ადამიანი იღუპება. მათ შორის 64 % ქალია. პასიური მოწევა განსაკუთრებით დიდ საფრთხეს უქმნის ქალებს.

ფაქტი  9

ადამიანებმა, რომლებიც ეწევიან, თავი უნდა აარიდონ თამბაქოს მოხმარებას გარემოში, სადაც ცხოვრობენ  და მუშაობენ. ქალებსა და ბავშვებს ხშირად არ გააჩნიათ საშუალება მოერიდონ მწეველებთან ურთიერთობას  , რადგან თამბაქოს მომხმარებლებს სრული თავისუფლება აქვთ სახლში, სამუშაო ადგილებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ყველა, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, დაცული უნდა იყოს მეორადი კვამლის ზემოქმედებისაგან.

ფაქტი 10

ქალებს შორის თამბაქოს მოხმარების კონტროლი თამბაქოს საწინააღმდეგო სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. თამბაქოს მოხმარების პრევენციისა და შეწყვეტის პროგრამები ინტეგრირებული უნდა იყოს დედათა, ბავშვთა და რეპროდუქციული ასაკის ადამიანებისათვის. თამბაქოს მავნე ზეგავლენისაგან გასათავისუფლებად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მამაკაცებთან ქალებში შედარებით მაღალია დაავადებების რისკი. უნდა გამოვიყენოთ ვიზუალური მასალა მათთვის, ვისაც არ შეუძლია წაიკითხოს, რათა დაინახოს და გაიგოს თამბაქოს მოხმარებით  გამოწვეული ჯანმრთელობის რისკები.

——————————————————————-

წყარო:

http://www.who.int/gender/documents/10facts_gender_tobacco_en.pdf

  

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s