ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარების ზეგავლენა დედის და ბავშვის ჯანმრთელობაზე

თითქმის ყველამ იცის, რომ მოწევა იწვევს კიბოს, გულ-სისხლძაღღვთა დაავადებებს და სხვა სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს. თუმცა, ქალები, რომლებიც ორსულობისას ეწევიან დამატებითი ჯანმრთელობის რისკების ქვეშ აყენებენ საკუთარ თავს და ნაყოფს. ორსულობის დროს მოწევის საფრთხეები მოიცავს ახალშობილის ნაადრევ დაბადებას, გარკვეულ თანდაყოლილ პათოლოგიებს და ახალშობილთა სიკვდილს. თამბაქოს კვამლის გარემოცვაში ყოფნაც კი (პასიური მოწევა) სერიოზულ საფრთხეებს უქმნის ორსულ ქალს და მის ნაყოფს.

თამბაქო, კონტროლი, თამბაქოს კონტროლი, თამბაქოს მოხმარება, განათლება, ინფორმირებულობა, ინფორმირებულობის დონის გაზრდა, თავის დანებება, ჯანმრთელობა, მავნე  ზემოქმედება,  თერაპია, ნიკოტინჩანაცვლებითი თერაპია, ჩარჩო-კონვენცია, ფიზიკური დამოკიდებულება, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, სოციალური დამოკიდებულება, ნიკოტინი, დამოკიდებულება, ჩიბუხი, სიგარა, სიგარელა, ელექტრო სიგარეტი, ჩილიმი, დაავადებათა კონტროლი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა  tambaqo, kontroli, tambaqos kontroli, tambaqos moxmareba, ganatleba, informirebuloba, informirebulobis donis gazrda, tavis danebeba, janmrteloba, mavne zemoqmedeba, terapia, nikotinchanacvlebiti terapia, charcho-konvencia, fizikuri damokidebuleba, fsiqologiuri damokidebuleba, socialuri damokidebuleba, nikotini, damokidebuleba, chibuxi, sigara, eleqtro sigareti, sigareti, sigarela, chilimi, NCDC, www.ncdc.ge

  • მწეველი ქალებისთვის დაორსულება უფრო რთულია
  • ორსულობისას ვინც ეწევა, მათ მუცლის მოშლის მეტი ალბათობა აქვთ
  • მოწევამ შესაძლოა პლაცენტის პრობლემები გამოიწვიოს, რაც ორსულობისას ბავშვისთვის საკვებისა და ჟანგბადის მიწოდების წყაროს წარმოადგენს. მაგალითად, შესაძლოა მოხდეს პლაცენტის საშვილოსნოსგან ნაადრევი აცლა, რაც იწვევს სისხლდენას და საშიშია დედისა და ბავშვისათვის
  • ორსულობის დროს მოწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან მცირე წონის ახალშობილის დაბადება – ასეთი ახალშობილები უფრო სუსტები არიან და მეტი დროით დაყოვნება უწევთ საავადმყოფოში, ზოგიერთი მათგანი იღუპება კიდეც
  • მწეველი ქალების ახალშობილებში მეტია ახალშობილის უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების ალბათობა

კარგი ამბავი!

სიგარეტისთვის თავის დანებება დაორსულებამდე რამდენიმე ხნით ადრე რა თქმა უნდა საუკეთესო გამოსავალია რისკების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, დაორსულების შემდეგაც ქალი რაც უფრო ადრე დაანებებს მოწევას თავს, უფრო მეტად დაიცავს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებისგან საკუთარ თავს და ნაყოფს. არასოდეს არის „უკვე გვიან“ სიგარეტისთვის თავის დანებება.

თამბაქო, კონტროლი, თამბაქოს კონტროლი, თამბაქოს მოხმარება, განათლება, ინფორმირებულობა, ინფორმირებულობის დონის გაზრდა, თავის დანებება, ჯანმრთელობა, მავნე  ზემოქმედება,  თერაპია, ნიკოტინჩანაცვლებითი თერაპია, ჩარჩო-კონვენცია, ფიზიკური დამოკიდებულება, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, სოციალური დამოკიდებულება, ნიკოტინი, დამოკიდებულება, ჩიბუხი, სიგარა, სიგარელა, ელექტრო სიგარეტი, ჩილიმი, დაავადებათა კონტროლი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა  tambaqo, kontroli, tambaqos kontroli, tambaqos moxmareba, ganatleba, informirebuloba, informirebulobis donis gazrda, tavis danebeba, janmrteloba, mavne zemoqmedeba, terapia, nikotinchanacvlebiti terapia, charcho-konvencia, fizikuri damokidebuleba, fsiqologiuri damokidebuleba, socialuri damokidebuleba, nikotini, damokidebuleba, chibuxi, sigara, eleqtro sigareti, sigareti, sigarela, chilimi, NCDC, www.ncdc.ge

რა არის ორსულისთვის მოწევისთვის თავის დანებების დადებითი მხარეები?

მოწევისთვის თავის დანებება თავს უკეთ გაგრძნობინებთ და თქვენი ბავშვისთვის უფრო ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს.როდესაც თავს ანებებთ მოწევას:

  • თვენ ბავბშვს მეტი ჟანგბადი მიეწოდება
  • მცირდება რისკი, რომ თქვენი ბავში დროზე ადრე დაიბადება
  • იზრდება ალბათობა, რომ თქვენი ბავშვი თქვენთან ერთად დაბრუნდება სახლში სამშობიაროდან
  • მცირდება რისკი, რომ თქვენ გაგივითარდეთ გულის დაავადება, ფილტვის კიბო, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და სხვა მოწევასთან დაკავშირებული დაავადებები
  • იზრდება იმის ალბათობა, რომ უფრო ხანრგძლივად იცოცხლებთ
  • გექნებათ მეტი ენერგია და ისუნთქებთ უფრო თავისუფლად
  • დაგრჩებათ მეტი ფული და შეძლებთ დახარჯოთ უფრო სასარგებლოდ
  • თქვენს ტანსაცმელს, თმას და სახლს უკთესი სურნელი ექნება
  • საკვების გემო უკეთესი იქნება
  • კარგად იგრძნობთ თავს, იმის გამო რაც საკუთარ თავს და ბავშვს გაუკეთეთ

სამუდამოდ თავი დაანებე სიგარეტს!

მნიშველოვანია სიგარეტისთვის სამუდამოდ თავის დანებება. ზოგერთი ქალბატონი ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიბადება  სიგარეტის მოწევის გაგრძელება ბავშვს საფრთხეებს აღარ შეუქმნის. ეს მოსაზრება მცდარია, რადგან ბავშვებს, რომლებიც თამბაქოს კვამლის გარემოცვაში იმყოფებიან უფრო სუსტი ფილტვები აქვთ. ასეთ ბავშვებში მეტია იმის ალბათობა, რომ განუვითარდეთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც, ინფექციური დაავადებები და ასევე უფრო ხშირია ასთმის შეტევები.

მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტისთვის სამუდამოდ თავის დანებება რთულია, მიღებული სარგებელი ამად ღირს – ჯანმრთელი ბავშვი და საკუთარი სიცოცხლის მეტი ჯანმრთელი წლები, რათა ერთად უფრო დიდხანს ისიამოვნოთ!

——————————————————————–

წყარო: აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი http://www.cdc.gov/reproductivehealth/tobaccousepregnancy/

http://www.cdc.gov/tobacco/basic_information/health_effects/pregnancy/index.htm

http://www.cdc.gov/features/pregnantdontsmoke/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s