თამბაქო და ჯანმრთელობის ზიანი (კვლევები)

ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა (აქტიური და პასიური მწეველობა) და აღნიშნული მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის 10%-ს წარმოადგენს. პასიური მწეველობა წელიწადში 400,000-ზე მეტი ზრდასრული ადამიანის სიკვდილს იწვევს, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 87%-ია.

თამბაქო, კონტროლი, თამბაქოს კონტროლი, თამბაქოს მოხმარება, განათლება, ინფორმირებულობა, ინფორმირებულობის დონის გაზრდა, თავის დანებება, ჯანმრთელობა, მავნე  ზემოქმედება,  თერაპია, ნიკოტინჩანაცვლებითი თერაპია, ჩარჩო-კონვენცია, ფიზიკური დამოკიდებულება, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, სოციალური დამოკიდებულება, ნიკოტინი, დამოკიდებულება, ჩიბუხი, სიგარა, სიგარელა, ელექტრო სიგარეტი, ჩილიმი, დაავადებათა კონტროლი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა  tambaqo, kontroli, tambaqos kontroli, tambaqos moxmareba, ganatleba, informirebuloba, informirebulobis donis gazrda, tavis danebeba, janmrteloba, mavne zemoqmedeba, terapia, nikotinchanacvlebiti terapia, charcho-konvencia, fizikuri damokidebuleba, fsiqologiuri damokidebuleba, socialuri damokidebuleba, nikotini, damokidebuleba, chibuxi, sigara, eleqtro sigareti, sigareti, sigarela, chilimi, NCDC, www.ncdc.ge

მთელ მსოფლიოში, სიკვდილის ძირითად მიზეზს  გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს. აღნიშნული მიზეზით წელიწადში 17 მილიონი ადამიანი იღუპება. სიკვდილის 80%  საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებზე მოდის. გულ-სისხლძარღთა დაავადებების ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობაა. თამბაქოს მოხმარებით წელიწადში 5.1 მილიონი, ხოლო პასიური მწეველობით 600,000 არამწეველი ადამიანი იღუპება. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის ხვედრითი წილი გულ-სისხლძრღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის 10%-ია.

2004 წელს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზს ევროპის რეგიონში-15 %, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში- 95%,  ხოლო წყნარი ოკეანის დასავლეთ  სანაპიროზე 6% შემთხვევაში,  თამბაქოს მოხმარება წარმოადგენდა. პასიური მწეველობით გამოწვეული სიკვდლიის ძირითადი მიზეზების 87%-ზე მეტს გულის იშემიური დაავადება წარმოადგენდა.

მოზრდილებში, მეორადი კვამლის ექსპოზიცია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს დაახლოებით 25-30%-ით ზრდის.

თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს შექმნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სამსახურებში, კორონარული დაავადებების მწვავე შემთხვევების რაოდენობას 15%-ით ამცირებს.

თამბაქოს მოწევის შეწყვეტა მწეველი პაციენტების (გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე) სიკვდილობის რისკს დაახლოებით 36%-ით ამცირებს, მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს კი (არაფატალური გამოსავალით) 32%-ით.  ინსულტის რისკი მწეველებში, დაახლოებით 1.5-ჯერ მაღალია არამწეველებთან შედარებით.

თამბაქოს მოხმარების ეფექტური კონტროლი

თამბაქოს მოხმარების კონტროლი ეფექტური საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისათვის. არსებობს  პრობლემის მართვის სხვადასხვა საშუალებები:

  • გადასახადის გაზრდა თამბაქოს წარმოებასა და რეალიზაციაში
  • მოწევის აკრძალვა სამუშაოსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
  • ინფორმირება თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
  • თამბაქოს რეკლამირების პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა.

მიუხედავად ჩამოთვლილი ღონისძიებების ეფექტურობისა, თამბაქოს პროდუქციის წარმოება იზრდება. თანმიმდევრულად გატარებული თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა შეამცირებს მის მოხმარებას, შესაძლებელს გახდის დაავადებების შემცირებას, შემოსავლის გაზრდას და ხარჯების ეფექტური მართვას.

რა არის GATS?

GATS-(The General Agreement on Trade in Services)-ზოგადი შეთანხმება ვაჭრობაზე მომსახურებაში: მრავალმხრივი წესები, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობის მომსახურებას. იგი შევიდა ძალაში 1995 წელს და მოლაპარაკება მიმდინარეობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ეგიდით.

რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლება ხელს უწყობს მოსახლეობაში, ქცევის შეცვლას.

ცნობიერების დონის შესაფასებლად ჩატარდა ITC-ისა და GATS-ის კვლევები.

ITC-ის (International Tobaco Control-თამბაქოს საერთაშორისო კონტროლი)კვლევის მონაცემების მიხედვით, მწეველთა დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევია. იმ მწეველთა პროცენტული მაჩვენებელები, რომელთაც არ იციან, ან არ სჯერათ, რომ თამბაქოს მოხმარება იწვევს გულის დაავადებებს, მერყეობს 46%-დან (ჩინეთი)  3%-მდე (საფრანგეთი). მაღალი მაჩვენებელია ასევე ტაილანდში,  (26%)

მწეველთა პროცენტული მაჩვენებლები, რომელთაც არ იციან, ან არ სჯერათ, რომ თამბაქოს მოხმარება ინსულტის გამომწვევია, მერყეობს 70%-დან (ჩინეთი) 8 %-მდე (გერმანია). მაღალი მაჩვენებელია ასევე ურუგვაისა (46%) და მექსიკაში (34%).

მწეველთა გაცილებით დიდი ნაწილი აცნობიერებს თამბაქოს მოხმარების კავშირს ფილტვის კიბოს განვითარებასთან.

ITC-ის მონაცემები: მოზრდილი მწეველები (%), რომელთაც არ სჯერათ, ან არ იციან, რომ მწეველობა გარკვეული დაავადებების გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს (ქვეყნების მიხედვით).

  • ჩინეთი (2009-10 წ): ინსულტი-70,1%, გულის დაავადებები-45,8%, ფილტვის კიბო-19,8%
  • ურუგვაი-(2010-11წ): ინსულტი-45,8%, გულის დაავადებები-13,2%,ფილტვის კიბო-4,0%
  • სამხრეთ კორეა-(2010 წ): ინსულტი-45,7%
  • ნიდერლანდები-(2010 წ): ინსულტი-32,8%, გულის დაავადებები-26,5%, ფილტვის კიბო-14,5%
  • მექსიკა-(2011 წ):  ინსულტი-34,2%, გულის დაავადებები-15,5%, ფილტვის კიბო-3,9%
  • ბანგლადეში-(2010 წ): ინსულტი-27,1%, გულის დაავადებები-29,9%, ფილტვის კიბო-24,7%
  • აშშ: ინსულტი-24,0%, გულის დაავადებები-12,8%, ფილტვის კიბო-6,8%
  • დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდია: ინსულტი-17,8%, გულის დაავადებები-8,88%, ფილტვის კიბო-8,0%
  • მალაიზია (2009 წ): ინსულტი-17,4%,  გულის დაავადებები-8,5%, ფილტვის კიბო-8,8%
  • ბრაზილია-(2009 წ): ინსულტი-17,3%, გულის დაავადებები-4,8%, ფილტვის კიბო-3,5%
  • ახალი ზელანდია-(2008 წ): ინსულტი-17,1%
  • ტაილანდი-(2009 წ): ინსულტი-17,1%,  გულის დაავადებები-25,6%,   ფილტვის კიბო-4,9%
  • მავრიტანია-(2010 წ):  ინსულტი-16,13%, გულის დაავადებები-8,4%, ფილტვის კიბო-6,8%
  • ბანგლადეში-(2010 წ): ინსულტი-14,8%, გულის დაავადებები-18,2%%, ფილტვის კიბო-12,7%
  • საფრანგეთი-(2008 წ): ინსულტი-13,7%, გულის დაავადებები-2,7%, ფილტვის კიბო-0,7%
  • კანადა: ინსულტი-12,5%, გულის დაავადებები-6,8%, ფილტვის კიბო-5,8%
  • ავსტრალია: ინსულტი-10,2%, გულის დაავადებები-7,5%, ფილტვის კიბო-5,8%
  • გერმანია-(2009 წ): ინსულტი-8,3%, გულის დაავადებები -5,0%, ფილტვის კიბო-2,1%

GATS-ის კვლევა ადასტურებს, რომ მწეველთა დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს თამბაქოს მოხმარების კავშირს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან. იმ მწეველთა პროცენტული მაჩვენებელები, რომელთაც არ იციან, ან არ სჯერათ, რომ თამბაქოს მოხმარება იწვევს გულის დაავადებებს, მერყეობს 62%-დან (ჩინეთი)  3 %-მდე (ეგვიპტე). მაღალი მაჩვენებლებია ასევე ვიეტნამში- 42%, ინდოეთში- 38%, რუსეთის ფედერაციაში- 32%.

მწეველთა პროცენტული მაჩვენებლები, რომელთაც არ იციან, ან არ სჯერათ, რომ თამბაქოს მოხმარება ინსულტის გამომწვევია, მერყეობს 74%-დან (ჩინეთი) 11%-მდე (ეგვიპტე). მაღალი მაჩვენებლებია ინდოეთში-53%, პოლონეთში- 43% და მექსიკაში 41%.

მწეველთა დიდი ნაწილი აცნობიერებს თამბაქოს მოხმარების კავშირს ფილტვის კიბოს განვითარებასთან.

GATS-ის მონაცემები: მოზრდილი მწეველები (%), რომელთაც არ სჯერათ, ან არ იციან, რომ მწეველობა გარკვეული დაავადებების გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს (ქვეყნების მიხედვით).

  • ჩინეთი (2010 წ): ინსულტი-73,5%, გულის დაავადებები-62,4%, ფილტვის კიბო-19,7%
  • ინდოეთი (2009-10წ): ინსულტი-52,8%, გულის დაავადებები-38,1%,ფილტვის კიბო-13,4%
  • პოლონეთი (2009-10 წ): ინსულტი-42,6%, გულის დაავადებები-21,5%,ფილტვის კიბო-5,5%
  • მექსიკა (2009 წ): ინსულტი-40,8%, გულის დაავადებები-16,2%, ფილტვის კიბო-2,2%
  • რუსეთის ფედერაცია (2009 წ):  ინსულტი-38,2%, გულის დაავადებები-32,4%, ფილტვის კიბო-4,0%
  • ვიეტნამი (2010 წ): ინსულტი-34,3%, გულის დაავადებები-42,3%, ფილტვის კიბო-4,0%
  • ფილიპინები (2009): ინსულტი-30,9%, გულის დაავადებები-24,4%, ფილტვის კიბო-7,4%
  • უკრაინა (2009-10წ): ინსულტი-26,3%, გულის დაავადებები-24,1%, ფილტვის კიბო-7,1%
  • ბრაზილია (2008 წ): ინსულტი-24,6%,  გულის დაავადებები-12,48%, ფილტვის კიბო-2,6%
  • ურუგვაი (2009 წ): ინსულტი-22,38%, გულის დაავადებები-7,1%, ფილტვის კიბო-2,7%
  • ტაილანდი (2009 წ): ინსულტი-21,0%,  გულის დაავადებები-26,4%,   ფილტვის კიბო-2,7%
  • თურქეთი (2008წ): ინსულტი-15,8%, გულის დაავადებები-4,0%, ფილტვის კიბო-1,2%
  • ბანგლადეში (2009 წ): ინსულტი-14,4%, გულის დაავადებები-11,5%, ფილტვის კიბო-6,5%
  • ეგვიპტე (2009 წ): ინსულტი-10,7%, გულის დაავადებები-3,3%, ფილტვის კიბო-2,3%

ITC-ის მონაცემების მიხედვით, მწეველთა პროცენტული მაჩვენებლები, რომლებმაც არ აციან ან არ სჯერათ, რომ თამბაქოს მოხმარება კავშირშია პერიფერიულ სისხლძარღვოვან დაავადებებთან, ქვეყნების მიხედვით საკმაოდ მერყეობს.

  • ურუგვაი (2010-11 წ):  58,9%
  • მალაიზია (2009 წ):     28,0%
  • მექსიკა    (2011 წ):     51,1%
  • სამხრეთ კორეა (2010 წ):   27.0%
  • აშშ      (2008-09 წ):     44,3%
  • ავსტრალია (2008-09 წ):     24,4%
  • კანადა (2008-09 წ):     40,6%
  • ახალი ზელანდია (2008-2009) წ:   21.3%
  • ტაილანდი (2009 წ):   36,2%
  • დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდია 2008-09 წ:   34,7%

ITC-ის მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ მწეველთა დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებას პასიურ მწეველებზე. მათი ცოდნის დონე მეორადი კვამლის  ექსპოზიციასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებებს შორის  არსებულ კავშირზე, საკმაოდ დაბალია.  პროცენტული მაჩვენებლები მერყეობს 55%-დან (ჩინეთი) 24%-მდე (მექსიკა).

ისეთი მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, როგორიც არის კანადა, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, აშშ და ავსტრალია, მწეველთა დაახლოებით ნახევარი არ ფლობს ინფორმაციას მეორადი კვამლის მავნებლობაზე.

ITC-ის მონაცემები: მოზრდილი მწეველები (%), რომელთაც არ იციან, ან არ სჯერათ, რომ მეორადი კვამლი გარკვეულ დაავადებებს იწვევეს.

  • ჩინეთი (2009-10 წ): გულის კუნთის ინფარქტი-54,7%, ფილტვის კიბო-30,8%
  • ავსტრალია (2008-09): გულის კუნთის ინფარქტი-48,6%, ფილტვის კიბო-23,3%
  • ბანგლადეში  (2010 წ): გულის კუნთის ინფარქტი-47,0%, ფილტვის კიბო-42,2%
  • აშშ (2008-09): გულის კუნთის ინფარქტი-45,6%, ფილტვის კიბო-25,6,%
  • დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდია (2008-09): გულის კუნთის ინფარქტი-43,5%, ფილტვის კიბო-21,0,%
  • სამხრეთ კორეა (2008 წ): გულის კუნთის ინფარქტი-43,4%, ფილტვის კიბო-18,4%
  • კანადა: გულის კუნთის ინფარქტი-36,3%, ფილტვის კიბო-16,5%
  • ბანგლადეში (2010 წ): გულის კუნთის ინფარქტი-35,6%, ფილტვის კიბო-29,6%
  • მექსიკა (2011 წ):  გულის კუნთის ინფარქტი-24,3%, ფილტვის კიბო-13,6%
  • ნიდერლანდები (2011წ): ფილტვის კიბო-42,3%
  • გერმანია (2009 წ): ფილტვის კიბო-22,8%
  • ბრაზილია (2009 წ): ფილტვის კიბო-21,6%
  • მალაიზია (2009 წ): ფილტვის კიბო-15,2%
  • მავრიტანია (2010 წ): ფილტვის კიბო-13,3%
  • ურუგვაი (2010-11წ): ფილტვის კიბო-11,9%
  • ტაილანდი (2008 წ): ფილტვის კიბო-7,6%
  • საფრანგეთი (2008 წ): ფილტვის კიბო-6,4%

GATS-ის მიერ მოწოდებული პროცენტული მაჩვენებლები მწეველებისა, რომელთაც არ სჯერათ, ან არ იციან თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედების შესახებ, მერყეობს 86%-დან (ვიეტნამი) 9%-მდე (ეგვიპტე).

GATS-ის მონაცემები: მოზრდილი მწეველები (%), რომელთაც არ სჯერათ, ან არ იციან, რომ მეორადი კვამლი გარკვეულ დაავადებებს იწვევს.

  • ვიეტნამი (2010 წ): გულის დაავადებები- 85,9%, ფილტვის კიბო-44,5%
  • ჩინეთი (2010 წ): გულის დაავადებები – 57,5%, ფილტვის კიბო-19,1%
  • ტაილანდი (2009 წ): გულის დაავადებები- 30,9%, ფილტვის კიბო-4,7%
  • უკრაინა (2009-10 წ): გულის დაავადებები- 22,1%, ფილტვის კიბო-25,0%
  • პოლონეთი (2009-10წ): გულის დაავადებები- 17,2%, ფილტვის კიბო-9,2%
  • ბანგლადეში (2009 წ): გულის დაავადებები- 9,8%, ფილტვის კიბო-6,8%
  • ეგვიპტე (2009 წ): გულის დაავადებები- 8,9%, ფილტვის კიბო-6,2%

როგორც ვხედავთ, მოსახლეობის ცოდნის დონე მეორადი კვამლისა და   ფილტვის კიბოს კავშირზე, გაცილებით მაღალია გულ-სისხლძრღვთა დაავადებებთან შედარებით.

GATS -ის მიერ მოწოდებული პროცენტული მაჩვენებლები არამწეველებისა, რომელთაც არ სჯერათ, ან არ იციან თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედების შესახებ, მერყეობს 88%-დან (ვიეტნამი) 5%-მდე (ტაილანდი).

GATS-ის მონაცემები: მოზრდილი არამწეველები (%), რომელთაც არ სჯერათ, ან არ იციან, რომ მეორადი კვამლი გარკვეულ დაავადებებს იწვევს.

  • ვიეტნამი (2010 წ): გულის დაავადებები- 88,2%, ფილტვის კიბო-42,1%
  • ჩინეთი (2010 წ): გულის დაავადებები- 57,2%, ფილტვის კიბო-17,9%
  • პოლონეთი (2009-10წ): გულის დაავადებები- 14,6%, ფილტვის კიბო-5,2%
  • ბანგლადეში (2009 წ): გულის დაავადებები- 14,1%, ფილტვის კიბო-10,9%
  • უკრაინა (2009-10 წ): გულის დაავადებები- 14,1%, ფილტვის კიბო-17,7%
  • ეგვიპტე (2009 წ): გულის დაავადებები- 6,2%, ფილტვის კიბო-4,2%
  • ტაილანდი (2009 წ): გულის დაავადებები- 4,5%, ფილტვის კიბო-4,3%

ყველა ქვეყნის კვლევებში (გარდა უკრაინისა), მწეველი და არამწეველი მოსახლეობა მეორადი კვამლის რისკს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან შედარებით, ფილტვის კიბოს შემთხვევაში უფრო აცნობიერებს.

GHPSS (Global Health Professions Student Survey) სამედიცინოს სტუდენტების გლობალური კვლევა.

სამედიცინო სტუდენტების ქცევა მოწევაზე, შეხედულებები მის შეწყვეტასა და სწავლებაზე  (ტრენინგებზე) რეგიონების მიხედვით:

  • კენია (2008 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-4,4%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-74,0%; ამჟამად ეწევიან-9,85%
  • ურუგვაი (2008 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-4,4%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-89,1%; ამჟამად ეწევიან-32,2%
  • მექსიკა-(2006 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-5,0%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-76,6%; ამჟამად ეწევიან-35,3%
  • იამაიკა-(2008 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-4,7%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-81,5%; ამჟამად ეწევიან-6,7%
  • ბრაზილია (რიო დე ჟანეირო)-(2006 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-1,7%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-78,8%; ამჟამად ეწევიან-16,9%
  • ლიბანი-(2006 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-5,0%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-70,3%; ამჟამად ეწევიან-28,2%
  • საუდის არაბეთი-(2006 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-1,6%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-93,6%; ამჟამად ეწევიან-11,6%
  • ირანი-(2007 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-6,9%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-90,0%; ამჟამად ეწევიან-5,6%
  • ეგვიპტე-(2005 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-15,1%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-79,1%; ამჟამად ეწევიან-7,9%
  • რუსეთის ფედერაცია-(2006 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-9,8%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-79,4%; ამჟამად ეწევიან-38,8%
  • ტაილანდი-(2006 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-7,3%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-76%; ამჟამად ეწევიან-2,1%
  • შრი-ლანკა-(2006 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-7,4%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-83,8%; ამჟამად ეწევიან-4,1%
  • ინდონეზია-(2006 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-7,6%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-77,8%; ამჟამად ეწევიან-8,6%
  • ინდოეთი-(2005 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-8,4%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-77,7%; ამჟამად ეწევიან-11,6%
  • ბანგლადეში-(2006 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-10,2%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-75,3%; ამჟამად ეწევიან-27,2%
  • სამხრეთ კორეა-(2006 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-10,2%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-74,1%; ამჟამად ეწევიან-18,2%
  • ვიეტნამი-(2007 წ): არ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ მწეველ სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა-4,8%; არ მიუღიათ ფორმალური განათლება თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე-72,8%; ამჟამად ეწევიან-11,2%

ექიმთა მწეველობის სტატუსი დიდ გავლენას ახდენს პაციენტების მკურნალობის ეფექტურობაზე. მწეველი ექიმები ნაკლებად ამოწმებენ პაციენტების მწეველობის სტატუსს ვიზიტის დროს, არ უწევენ სისტემატურ კონსულტაციებს და არ ეხმარებიან მათ თამბაქოზე თავის დანებების საკითხში.

ექიმთა საერთაშოროსო კვლევამ, რომელიც 16 ქვეყანაში ჩატარდა გამოავლინა, რომ მწეველი ექიმები  ვიზიტის დროს პაციენტებს ნაკლებად უწევენ კონსულტირებას  თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის თაობაზე.

სამწუხაროდ, GHPSS-ის მონაცემები ცხადყოფს, რომ  სამედიცინოს სტუდენტებს შორის მწეველთა პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

ექიმის რჩევა ზრდის მწეველთა შანსს, შეწყვიტონ თამბაქოს მოხმარება.

ITC-ის მიერ 15 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის პროცენტული მაჩვენებლები იმ მწეველებისა, რომლებიც იყვნენ ვიზიტზე ექიმებთან ბოლო ექვსი თვის მანძილზე და მიიღეს რჩევები თამბაქოზე თავის დანებების თაობაზე, ან იყვნენ ვიზიტზე, მაგრამ რჩევა არ მიუღიათ ან ვიზიტზე საერთოდ არ ყოფილან მერყეობს 52%-დან (აშშ) 10%-მდე (ნიდერლანდები).

მწველთა ექიმებთან ვიზიტი და რჩევები თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაზე (ქვეყნების მიხედვით):

  • აშშ-(2007-2008 წ): ვიზიტზე იყვნენ და მიიღეს რჩევები-51,7%; ვიზიტზე იყვნენ, მაგრამ რჩევები არ მიიღეს-19,5%; ვიზიტზე არ ყოფილან- 28,8%
  • კანადა (2007-08 წ): ვიზიტზე იყვნენ და მიიღეს რჩევები-40,6%; ვიზიტზე იყვნენ, მაგრამ რჩევები არ მიიღეს-30,4%; ვიზიტზე არ ყოფილან- 29,0%
  • ავსრალია (2007-08 წ): ვიზიტზე იყვნენ და მიიღეს რჩევები-37,1%; ვიზიტზე იყვნენ, მაგრამ რჩევები არ მიიღეს-35,8%; ვიზიტზე არ ყოფილან- 27,1%
  • ტაილანდი: ვიზიტზე იყვნენ და მიიღეს რჩევები-28,3%; ვიზიტზე იყვნენ, მაგრამ რჩევები არ მიიღეს-7,4%; ვიზიტზე არ ყოფილან- 64,3%
  • დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდია (2007-08 წ): ვიზიტზე იყვნენ და მიიღეს რჩევები-27,7%; ვიზიტზე იყვნენ, მაგრამ რჩევები არ მიიღეს-25,7%; ვიზიტზე არ ყოფილან- 46,6% 
  • ახალი ზელანდია (2007-08 წ): ვიზიტზე იყვნენ და მიიღეს რჩევები-27,3%; ვიზიტზე იყვნენ, მაგრამ რჩევები არ მიიღეს-34,2%; ვიზიტზე არ ყოფილან- 38,5%
  • სამხრეთ კორეა (2008 წ): ვიზიტზე იყვნენ და მიიღეს რჩევები-25,9%; ვიზიტზე იყვნენ, მაგრამ რჩევები არ მიიღეს-24,8%; ვიზიტზე არ ყოფილან- 49,3%
  • გერმანია (2009 წ): ვიზიტზე იყვნენ და მიიღეს რჩევები-25,8%; ვიზიტზე იყვნენ, მაგრამ რჩევები არ მიიღეს-47,4%; ვიზიტზე არ ყოფილან- 26,8%
  • ირლანდია (2006 წ): ვიზიტზე იყვნენ და მიიღეს რჩევები-20,5%; ვიზიტზე იყვნენ, მაგრამ რჩევები არ მიიღეს-30,6%; ვიზიტზე არ ყოფილან- 48,9%
  • ჩინეთი (2007-08 წ): ვიზიტზე იყვნენ და მიიღეს რჩევები-17,6%; ვიზიტზე იყვნენ, მაგრამ რჩევები არ მიიღეს-16,4%; ვიზიტზე არ ყოფილან- 66,0%
  • საფრანგეთი (2008 წ): ვიზიტზე იყვნენ და მიიღეს რჩევები-16,0%; ვიზიტზე იყვნენ, მაგრამ რჩევები არ მიიღეს-42,3%; ვიზიტზე არ ყოფილან- 41,7%
  • ურუგვაი (2006 წ): ვიზიტზე იყვნენ და მიიღეს რჩევები-15,2%; ვიზიტზე იყვნენ, მაგრამ რჩევები არ მიიღეს-22,1%; ვიზიტზე არ ყოფილან- 62,7%
  • მექსიკა (2007 წ): ვიზიტზე იყვნენ და მიიღეს რჩევები-10,9%; ვიზიტზე იყვნენ, მაგრამ რჩევები არ მიიღეს-13,8%; ვიზიტზე არ ყოფილან- 75,3%
  • მალაიზია (2006-06 წ): ვიზიტზე იყვნენ და მიიღეს რჩევები-10,9%; ვიზიტზე იყვნენ, მაგრამ რჩევები არ მიიღეს-4,9%; ვიზიტზე არ ყოფილან- 84,2%

ნიდერლანდები (2009 წ): ვიზიტზე იყვნენ და მიიღეს რჩევები-7,4%; ვიზიტზე იყვნენ, მაგრამ რჩევები არ მიიღეს-39,2%; ვიზიტზე არ ყოფილან- 53,4%

     საქართველოს მაგალითი STEPS-ის კვლევიდან:

     საქართველო (2010წ): 

  • თამბაქოს რომელიმე პროდუქტს (მოსაწევს და უკვამლოს) მოიხმარს რესპოდენტთა 30,3%   (ასაკობრივი ჯგუფი-18-64 წელი); აქედან მამაკაცები-55,5%, ქალები-4,8%. მოწევა ყველაზე მეტად 25-44 წლის ასაკშია გავრცელებული (36,1%), ყველაზე დაბალია 55-64 წლის პირებს შორის. დამაფიქრებელია ის, რომ 18-24 წლის მამაკაცების 45,2% მწეველია, ხოლო ქალებში 5%.
  • თამბაქოს მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი მოიხმარს მოსაწევ თამბაქოს. თამბაქოს უკვამლო პროდუქტებს (საყნოსი თამბაქო, საღეჭი თამბაქო და სხვა) მოიხმარს რესპოდენტთა მხოლოდ 0,6% (კაცების 1 % და ქალების 0,2%).
  • გამოკითხულთა ძალზე მცირე ნაწილს შეადგენს ყოფილი მწეველები-12%, ხოლო დიდი ჯგუფია არასოდეს მწეველები (57,7%).
  • რესპოდენტების 27,7% ამჟამად ყოველდღე მწეველია, რაც ამჟამად მწეველთა 91,2%-ს შეადგენს. ამჟამად ხანგამოშვებითო ეწევა 2,7%, ამჟამად არ ეწევა 69,7%. მამაკაცებში ამჟამად ყოველდღე მწეველობის პროცენტული მაჩვენებელი (51,1%) ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში (4,0%), თუმცა ასაკობრივი ჯგუფის მატებასთან ერთად მამაკაცებში ამ მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა.
  • მამაკაცებში ამჟამად ხანგამოშვებით მწეველობის მაჩვენებელი მაღალია (4,5%), ვიდრე ქალებში (0,8%). ეს მაჩვენებელი ყველა ასაკობრივ ჯგუფში დაბალი მონაცემებით ხასიათდება.
  • რეგიონების მიხედვით ამჟამად თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია (36,5%), ხოლო ყველაზე დაბალი შიდა ქართლში (18,8%). არსებული მონაცემების მიხედვით უნდა ვივარაუდოთ, რომ ურბანიზაცია წარმოადგენს მოწევის გავრცელების ერთერთ რისკ-ფაქტორს.
  • თამბაქო არასოდეს მოუხმარიათ შიდა ქართლის მოსახლეობის 72,1%-ს, ამ მხრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თბილისშია-50%.
  • ყოფილი მომხმარებლების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისსა და იმერეთშია (13.5%), მას მოსდევს კახეთი (12,9%).  ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვხვდება შიდა ქართლში.
  • ყოველდღიურ მწეველებში მოწევის დაწყების საშუალო ასაკი 18,6 წელია. გამოვლინდა, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლებში მოწევის დაწყება ხდება უფრო ადრეულ ასაკში (საშუალოდ 18,3 წ.), ვიდრე ქალებში (საშუალოდ 23,2 წ.)
  • ყოველდღიურ მწეველთა 98,8% იყენებს სამრეწველო წარმოების სიგარეტს. დღიურად მოხმარებული სიგარეტის საშუალო რაოდენობა ორივე სქესში საშუალოდ 19,5 ღერია. კაცები ყველა ასაკობრივ ჯგუფში მოიხმარენ უფრო მეტ სიგარეტს დღის განმავლობაში (20 ღერი), ვიდრე ქალები (14 ღერი).
  • ყოფილი მწეველები მოსახლეობის 12%-ს შეადგენენ, მათი დიდი უმრავლესობა ყოფილი ყოველდღე მწეველია-9,6%. კაცების 17,4% და ქალების 1,8% წარსულში ყოველდღე ეწეოდა სიგარეტს.
  • ყოფილი მწეველების მხოლოდ 20.4%-მა გამოიყენა მოწევაზე თავის დანებებისათვის დახმარების სულ მცირე 1 საშუალება (ქალების-26,3% და მამაკაცების 19,4%).
  • მოწევაზე თავის დანებებისთვის დახმარების სულ მცირე 1 საშუალება გამოიყენა ამჟამად მწეველების მხოლოდ 16,8%-მა;  (ქალები-14,2%, მამაკაცები-16,4%).
  • უკანასკნელი 12 თვის მანძილზე მოწევაზე თავის დანებება წარუმატებლად სცადა ამჟამად მწეველების 39,1%-მა (მამაკაცები-40,3% და ქალები-25,8%).
  • მოწევაზე თავის დანებებისთვის დახმარების გამოყენების მხრივ ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 18-24 წ. ასაკობრივ ჯგუფში (მამაკაცები-23,8%, ქალები 24,9%).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s