მსოფლიო თამბაქოს გარეშე – 31 მაისი, 2013 წელი

თამბაქო, კონტროლი, თამბაქოს კონტროლი, თამბაქოს მოხმარება, განათლება, ინფორმირებულობა, ინფორმირებულობის დონის გაზრდა, თავის დანებება, ჯანმრთელობა, მავნე  ზემოქმედება,  თერაპია, ნიკოტინჩანაცვლებითი თერაპია, ჩარჩო-კონვენცია, ფიზიკური დამოკიდებულება, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, სოციალური დამოკიდებულება, ნიკოტინი, დამოკიდებულება, ჩიბუხი, სიგარა, სიგარელა, ელექტრო სიგარეტი, ჩილიმი, დაავადებათა კონტროლი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა tambaqo, kontroli, tambaqos kontroli, tambaqos moxmareba, ganatleba, informirebuloba, informirebulobis donis gazrda, tavis danebeba, janmrteloba, mavne zemoqmedeba, terapia, nikotinchanacvlebiti terapia, charcho-konvencia, fizikuri damokidebuleba, fsiqologiuri damokidebuleba, socialuri damokidebuleba, nikotini, damokidebuleba, chibuxi, sigara, eleqtro sigareti, sigareti, sigarela, chilimi, NCDC, www.ncdc.ge

ყოველი წლის 31 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორი ორგანიზაციები აღნიშნავენ თამბაქოს საწინააღმდეგო მსოფლიო დღეს.   განიხილება მწეველობასთან  დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკებისა   და  თამბაქოს მოხმარების შემცირების ეფექტური პოლიტიკის ადვოკატირება.

თამბაქოს მოხმარება  10-დან ერთი მოზრდილი ადამიანის სიკვდილს განაპირობებს.

2013  წლის  დღის  მთავარი თემა (სლოგანი)  -„აიკრძალოს თამბაქოს რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა“

ეფექტურია საყოველთაოდ  აიკრძალოს თამბაქოს რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის მონაწილე ქვეყნებში, რეკლამის საყოველთაო აკრძალვის შედეგად საგრძნობლად მცირდება თამბაქოს დამწყებ მწეველთა და მომხმარებელთა რიცხვი. ეს არის ერთერთი ეფექტური გზა თამბაქოზე მოთხოვნის შესამცირებლად, რომელიც გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების დეზინფორმაციულ მარკეტინგსა და ახალგაზრდებს  შორის თამბაქოს პოპულარიზაციით რეალიზაციის გაზრდაზე.

არაეფექტურია ნაწილობრივი აკრძალვა, ვინაიდან მას კარგად არეგულირებს თამბაქოს მწარმოებელთა თვითმმართველობა.

გაიზარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალისხმევა  თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვის კუთხით.  თამბაქოს ინდუსტრია ხდება სულ უფრო აგრესიული. აკრძალვის შემდეგ, თამბაქოს ინდუსტრიის მესვეურებმა შეიტანეს სარჩელი ეროვნულ სასამართლოებში და აამოქმედეს საერთაშორისო სავაჭრო მექანიზმები. ისინი იყენებენ სპონსორობას, მანევრირებენ საზოგადოებრივი აზრზე მათთვის სასურველი პოლიტიკური და საკანონმდებლო მიზნის მისაღწევად.

თამბაქოს მსოფლიო დღის საბოლოო მიზანია თანამედროვე და მომავალი თაობების დაცვა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან.

2013 წლის კამპანიის კონკრეტული ამოცანებია:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული ჩარჩო კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით სრულად აიკრძალოს თამბაქოს რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა. რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა დაიწყოს და გააგრძელოს მოწევა. საჭიროა ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო  ძალისხმევა დაუპირისპირდეს თამბაქოს ინდუსტრიას რათა შეაფერხოს და შეწყვიტოს თამბაქოს ინდუსტრიის მიერ წარმოებული პროდუქციის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს ინდუსტრიის კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციის მხარდაჭერა სხვადასხვა ქვეყნების მიერ? როგორ შეიძლება თამბაქოსაგან მსოფლიოს გათავისუფლება?

თამბაქო, კონტროლი, თამბაქოს კონტროლი, თამბაქოს მოხმარება, განათლება, ინფორმირებულობა, ინფორმირებულობის დონის გაზრდა, თავის დანებება, ჯანმრთელობა, მავნე  ზემოქმედება,  თერაპია, ნიკოტინჩანაცვლებითი თერაპია, ჩარჩო-კონვენცია, ფიზიკური დამოკიდებულება, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, სოციალური დამოკიდებულება, ნიკოტინი, დამოკიდებულება, ჩიბუხი, სიგარა, სიგარელა, ელექტრო სიგარეტი, ჩილიმი, დაავადებათა კონტროლი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა tambaqo, kontroli, tambaqos kontroli, tambaqos moxmareba, ganatleba, informirebuloba, informirebulobis donis gazrda, tavis danebeba, janmrteloba, mavne zemoqmedeba, terapia, nikotinchanacvlebiti terapia, charcho-konvencia, fizikuri damokidebuleba, fsiqologiuri damokidebuleba, socialuri damokidebuleba, nikotini, damokidebuleba, chibuxi, sigara, eleqtro sigareti, sigareti, sigarela, chilimi, NCDC, www.ncdc.ge

მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი თამბაქოს ეპიდემიაა. ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანი იღუპება, მათგან 5 მილიონზე მეტი მწეველი, ან ყოფილი მწეველია, 600 000-ზე მეტი კი განიცდის მეორადი კვამლის ზემოქმედებას. ასეთი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში 2030 წლისთვის თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს. შემთხვევების 80%-ზე მეტი  დაბალი და საშუალო განვითარების მქონე ქვეყნების მოსახლეობაზე  მოდის. გარდაცვლილთა უმეტესობა სრულიად ახალგაზრდა ასაკის პირები არიან.

თამბაქოს გაზრდილი რეალიზაცია, ინვესტიციები, გლობალური მარკეტინგი და რთული საერთაშორისო პროცესები ხელს უწყობს  თამბაქოს გლობალურ ეპიდემიას. მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა და  ახალი  რეგულაციები თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2003 წლის  მაისში 56-ე სესიაზე მიიღეს დადგენილება თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩო კონვენციის შესახებ. ეს არის პირველი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც მიმართულია  თამბაქოს მოქმედებით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირებისაკენ მსოფლიოში.   დადგინდა საერთაშორისო სტანდარტები და თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში ხელმძღვანელობენ შემდეგი მიმართულებებით: ფასი, გადასახადების გაზრდა, არასრულწლოვანებისათვის თამბაქოს მიყიდვის აკრძალვა. სპონსორობის, რეკლამირების, პოპულარიზაციის, მარკირებასა და უკანონო ვაჭრობაზე კონტროლის გამკაცრება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული ჩარჩო კონვენცია ძალაში შევიდა 2005 წლის 27 თებერვალს და ის ავალდებულებს მასში მონაწილე 170-მდე მხარეს შეასრულოს თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული დებულებები.

ჩარჩო კონვენციის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თამბაქოს მოხმარების 50%-ით შემცირება  2050 წლისთვის 200 მილიონ სიცოცხლეს გადაარჩენს.

თამბაქო, კონტროლი, თამბაქოს კონტროლი, თამბაქოს მოხმარება, განათლება, ინფორმირებულობა, ინფორმირებულობის დონის გაზრდა, თავის დანებება, ჯანმრთელობა, მავნე  ზემოქმედება,  თერაპია, ნიკოტინჩანაცვლებითი თერაპია, ჩარჩო-კონვენცია, ფიზიკური დამოკიდებულება, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, სოციალური დამოკიდებულება, ნიკოტინი, დამოკიდებულება, ჩიბუხი, სიგარა, სიგარელა, ელექტრო სიგარეტი, ჩილიმი, დაავადებათა კონტროლი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა tambaqo, kontroli, tambaqos kontroli, tambaqos moxmareba, ganatleba, informirebuloba, informirebulobis donis gazrda, tavis danebeba, janmrteloba, mavne zemoqmedeba, terapia, nikotinchanacvlebiti terapia, charcho-konvencia, fizikuri damokidebuleba, fsiqologiuri damokidebuleba, socialuri damokidebuleba, nikotini, damokidebuleba, chibuxi, sigara, eleqtro sigareti, sigareti, sigarela, chilimi, NCDC, www.ncdc.ge

მსოფლიოს ყველა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლები განიცდიან მეორადი კვამლის ზემოქმედებას. ეს ხდება სამსახურში, სახლში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში. მსოფლიოში ბავშვების 50%-ზე მეტი საკუთარ სახლში ხდება თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების მსხვერპლი.

2002 წლის ივნისში, კიბოს შემსწავლელი საერთაშორისო სააგენტოს პროგრამის ფარგლებში 12 ქვეყნის  29 ექსპერტისგან შექმნილი ჯგუფის მიერ  გამოქვეყნდა  მონაცემები – თამბაქოს მოხმარებასა და კიბოს დაავადებას შორის არსებულ კავშირზე (როგორც აქტიურ ისე პასიურ მწეველებში).

არსებობს მკაფიო დასკვნა მწეველების ფილტვის კიბოთი დაავადების მაღალი ალბათობისა, პასიურ მწეველთან შედარებით. რისკი მამაკაცებსა და ქალებს შორის 20-30%-ია. კალიფორნიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Cal EPA)  განცხადებით პასიური მწეველების ფილტვის კიბოთი დაავადებისა და გარდაცვალების  3 000 შემთხვევაა ყოველწლიურად.

პასიურ  მწეველებში  მეორადი კვამლის ზემოქმედების შედეგად  25-35%-ით იზრდება სისხლძარღვოვანი, რესპირატორული დაავადებების,  ასთმისა და ფილტვების ფუნქციის შესუსტების რისკი.

ბავშვები, რომელთა მშობლები ეწევიან ხშირ ავადობენ  შუა ყურისა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციითა და ანთებით. ასეთი ბავშვები ასთმის განვითარების რისკის ქვეშ არიან.

ყველა ადამიანს აქვს უფლება ისუნთქოს სუფთა ჰაერი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ სამსახურში. მწეველმა უნდა შეიგნოს, რომ თამბაქოს მოხმარებით ვნებს როგორც საკუთარ, ასევე გარშემომყოფთა ჯანმრთელობას. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც კრძალავს მოწევას სამუშაო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი მიმართულებებია:

  • ბავშვებისა და მოზარდების დაცვა თამბაქოს მოხმარების დაწყებისაგან;
  • მწეველებისთვის დახმარების გაწევა თავის დანებებაში;
  • არამწეველების დაცვა მეორადი კვამლის ზემოქმედებისგან;
  • ადამიანების ინფორმირება თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ;
  • თამბაქოს წარმოებაში რეგულაციების შემოღება.  რეკლამის, სპონსორობისა და პოპულარიზაციის აკრძალვა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s