პეტიცია: აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამა, პროპაგანდა, სპონსორობა

წინასიტყვაობა

საქართველო თამბაქოს მოხმარების კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის.

თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით, 2013 წელს საქართველოს მთავრობის #58 დადგენილებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრის მიერ შემუშავდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია, 5 წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა და სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც ემყარება შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებს: სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, პრიორიტეტად აღიაროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლის დაცვა; არამწეველობის ნორმად აღიარება და თითოეული მოქალაქის უფლების ცნობა თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ჰაერზე და თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისგან დაცულობაზე; თამბაქოს მოხმარების გავრცელების მყარი ყოველწლიური შემცირების  ხელშეწყობა საზოგადოების ყველა სექტორში.

 

პეტიცია

აღნიშნული პეტიცია შემუშავებულ იქნა, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოში თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებასა და მის აღსრულებას.

პეტიციაზე ხელის მოწერით, მე ვამტკიცებ, რომ წავიკითხე, გავიაზრე და ვეთანხმები ქვემოთ ჩამოთვლილ დებულებებს:

 

  • ჩვენ მოვითხოვთ, სრულად აიკრძალოს  თამბაქოს ნაწარმის პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამა, პროპაგანდა, სპონსორობა:
    • რადიო-ტელევიზიით, ბეჭდვითი და სხვა მედია საშუალებებით, მ.შ. ინტერნეტით.
    • ყველა სახის სახალხო ღონისძიებზე  (ფესტივალები, სპორტული შეჯიბრებები, სასკოლო ღონისძიებები, ბაზრობები, კონცერტები და ა.შ.)
    • თამბაქოს პროდუქტების ისეთი გზით პოპულარიზაცია, რომელიც არის მცდარი, შეცდომაში შემყვანი და იმის ალბათობის მტარებელი, რომ შექმნას ცრუ წარმოდგენა თამბაქოს პროდუქტების მახასიათებლების, ჯანმრთელობის რისკების, ზეგავლენის ან გამონაბოლქვის შესახებ;
    • თამბაქოს პროდუქციის შეძენის პირდაპირი წახალისებისთვის;

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

2013 წელი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s