ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული 1-7 აგვისტო (2013)

ძუძუთი კვება, ექსკლუზიური, პირველი 6 თვე, ძუძუ, რძე, დედის რძე, დედა, ჩვილი,  ბავშვი, შვილი, პედიატრი, კვირეული, მხარდაჭერა, იმუნიტეტი, იმუნური სისტემა, პრევენცია, დიარეის პრევენცია, ყურის ინფექციის პრევენცია, პნევმონა, ასთმა,  ნაადრევი რისკის შემცირება, ალერგია, ძუძუს კიბო, სიმსივნე, დაბალი რისკი,  საკვერცხეების, დიაბეტის პრევენცია, მშობიარობის შემდგომი დეპრესია, სტრესის შემცირება, დაავადებათა კონტროლი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, განათლება, ZuZuTi kveba, eqskluziuri, pirveli 6 Tve, ZuZu, rZe, dedis rZe, deda, Cvili,  bavSvi, Svili, pediatri, kvireuli, mxardaWera, imuniteti, imunuri sistema, prevencia, diareis prevencia, yuris infeqciis prevencia, pnevmona, asTma,  naadrevi riskis Semcireba, alergia, ZuZus kibo, simsivne, dabali riski,  sakvercxeebis, diabetis prevencia, mSobiarobis Semdgomi depresia, stresis Semcireba, daavadebaTa kontroli, sazogadoebrivi janmrTeloba, janmrTelobis xelSewyoba, ganaTleba, ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება ყოველი წლის 1-7 აგვისტოს. მსოფლიოს 170 -ზე მეტი ქვეყანა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 1990 წლის აგვისტოში მიღებული დეკლარაციით, მხარს უჭერს და აძლიერებს ძუძუთი კვების სტრატეგიას ბავშვთა ჯანმრთელობის ხელის შეწყობის მიზნით. ადეკვატური ძუძუთი კვება  ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის უნიკალური საშუალებაა.

ძუძუთი კვების ნაკლებობა, განსაკუთრებით პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ყოველწლიურად მილიონზე მეტი ბავშვის სიკვდილს იწვევს. გლობალურად ექვსი თვის ასაკამდე ახალშობილთა მხოლოდ 40%-ზე ნაკლები არის ძუძუთი კვებაზე. UNICEF- ის 2011 წლის მონაცემებით მსოფლიოში დაიბადა 136.7 მილიონი ბავშვი და მათი მხოლოდ 32.6% იმყოფებოდა ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე პირველი 6 თვის განმავლობაში. 2009 წელს საქართველოში ჩატარებული ნუტრიციის ეროვნული კვლევის (GNNS) მიხედვით 6 თვემდე ექსკლუზიური ძუძუთი კვება აღინიშნა ჩვილ ბავშვთა 54.8%-ში. ხოლო ერთ წლამდე ძუძუთი კვების გაგრძელება 36.5%-ში.

ახალშობილისა და ჩვილი ბავშვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. იგი ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად. დედის რძეში საუკეთესო თანაფარდობით არის წარმოდგენილი ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერება. ქალის რძე არა მარტო სრულფასოვანი საკვებია, არამედ დამცველობით ფუნქციასაც ასრულებს. დედის რძე ვიტამინების საუკეთესო წყაროა, და ამასთან მასში შემავალი დამცველობითი ფაქტორები იცავს ბავშვს მრავალი ინფექციური, არაინფექციური და ალერგიული დაავადებისაგან. ამავე დროს, ქალის რძე თავად ასტიმულირებს ბავშვის იმუნური სისტემის მომწიფებას. სწორედ ამიტომ, ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები გაცილებით იშვიათად ავადდებიან ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი. იგი შეიცავს ანტისხეულებს, რომელიც იცავს ბავშვებს მრავალი დაავადებისაგან. მათ შორის პნევმონიისა და დიარეისაგან, რომლებიც ბავშვთა სიკვდილიანობის ორ ძირითად მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში.

ქალის რძე შეიცავს ფერმენტებს, რაც ხელს უწყობს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი მონელების პროცესს. დედის რძეში შემავალი ჰორმონები და ზრდის ფაქტორები განაპირობებენ ბავშვის ყველა სისტემის ფუნქციურ ზრდას და მომწიფებას. ძუძუთი კვება ხელს უწყობს ბავშვის ინტელექტუალურ (გონებრივ) განვითარებას. ამავე დროს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ენისა და სახის კუნთების განვითარებაში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში სწორი თანკბილვისა და მეტყველებისთვის.

ძუძუთი კვება უსაფრთხო და მეტად მოსახერხებელია. დედის რძე არ მოითხოვს ადუღებას და შეთბობას. დედასთან კონტაქტი, კომფორტული გარემო, წოვის რეფლექსის დაკმაყოფილება, უსაფრთხოების შეგრძნება, სრულფასოვანი საკვების მიღება, ორგანიზმის თითოეული ფუნქციის ჩამოყალიბება, იმუნური, ნერვული და ენდოკრინული სისტემის განვითარება სწორედ ძუძუთი კვებასთან არის დაკავშირებული.

ძუძუთი კვება, ექსკლუზიური, პირველი 6 თვე, ძუძუ, რძე, დედის რძე, დედა, ჩვილი,  ბავშვი, შვილი, პედიატრი, კვირეული, მხარდაჭერა, იმუნიტეტი, იმუნური სისტემა, პრევენცია, დიარეის პრევენცია, ყურის ინფექციის პრევენცია, პნევმონა, ასთმა,  ნაადრევი რისკის შემცირება, ალერგია, ძუძუს კიბო, სიმსივნე, დაბალი რისკი,  საკვერცხეების, დიაბეტის პრევენცია, მშობიარობის შემდგომი დეპრესია, სტრესის შემცირება, დაავადებათა კონტროლი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, განათლება, ZuZuTi kveba, eqskluziuri, pirveli 6 Tve, ZuZu, rZe, dedis rZe, deda, Cvili,  bavSvi, Svili, pediatri, kvireuli, mxardaWera, imuniteti, imunuri sistema, prevencia, diareis prevencia, yuris infeqciis prevencia, pnevmona, asTma,  naadrevi riskis Semcireba, alergia, ZuZus kibo, simsivne, dabali riski,  sakvercxeebis, diabetis prevencia, mSobiarobis Semdgomi depresia, stresis Semcireba, daavadebaTa kontroli, sazogadoebrivi janmrTeloba, janmrTelobis xelSewyoba, ganaTleba, მოზრდილები, რომლებიც იკვებებოდნენ დედის რძით, გამოირჩევიან სისხლის შედარებით დაბალი (ნორმალური) წნევის მაჩვენებლებით და ქოლესტერინის დაბალი დონით. აგრეთვე ჭარბი წონის,  სიმსუქნის და ტიპი 2 დიაბეტის დაბალი მაჩვენებლებით.  გარდა ამისა, ავლენენ უკეთეს ინტელექტუალურ მონაცემებს.

ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს დაბადებიდან 1 საათის განმავლობაში. კვების სიხშირე და მოცულობა განისაზღვრება ჩვილის ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად. სასურველია, ბოთლის და მატყუარას თავიდან აცილება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია მხოლოდ (ექსკლუზიური) ძუძუთი კვება პირველი 6 თვის განმავლობაში და შემდეგ 2 წლის ასაკამდე დამატებითი კვება ძუძუთი კვებასთან ერთად.

ძუძუთი კვება ასევე სასარგებლოა დედებისთვის. ის ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს.

წყარო: http://www.who.int/features/factfiles/breastfeeding/en/; http://www.who.int; http://www.cdc.gov;

http://www.womenshealth.gov/breastfeeding/why-breastfeeding-is-important/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s