რამოდენიმე მითი ძუძუთი კვების შესახებ

  1. ძუძუთი კვება, ექსკლუზიური, პირველი 6 თვე, ძუძუ, რძე, დედის რძე, დედა, ჩვილი,  ბავშვი, შვილი, პედიატრი, კვირეული, მხარდაჭერა, იმუნიტეტი, იმუნური სისტემა, პრევენცია, დიარეის პრევენცია, ყურის ინფექციის პრევენცია, პნევმონა, ასთმა,  ნაადრევი რისკის შემცირება, ალერგია, ძუძუს კიბო, სიმსივნე, დაბალი რისკი,  საკვერცხეების, დიაბეტის პრევენცია, მშობიარობის შემდგომი დეპრესია, სტრესის შემცირება, დაავადებათა კონტროლი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, განათლება, ZuZuTi kveba, eqskluziuri, pirveli 6 Tve, ZuZu, rZe, dedis rZe, deda, Cvili,  bavSvi, Svili, pediatri, kvireuli, mxardaWera, imuniteti, imunuri sistema, prevencia, diareis prevencia, yuris infeqciis prevencia, pnevmona, asTma,  naadrevi riskis Semcireba, alergia, ZuZus kibo, simsivne, dabali riski,  sakvercxeebis, diabetis prevencia, mSobiarobis Semdgomi depresia, stresis Semcireba, daavadebaTa kontroli, sazogadoebrivi janmrTeloba, janmrTelobis xelSewyoba, ganaTleba, ზოგიერთი ქალი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით რძეს.არაარის სწორი! ქალთა უმრავლესობა გამოიმუშავებს იმაზე მეტსაც კი, ვიდრე საჭიროა. უშუალო მიზეზი იმისა, რომ ბავშვი ძალიან ნელა იმატებს ან პირიქით იკლებს წონაში არის არა ის, რომ დედას არ აქვს საკმარისი რძე, არამედ ის, რომ ბავშვი ვერ ახერხებს სწორად კონტაქტს სარძევე ჯირკვალთან. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია პირველივე დღეს შემოწმდეს ბავშვის ძუძუსთან შეხების მდგომარეობა.
  2. გაცილებით ადვილია  ბავშვის კვება ბოთლიდან, ვიდრე ძუძუდან!.არა არის სწორი! ეს მოსაზრება არსებობს იმის გამო, რომ არასათანადო მხარდაჭერის და დახმარების გამო დედა ხშირად ვერ ახერხებს პირველად ძუძუთი კვების ადვილად დაწყებას, და ურჩევნია ბოთლიდან კვება. სათანადო „სტარტის“ შემთხვევაში გაცილებით ადვილია (და სასარგებლო) ძუძუთი კვება, ვიდრე ბოთლიდან.
  3. ძუძუთი კვება გარკვეულწილად ზღუდავს დედას. – არა არის სწორი!  ბავშვის ძუძუთი კვება თავისუფლადაა შესაძლებელი ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. პირიქით, არასდროს არ ჭირდება ბოთლი და „ფორმულა“, არც რძის შეთბობა, და არც რძის გასტერილების პრობლემა აწუხებს დედას.
  4. ძუძუთი კვების დროს შეუძლებელია განისაზღვროს, თუ რამდენ რძეს ღებულობს ბავშვი. არა არის სწორი! დედა ყოველთვის გებულობს საკმარისად მიიღო თუ არა ბავშვმა რძე. (განსაკუთრებით, როცა თითოეული მოწოვა (მოწოვის თითოეული ჯერი) რამოდენიმე წუთი გრძელდება).
  5. თანამედროვე „ფორმულები“ არის თითქმის იგივე რაც დედის რძე. – არა არის სწორი! თანამედროვე „ფორმულა“მხოლოდ ზედაპირულადაა მსგავსი. მასში არა არის ანტისხეულები, ცოცხალი უჯრედები, ფერმენტები, ჰორმონები და სხვა. „ფორმულა“ არის ყველა ბავშვისთვის და თანაბარი შემადგენლობით. დედის რძე კი უშუალოდ კონკრეტული ახალშობილისთვის, და უშუალოდ ბავშვის საჭიროებისთვის.
  6. საზოგადოებრივ ადგილებში ძუძუთი კვება გარკვეულწილად მიუღებელია.  – არა არის სწორი! დედები, რომლებიც მეტ ძალისხმევას ხმარობენ, რათა თავის ბავშვზე იზრუნონ გაცილებით მეტ პატივისცემას იმსახურებენ საზოგადოებაში, და ძუძუთი კვების არანაირი უხერხულობის მომენტი საზოგადოებაში არ უნდა იყოს. პირიქით, ძუძუთი კვებისადმი მეტი მხარდაჭერის და ხელშეწყობის გრძნობა უნდა იყოს საზოგადოებაში, ვინაიდან ეს ამავდროულად ბავშვთა ჯანმრთელობის საზოგადოებრივი მხარდაჭერაცაა .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s