ძუძუთი კვების შესახებ

ძუძუთი კვება, ექსკლუზიური, პირველი 6 თვე, ძუძუ, რძე, დედის რძე, დედა, ჩვილი,  ბავშვი, შვილი, პედიატრი, კვირეული, მხარდაჭერა, იმუნიტეტი, იმუნური სისტემა, პრევენცია, დიარეის პრევენცია, ყურის ინფექციის პრევენცია, პნევმონა, ასთმა,  ნაადრევი რისკის შემცირება, ალერგია, ძუძუს კიბო, სიმსივნე, დაბალი რისკი,  საკვერცხეების, დიაბეტის პრევენცია, მშობიარობის შემდგომი დეპრესია, სტრესის შემცირება, დაავადებათა კონტროლი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, განათლება, ZuZuTi kveba, eqskluziuri, pirveli 6 Tve, ZuZu, rZe, dedis rZe, deda, Cvili,  bavSvi, Svili, pediatri, kvireuli, mxardaWera, imuniteti, imunuri sistema, prevencia, diareis prevencia, yuris infeqciis prevencia, pnevmona, asTma,  naadrevi riskis Semcireba, alergia, ZuZus kibo, simsivne, dabali riski,  sakvercxeebis, diabetis prevencia, mSobiarobis Semdgomi depresia, stresis Semcireba, daavadebaTa kontroli, sazogadoebrivi janmrTeloba, janmrTelobis xelSewyoba, ganaTleba, ძუძუთი კვების ნაკლებობა, განსაკუთრებით პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ყოველწლიურად მილიონზე მეტი ბავშვის სიკვდილს იწვევს. გლობალურად, ექვსი თვის ასაკამდე ახალშობილთა მხოლოდ 40%-ზე ნაკლები არის ძუძუთი კვებაზე. ადექვატური ძუძუთი კვება ბევრი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის საშუალებაა.

ჯანმოს მკაცრ რეკომენდაციას წარმოადგენს ძუძუთი კვების დამკვიდრება, განსაკუთრებით პირველი ექვსი თვის განმავლობაში.

• ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში;

• ძუძუთი კვება უნდა ხორციელდებოდეს ”მოთხოვნის მიხედვით”, ისე ხშირად, როგორც ამას მოითხოვს ბავშვი დღისა და ღამის განმავლობაში;

• ბოთლისა და საწოვარას გამოყენებას უნდა ავარიდოთ თავი.

დედის რძე იდეალური საკვებია ახალშობილებისა და ჩვილი ბავშვებისთვის, ისინი ამ გზით ღებულობენ ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას ჯანსაღი განვითარებისთვის. იგი უსაფრთხოა და შეიცავს ანტისხეულებს, რომელიც იცავს ბავშვებს მრავალი დაავადებისაგან. მათ შორის პნევმონიისა და დიარეისაგან, რომლებიც ბავშვთა სიკვდილიანობის ორ ძირითად მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში.

ძუძუთი კვება ასევე სასარგებლოა დედებისთვის. ძუძუთი კვება ხშირად (და არა ყოველთვის) იწვევს მენსტრუაციის შეწყვეტას, რაც წარმოადგენს შობადობის კონტროლის ბუნებრივ მეთოდს. ის ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს მოგვიანებით პერიოდში.

ძუძუთი კვება უზრუნველყოფს ბავშვების კარგ ჯანმრთელობას მთელი სიცოცხლის მანძილზე. მოზრდილებს, რომლებიც ბავშვობაში ძუძუთი იკვებებოდნენ, ხშირად აღენიშნებათ უფრო დაბალი არტერიული წნევა და ქოლესტეროლის დონე. ასევე, ჭარბი წონის, სიმსუქნისა და ტიპი 2 დიაბეტის განვითარების დაბალი რისკი. არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ძუძუთი კვების შემთხვევაში მოზრდილები ავლენენ უკეთეს გონებრივ შესაძლებლობებს.

ძუძუთი კვება და ბავშვის გონებრივი განვითარება

ძუძუთი კვება, ექსკლუზიური, პირველი 6 თვე, ძუძუ, რძე, დედის რძე, დედა, ჩვილი,  ბავშვი, შვილი, პედიატრი, კვირეული, მხარდაჭერა, იმუნიტეტი, იმუნური სისტემა, პრევენცია, დიარეის პრევენცია, ყურის ინფექციის პრევენცია, პნევმონა, ასთმა,  ნაადრევი რისკის შემცირება, ალერგია, ძუძუს კიბო, სიმსივნე, დაბალი რისკი,  საკვერცხეების, დიაბეტის პრევენცია, მშობიარობის შემდგომი დეპრესია, სტრესის შემცირება, დაავადებათა კონტროლი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, განათლება, ZuZuTi kveba, eqskluziuri, pirveli 6 Tve, ZuZu, rZe, dedis rZe, deda, Cvili,  bavSvi, Svili, pediatri, kvireuli, mxardaWera, imuniteti, imunuri sistema, prevencia, diareis prevencia, yuris infeqciis prevencia, pnevmona, asTma,  naadrevi riskis Semcireba, alergia, ZuZus kibo, simsivne, dabali riski,  sakvercxeebis, diabetis prevencia, mSobiarobis Semdgomi depresia, stresis Semcireba, daavadebaTa kontroli, sazogadoebrivi janmrTeloba, janmrTelobis xelSewyoba, ganaTleba, ძუძუთი კვება ეხმარება ბავშვს უკეთ განვითარებაში, მისი გონება უფრო კარგად ვითარდება, ის უფრო ჭკვიანია, სწრაფად და უკეთესად კითხულობს და წერს, ერთი სიტყვით, ადვილად ითვისებს სასკოლო პროგრამას, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანადელი მეცნიერები მაკგილის (McGill) უნივერსიტეტიდან.

მეცნიერებმა მაიკლ კრამერის ხელმძღვანელობით ჩაატარეს ყველაზე მასშტაბური კვლევა ამ თემაზე. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში “ზოგადი პედიატრიის არქივები”. როგორც ბრისტოლის უნივერსიტეტის პედიატრიისა და პერინატალური განვითარების კათედრის პროფესორი, ბ-ნი ჯინ გოლდინგი აცხადებს, კანადელი მეცნიერების მიერ მიღებული შედეგები წარმოადგენს ყველაზე სარწმუნო დამამტკიცებელ საბუთს ინტელექტსა და ძუძუთი კვებას შორის არსებული დადებითი კავშირის შესახებ.

კვლევაში მონაწილეობდა დაახლოებით 14 000 ბავშვი. მათზე დაკვირვება 6 წლის ასაკამდე მიმდინარეობდა. მათ, ვინც დედის რძით იკვებებოდნენ, უკეთესი შედეგები აჩვენეს 6.5 წლის ასაკში, კერძოდ, ასეთი ბავშვები უკეთ სწავლობდნენ, უსწრებდნენ რა გონებრივი განვითარების ხარისხით თავიანთ თანატოლებს. მასწავლებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ დედის რძით გამოკვებილი ბავშვები უკეთესად კითხულობდნენ და წერდნენ.

ამ თემაზე ადრე ჩატარებულ კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებდა ზოგიერთი მეცნიერი. თუმცა, ახალი კვლევის შედეგად პირველად დამტკიცდა, რომ გონებრივი განვითარების სხვადასხვაობა დაკავშირებულია კვების ტიპთან და არა იმასთან, თუ რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნება ესა თუ ის ბავშვი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია მხოლოდ (ექსკლუზიური) ძუძუთი კვება პირველი 6 თვის განმავლობაში და შემდეგ 2 წლის ასაკამდე დამატებითი კვება ძუძუთი კვებასთან ერთად.

დედის რძე ვიტამინების საუკეთესო წყაროა და აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.

ბავშვის კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც მის ფიზიკურ და ფსიქომოტორულ განვითარებაზე, ისე გარემოსადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის (იმუნიტეტის) ფორმირებაზე. განსაკუთრებით დიდია კვების როლი მცირე ასაკის ბავშვებში, როდესაც მიმდინარეობს ორგანიზმის ინტენსიური ზრდა, სხვადასხვა ქსოვილისა და სისტემის ჩამოყალიბება და სრულყოფა, ინტელექტის განვითარება.

ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება

ახალშობილისა და ჩვილი ბავშვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. იგი ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად. დედის რძეში საუკეთესო თანაფარდობით არის წარმოდგენილი ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერება. ქალის რძე არა მარტო სრულფასოვანი საკვებია, არამედ დამცველობით ფუნქციასაც ასრულებს. მასში შემავალი დამცველობითი ფაქტორები იცავენ ბავშვს მრავალი ინფექციური, არაინფექციური და ალერგიული დაავადებისაგან. ამავე დროს, ქალის რძე თავად ასტიმულირებს ბავშვის იმუნური სისტემის მომწიფებას. სწორედ ამიტომ, ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები გაცილებით იშვიათად ავადდებიან, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი. ქალის რძე შეიცავს ფერმენტებს, რაც ხელს უწყობს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი მონელების პროცესს. დედის რძეში შემავალი ჰორმონები და ზრდის ფაქტორები განაპირობებენ ბავშვის ყველა სისტემის ფუნქციურ ზრდას და მომწიფებას. მრავალრიცხოვანი კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ძუძუთი კვება ხელს უწყობს ბავშვის ინტელექტუალურ (გონებრივ) განვითარებას. ამავე დროს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ენისა და სახის კუნთების განვითარებაში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში სწორი თანკბილვისა და მეტყველებისთვის.

ძუძუთი კვება ეკონომიური, უსაფრთხო და მოსახერხებელია. დედის რძე არ მოითხოვს ადუღებას და შეთბობას.

ძუძუთი კვება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ბავშვის განვითარებას. დედასთან კონტაქტი, კომფორტული გარემო, წოვის რეფლექსის დაკმაყოფილება, უსაფრთხოების შეგრძნება, სრულფასოვანი საკვების მიღება, ორგანიზმის თითოეული ფუნქციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, იმუნური, ნერვული და ენდოკრინული სისტემის განვითარება სწორედ ძუძუთი კვებასთან არის დაკავშირებული.

ძუძუთი კვება და დამატებითი კვების საჭიროება

მშობიარობის შემდეგ პირველ დღეებში სარძევე ჯირკვლიდან ე.წ. უმწიფარი რძე ანუ ხსენი გამოიყოფა. ხსენის ქიმიური შემადგენლობა ძლიერ ინდივიდუალურია. მწიფე რძისგან ის განსხვავდება ცილებისა და მარილების სიჭარბით, შაქრისა და ცხიმის შედარებით ნაკლები შემცველობით. იგი მეტად ყუათიანია და ხშირი კვების დროს მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებას. გამოყოფილი ხსენის რაოდენობა შეესაბამება ბავშვის კუჭის მოცულობას. ამიტომ არ არის საჭირო სითხეებისა და სხვა საკვების დამატება.

ხსენი იცავს ბავშვს სხვადასხვა ინფექციისა და ალერგიისაგან. მისი მიღება მეტად მნიშვნელოვანია ახალ გარემოსთან შეგუების პერიოდში, იგი პრაქტიკულად ახალშობილის პირველ აცრასაც წარმოადგენს.

ძუძუთი კვების დროს ბავშვი უნდა იკვებებოდეს მოთხოვნილების მიხედვით და არა საათობრივი რეჟიმით. იგი უნდა იკვებებოდეს როგორც დღისით, ასევე ღამით. ღამის კვება ხელს უწყობს რძის გამომუშავებას. კვების სიხშირე პირველი კვირის განმავლობაში დღე-ღამეში დაახლოებით 8-12-ს უნდა შეადგენდეს. 1-1.5 თვის ასაკში ყველა ბავშვი გამოიმუშავებს კვების საკუთარ რეჟიმს. კვების ხანგრძლივობას თავად ბავშვი არეგულირებს და იგი შეიძლება 5 წუთიდან 45 წუთამდე გაგრძელდეს. კვების დროს სასურველია ბავშვმა ბოლომდე დაცალოს ერთი სარძევე ჯირკვალი, ვინაიდან რძის შემადგენლობა იცვლება თვით კვების პროცესში. წოვის დასაწყისში გამოიყოფა ე.წ. წინა რძე, რომელიც მდიდარია ცილით და დამცველი ნივთიერებებით, ხოლო კვების დასასრულს კი გამოიყოფა ე.წ. უკანა – ცხიმით მდიდარი მაღალკალორიული რძე. თუ ბავშვი ვერ ცლის ბოლომდე ძუძუს, სასურველია დარჩენილი რძის გამოწველა და მისი დამატება კოვზით.

პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის რძე მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებას. 6 თვის ასაკიდან ბავშვს აუცილებლად სჭირდება დამატებითი საკვები.

ბუნებრივი კვება სასურველია 2 წლამდე გაგრძელდეს. 1 წლის შემდეგ ქალის რძის შემადგენლობა ხსენის შემადგენლობას უახლოვდება და იცავს ბავშვს ინფექციებისაგან.

1 წლამდე ასაკის ბავშვის კვების ოპტიმალურ მეთოდს ძუძუთი კვება წარმოადგენს, რის გამოც ხელოვნური კვება გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ჩვენებების არსებობისას.

ხელოვნური კვებისთვის იყენებენ ქალის რძის შემცვლელ ნარევებს, ე.წ. ხელოვნურ ფორმულას. არსებობს 2 ჯგუფის ნარევი: არაადაპტირებული და ადაპტირებული.

ადაპტირებულ ნარევებს ეკუთვნის ქარხნული წესით დამზადებული ნარევები, რომლებიც სპეციალური ტექნოლოგიური გადამუშავების საფუძველზე მაქსიმალურად მიახლოებულია ქალის რძესთან. არაადაპტირებულ საკვებ პროდუქტებს მიეკუთვნება ძროხის რძე და მაწონი თავისი განზავებებით. ქალის რძის იდენტური ხელოვნური საკვები არ არსებობს, თუმცა ქარხნული ნარევი (ე.წ. ფორმულა) შემადგენლობით უფრო მეტად მიახლოებულია მასთან, ვიდრე სახლში დამზადებული. ქარხნული წესით მომზადებული ნებისმიერი წარმოების საკვები ფორმულა შემადგენლობით იდენტურია. იგი მზადდება საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით.

ხელოვნური კვება საათობრივი რეჟიმით უნდა განხორციელდეს. კვებათა შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები, ღამით სასურველია 6-8 საათიანი შუალედი.

ხელოვნური საკვების მომზადებისას აუცილებე;ლია ჰიგიენის წესების დაცვა (საკვების დამზადების წინ ხელის დაბანა, ბოთლის და საწოვარას გასტერილება და სხვ.). ხელოვნური საკვები აუცილებლად ყოველი კვების წინ უნდა დამზადდეს. დაუშვებელია ნარჩენი საკვების შენახვა მომდევნო კვებისთვის. ქარხნული ნარევი უნდა მომზადდეს ეტიკეტზე მოცემული ინსტრუქციის ზუსტი დაცვით.

ძროხის სუფთა რძის გამოყენებამ ბავშვს შეიძლება სხვადასხვა პრობლემა შეუქმნას, რის გამოც იგი აუცილებლად საჭიროებს განზავებას (130 მლ ძროხის რძე + 70 მლ წყალი + 2 ჩ/კ შაქარი).

პირველი წლის განმავლობაში ბავშვი ინტენსიურად იზრდება. იგი იორმაგებს წონას 5-6 თვის ასაკისთვის და ისამმაგებს 1 წლისთვის. წონის მინიმალური ნამატი პირველი 6 თვის განმავლობაში არ უნდა იყოს 500გრ-ზე, ხოლო შემდეგი 6 თვის განმავლობაში 400გრ-ზე ნაკლები. სიგრძის ნამატი პირველი წლის განმავლობაში შეადგენს 25 სმ-ს. ბავშვის სიგრძისა და მასის ნამატის შესაფასებლად გამოიყენება სპეციალური ფიზიკური განვითარების მრუდები, რაც განვითარების პროცესის დინამიური შეფასების, პრობლემათა დროული გამოვლინების და მათი მართვის შესაძლებლობას იძლევა.

როდის უნდა დაიწყოს დამატებითი კვება?

პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის რძე  მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებას, ხოლო 6 თვიდან ბავშვს ესაჭიროება ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველი ნახევრადმყარი საკვების დამატება. გასათვალისწინებელია, რომ ადრე დაწყებული დამატებითი კვება ამცირებს რძის წარმოქმნას და ხშირ შემთხვევაში იწვევს მონელების პრობლემებს. დამატებითი კვების დაგვიანებული დაწყება ისევე საზიანოა, როგორც ნაადრევი, ვინაიდან შეიძლება ბავშვს საჭირო ნივთიერებები (მიკრონუტრიენტები) დააკლდეს, რაც მის ჯანმრთელობაზე აისახება. იშვიათ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი კვების შედარებით ადრე დაწყება (4-5 თვე). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით თუ 4-5 თვის ბავშვის წონა ჩამორჩება ასაკს და იგი ავლენს ინტერესს დამატებითი საკვებისადმი, შესაძლებელია დაენიშნოს დამატებითი კვება.

დამატებითი კვებისთვის გამოიყენება საკვები პროდუქტები, რომლებიც განსხვავდებიან რძისგან და ავსებენ ბავშვის კვების რაციონს სხვადასხვა საჭირო ნივთიერებებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. ბავშვის რაციონის გამდიდრების აუცილებლობა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: ენერგიის და საკვები ნივთიერებების (ცილა, რკინა, კალციუმი, თუთია და სხვ.) დეფიციტი, რაც ბავშვის ზრდის პროცესში ვლინდება, როდესაც ქალის რძის და ხელოვნური ნარევის შემადგენლობა ვეღარ აკმაყოფილებს მის გაზრდილ მოთხოვნილებას (6 თვე); შედარებით მკვრივი კონსისტენციის საკვების მიწოდება, რაც ხელს უწყობს სწორი მეტყველების ჩამოყალიბებას; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, საღეჭი მუსკულატურის, ფერმენტული პროცესებისა და ნაწლავის მოტორიკის გააქტივება და სტიმულაცია.

თავდაპირველად  ბავშვის კვების რაციონში შეაქვთ ხილის წვენი და პიურე, შემდეგ ფაფა, ბოსტნეულის პიურე, ხორცი, ორცხობილა და სხვ. 1 წლამდე ასაკში არ არის მიზანშეწონილი კვერცხის ცილის, ციტრუსების, კონსერვირებული თაფლის გამოყენება.

ყოველი ახალი საკვები ინიშნება თანდათან, მზარდი დოზით. არ შეიძლება ერთდროულად ორი ახალი საკვების დანიშვნა. ყოველ ახალ საკვებს ბავშვს უნიშნავენ მას შემდეგ, რაც ის უკვე მიეჩვია პირველ დამატებით საკვებს;

საკვების მიცემა საჭიროა კოვზით და არა საწოვარით. სახლში საკვები უნდა მომზადდეს ყოველი კვების წინ, ყველა ჰიგიენური წესის დაცვით.

კონსისტენციის მიხედვით საკვები უნდა იყოს ჰომოგენური, რომ არ იწვევდეს ყლაპვის გაძნელებას. ბავშვს ასაკის მატებასთან ერთად, აწვდიან უფრო სქელ, მოგვიანებით კი მკვრივ საკვებს, რათა თანდათან შეაჩვიონ ღეჭვას.

სიცოცხლის პირველ წელს ყურადღება უნდა მიექცეს რკინით მდიდარი საკვების მიღებას, როგორიცაა ხორცი, კვერცხის გული, თევზი, მუხუდო, შვრია, წიწიბურა, ვაშლი და სხვ. რკინით მდიდარი საკვების დეფიციტის შემთხვევაში ვითარდება სისხლნაკლებობა – ანემია, რაც ბავშვის ხშირი ავადმყოფობის მიზეზია. რკინის უკმარისობა აისახება ბავშვის გონებრივ განვითარებაზე.

 

ძუძუთი კვების უკუჩვენებები

სამედიცინო პრობლემები, რომლის დროსაც ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია, საკმაოდ მცირეა.

ძუძუთი კვების აბსოლუტურ უკუჩვენებას წარმოადგენს:

ა) ბავშვის მხრივ: მეტაბოლიზმის დარღვევით მიმდინარე, საკმაოდ იშვიათი დაავადებები, ფერმენტოპათიები: ფენილკეტონურია, გალაქტოზემია, ლეიცინურია.

ბ) დედის მხრივ:   ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის უკანასკნელი მონაცემებით აივ-პოზიტიური დედის ახალშობილის დაინფიცირების რისკი ძუძუთი კვების შემთხვევაში შეადგენს 15%-ს. მნიშვნელოვანია, რომ დედებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება ბავშვის კვებასთან დაკავშირებით და მათ უნდა გაეწიოთ სათანადო მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილების განხორციელებაში. იმ დედებს, რომელთაც იციან მათი შიდსით დაავადების შესახებ, უნდა მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ძუძუთი კვების სარგებლიანობის და შიდსის გადაცემის რისკის თაობაზე ძუძუთი კვების არჩევის შემთხვევაში. კონსულტირების დროს დედები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ბავშვის კვების სხვადასხვა მეთოდების შესახებ (კომერციული ან სახლის პირობებში დამზადებული ხელოვნური საკვები; ძუძუთი კვება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, კერძოდ ექსკლუზიური ძუძუთი კვება; თერმულად დამუშავებული გამოწველილი რძე და დონორის რძე). ყველა აღნიშნულ შემთხვევაში უნდა მიეთითოს ადეკვატური დამატებითი საკვების დროული დანიშვნის აუცილებლობის თაობაზე. შიდსით დაავადებული ჩვილი ბავშვები არ უნდა იკვებებოდნენ ძუძუთი, თუ ხელმისაწვდომია უსაფრთხო და ადეკვატური ხელოვნური საკვები. თუ იგი არ არის ხელისაწვდომი, ყველაზე უსაფრთხო ალტერნატიულ მეთოდად ითვლება ექსკლუზიური ძუძუთი კვება 6 თვის ასაკამდე და 6 თვიდან ბავშვის კვებითი მოთხოვნილების უზრუნველყოფა დამატებითი საკვებით.

გ) ადამიანის T ლიმფოტროპული ვირუსით (I დაII ტიპი) ინფიცირება.

ძუძუთი კვების დროებითი უკუჩვენებებია:

ა) ზოგიერთი ვირუსული ინფექცია (ჰერპესი, ჩუტყვავილა) შეიძლება გადაეცეს ბავშვს და გამოიწვიოს მძიმე დაავადება. თუ დედას აღენიშნება დვრილების ჰერპესული დაზიანება, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ვიდრე გამონაყარი არ ალაგდება. კვება შეიძლება გაგრძელდეს მეორე დაუზიანებელი ძუძუთი. ჩუტყვავილას დროს დედა იზოლირებული უნდა იყოს იმ პერიოდში, როდესაც დაავადება გადამდებია (ქერქების გაჩენამდე), ხოლო კვება უნდა გაგრძელდეს გამოწველილი რძით.

ბ) ტუბერკულოზის ღია ფორმა – ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია, ვიდრე დედას არ ჩაუტარდება  მკურნალობის სრული კურსი და ის აღარ იქნება გადამდები. ახალშობილს უნდა ჩაუტარდეს იმუნიზაცია და პროფილაქტიკური მკურნალობა. უნდა მოხდეს დედის და ბავშვის ერთმანეთისგან იზოლირება და ბავშვი შეიძლება იკვებოს გამოწველილი რძით, რადგან ინფექცია რძით არ გადაეცემა.

გ) ანტიმეტაბოლიტური და ქიმიოთერაპიული პრეპარატებით (ციკლოფოსფამიდი, ციკლოსპორინი, დოქსორუბიცინი, მეთოტრექსატი და სხვ.) მკურნალობისას. აგრეთვე, ზოგიერთი სახის მედიკამენტების (ტეტრაციკლინი, ქლორამფენიკოლი, ციპროფლოქსაცინი, ინდომეტაცინი, ლითიუმი, სულფასი, პირველი თაობის ანტიდეპრესანტები და სხვ.) მიღების პერიოდში მეძუძურმა დედებმა უნდა შეწყვიტონ ჩვილის ძუძუთი კვება.

დ) დიაგნოსტიკური და თერაპიული დანიშნულებით რადიოაქტიური იზოტოპების მიღების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

ე) სარძევე ჯირკვლების აბსცესის დროს, ქირურგიული ჩარევის და ჩირქის დრენირების შემდეგ შეიძლება ძუძუთი კვების გაგრძელება.

სიტუაციები, რომლებიც შეიძლება შეცდომით ჩაითვალოს ძუძუთი კვების წინააღმდეგჩვენებად:

ა) დედის ინფიცირება B ან C ჰეპატიტით და ციტომეგალოვირუსული ინფექცია არ ითვლება ძუძუთი კვების უკუჩვენებად. იშვიათ შემთხვევაში, HbsAg ანტიგენი აღმოჩენილია ქალის რძეში, თუმცა არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ძუძუთი კვების დროს იზრდება დედიდან ბავშვზე დაავადების გადაცემის რისკი. ძუძუთი კვებით ბავშვზე ინფექციის გადაცემის რისკი უმნიშვნელოა მშობიარობის პროცესში დედის სისხლით და სამშობიარო წყლებით დაინფიცირების რისკთან შედარებით. ამგვარად, ძუძუთი კვება არ არის წინააღმდეგჩვენება იმ დედების ახალშობილებისთვის, რომლებიც HbsAg პოზიტიური, C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული (C ვირუსის – RNA პოზიტიური ან C ვირუსის ანტისხეულების მქონე), ან ციტომეგალოვირუსის მტარებლები არიან. HCV და HbsAg პოზიტიურმა დედებმა თავი უნდა შეიკავონ ძუძუთი კვებისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აღენიშნებათ დაზიანებული ან სისხლმდენი დვრილები.

ბ) ალერგიისა და გასტროეზოფაგული რეფლუქსის მქონე ბავშვთა დიდი უმეტესობა არ საჭიროებს სპეციფიკურ ხელოვნურ საკვებს (ჰიპოალერგიული/ანტირეფლუქს ფორმულა) და უნდა გაგრძელდეს ძუძუთი კვება.

გ) მასტიტი არ წარმოადგენს ძუძუთი კვების უკუჩვენებას, პირიქით, ძუძუთი კვების გაგრძელება და სიხშირე შედის მასტიტის მკურნალობის რეკომენდაციაში. ამასთან, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბავშვი, რომელიც წოვს მასტიტიანი ძუძუდან, შეიძლება დაინფიცირდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, დედის კონსულტირების დროს აუცილებელია მას მიეწოდოს სრული ინფორმაცია ძუძუთი კვების უპირატესობისა და არსებული პრობლემების შესახებ.

წყარო: http://www.who.int; http://www.cdc.gov

 

10 ფაქტი ძუძუთი კვების უპირატესობის შესახებ

1. ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს დაბადებიდან 1 საათის განმავლობაში. კვების სიხშირე და მოცულობა განისაზღვრება ჩვილის ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად. სასურველია ბოთლის და მატყუარას თავიდან აცილება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია ექსკლუზიური ძუძუთი კვება პირველი 6 თვის განმავლობაში. 6 თვიდან 2 წლამდე კი დამატებითი კვებაც ძუძუთი კვებასთან ერთად.

2. დედის რძე არის იდეალური საკვები ჩვილისათვის. იგი შეიცავს ახალშობილის ჯანმრთელობისა და ნორმალური განვითარებისათვის ყველა საჭირო ნუტრიენტს. გარდა ამისა, უსაფრთხოა და შეიცავს ანტისხეულებს ბავშვთა დაავადებებისგან დასაცავად, როგორიცაა დიარეა და პნევმონია (ბავშვთა სიკვდილობის პირველი 2 წამყვანი მიზეზი).

3. ძუძუთი კვებას აქვს აგრეთვე დიდი სარგებელი დედის ჯანმრთელობისათვის. ის ამცირებს ძუძუს და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს. სწრაფად უბრუნებს ქალს ორსულობამდე წონას და უმცირებს სიმსუქნის რისკს.

4. ძუძუთი კვება ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია. მოზრდილები რომლებიც იკვებებოდნენ დედის რძით გამოირჩევიან სისხლის შედარებით დაბალი (არამაღალი) წნევით და ქოლესტერინის დაბალი დონით. აგრეთვე ჭარბი წონის,  სიმსუქნის და მე-2 ტიპის დიაბეტის დაბალი მაჩვენებლებით.  გარდა ამისა ავლენენ უკეთეს ინტელექტუალურ მონაცემებს.

5.  ახალშობილის ადაპტირებული საკვები („ფორმულა“) არ შეიცავს ანტისხეულებს (რომლებიც დედის რძეშია ნახული). და თანაც, თუ არასათანადოდ არის მომზადებული, მისი გამოყენება შეიცავს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომელთა გადაცემაც დაკავშირებულია დაბინძურებულ წყალთან (საკვები ფხვნილის წყალში გახსნისას). ასევე შეიძლება განვითარდეს მალნუტრიცია, საკვების მომზადების ინსტრუქციის ზუსტად დაუცველობის შემთხვევაში.

6. აივ (HIV) ინფექციით დედის დაინფიცირების  შემთხვევაში ძუძუთი კვება არა არის რეკომენდებული. გარდა იმ შემთხვევისა, როცა ალტერნატიული საშუალება (ადაპტირებლი საკვები) არა არის ხელმისაწვდომი.

7. დედის რძის შემცვლელების მარკეტინგის შესახებ საერთაშორისო რეგულაცია მიღებული იქნა 1981 წელს, რომლის თანახმადაც: დედის რძის შემცვლელების (ფორმულის) ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ძუძუთი კვების უპირატესობა და ინფორმაცია ჯანმრთელობის რისკის შესახებ შემცვლელების გამოყენების შემთხვევაში; დაუშვებელია დედის რძის შემცვლელების უპირატესობის პროპაგანდა და უფასო ნიმუშების მიწოდება ორსულთათვის, დედებისა და მათი ოჯახებისათვის; დაუშვებელია დედის რძის შემცვლელების უფასო დისტრიბუცია სამედიცინო დაწესებულებებსა და ჯანდაცვის მუშაკებში.

8. ძუძუთი კვების დაწყებამ ზოგიერთ დედას შეიძლება ისეთი პრობლემები შეუქმნას, როგორიცაა ძუძუს დვრილების ტკივილი, შიში, რომ არასაკმარისად აქვს რძე. სწორედ ასეთი პრობლემების მოგვარების მიზნით WHO-UNICEF-ის ინიციატივით და მხარდაჭერით ხდება „ძუძუთი კვების მხარდამჭერი“ სამშობიარო სახლების ჩამოყალიბება (152 ქვეყანაში უკვე 20 000-ზე მეტი ჩამოყალიბდა), სადაც კონსულტანტები ახალგაზრდა დედებს ეხმარებიან ანალოგიური პრობლემების დაძლევაში.

9. ჯანმოს რეკომენდაციით ექსკლუზიური ძუძუთი კვების ხელშეწყობისათვის სასურველია დედებს მიეცეთ შვებულება საკმარისი დროით, და შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სამსახურში ჰქონდეთ უსაფრთხო, სუფთა სივრცე, რათა არ შეწყვიტონ ჩვილების ძუძუთი კვება.

10. ჩვილის ზრდის მოთხოვნების შესაბამისად, დამატებითი საკვების (6 თვის ასაკში) მიცემა უნდა დაიწყოს ძუძუთი კვების პარალელურად. ჯანმოს რეკომენდაციით: ა) დამატებითი კვების დაწყების მიუხედავად, ძუძუთი კვება არ უნდა შემცირდეს; ბ) დამატებითი საკვები სასურველია მიეცეს კოვზით ან ჭიქით და არა ბოთლით; გ) საკვები უნდა იყოს სუფთა, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი; დ) საჭიროა გარკვეული დრო, რომ ბავშვები შეეგუონ შედარებით მყარი საკვების მიღებას.

წყარო: http://www.who.int/features/factfiles/breastfeeding/en/

დატოვე კომენტარი