შეცვალე ქცევა, დაიცავი გული!!!

???????

გულსისხლძარღვთა დაავადებები (გსსდ), მათ შორის ინსულტი, მსოფლიოში მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ნომერ პირველი “მკვლელია”. მართალია, ამ დაავადებების  განვითარების რისკის ზრდას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა ამ მხრივ,გადამწყვეტი  ადამიანის ცხოვრების წესია. რ. შესაბამისად, გსსდ-ის პრევენცია მედიკამენტებით მკურნალობის გარეშეც შესაძლებელია.

მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის გულის დაავადებების რისკ-ფაქტორები  მსგავსია, თუმცა  ქალებში, ზოგიერთი ფაქტორის შემთხვევაში, დაავადების განვითარების რისკი მეტია მამაკაცებთან შედარებით. პერსონალური კარდიოვასკულური რისკის გაცნობიერება (განსაკუთრებით ქალებში, რამდენადაც ქალებში ამ დაავადებებთან დაკავშირებული მდგომარეობების და სიკვდილობის განვითარების რისკი ხშირად არასათანადოდაა შეფასებული)  და მათი კონტროლი  კი  გსსდ-ის თავიდან აცილების საწინდარია. [i]  [ii]

1.თამბაქოს მოხმარება: გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების 10% თამბაქოს მოხმარებასთან არის დაკავშირებული[iii]. ამასთან, მწეველ ქალებში გულის შეტევის განვითარების რისკი მწეველ კაცებთან შედარებით მომატებულია: გულის შეტევის რისკი ორმაგდება ქალებში, რომლებიც  დღეში 2-5 ღერს ეწევიან, მაშინ როცა კაცებისთვის რისკი  6-9 ღერის მოწევის შემთხვევაში იზრდება.

გამოსავალი-არა თამბაქოს! თამბაქოზე უარის თქმიდან 2 წელიწადში კარდიოვასკულური დაავადებების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება და დროთა განმავლობაში უახლოვდება არამწეველებში ამავე დაავადებების რისკს.

2.სიმსუქნე და ჭარბი წონა:  კვლევებით დადგინდა, რომ გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკი წელის გარშემოწერილობის ზრდის შესაბამისად იზრდება. ამავდროულად, ჭარბწონიან მწეველ ქალებში სიცოხლის ხანგძლივობა  14 წლით მცირდება ნორმალურწონიან არამწეველებთან შედარებით.

გამოსავალი-გააკონტროლე წონა!სხეულის ნორმალური წონა  აქვეითებს გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს.

3. ჰიპოდინამია ( ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი): ჰიპოდინამიურ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში გსსდ-ის განვითარების რისკი   2-ჯერ მაღალია ფიზიკურად აქტიურ ქალებტან შედარებით.

გამოსავალი- აქციე ფიზიკური აქტივობა  ცხოვრების წესად: დღის განმავლობაში 30 წუთიანი ფიზიკური აქტივობა (გულისხმობს არამხოლოდ  ვარჯიშს, არამედ ისეთ აქტივობებს, როგორიცაა  სახლის საქმეები, ცეკვა, სეირნობა და სხვ.) გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს მკვეთრად ამცირებს.

კვლევებით დადგინდა, რომ კვირის განმავლობაში 150 წთ (2 სთ და 30 წთ) ზომიერი ვარჯიში ან 1 სთ ენერგიული ფიზიკური აქტივობა გულის დაავადების განვითრების რისკს 30%-ით ამცირებს. გსსდ-ის სხვა რისკ-ფაქტორების თანაარსებობის შემთხვევაშიც კი რეგულარული ფიზიკური აქტივობით  ნაადრევი სკვდილობის რისკი მკვეთრად მცირდებაებს.[iv]

4.არაჯანსაღი კვება: მეცნიერები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ კვებას ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. არასაკმარისი ხილი და ბოსტნეული,  დიდი ოდენობით შაქარი, მარილი და ცხიმი ზრდის გსსდ-ის რისკს.

გამოსავალი-იკვებე ჯანსაღად. ჯანსაღი საკვები გულის დაავადებებისა და ინსულტის პრევენციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მიიღე დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, თევზი, მჭლე ხორცი,  მარცვლეული, შეზღუდე სწრაფი კვების პროდუქტების გამოყენება.

5. მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია): ჰიპერტენზია გულის დაავადებების და ინსულტის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, რომელსაც გულის იშემიური დაავადებების 50%  უკავშირდება.  ასაკის მატებასთან ერთად ჰიპერტენზიის განვითარების რისკი იზრდება. აღმოჩნდა, რომ 75 წელზე მეტი ასაკის მქონე ქალების 2/3-ში ჰიპერტენზია ჩვეული მოვლენაა. თავის მხრივ, მაღალი წნევის რისკი ჭარბწონიან, ორსულ,მემკვიდრული წინასწარგანწყობის მქონე ქალებში და მენოპაუზის პერიოდში იზრდება.

6. სისხლში ქოლესტეროლის მომატებული დონე ზრდის გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს. 45 წლის ასაკიდან ქალებში მამაკაცებთან შედარებით  სისხლში ქოლესტეროლის დონე უფრო მაღალია. გსსდ-ის რისკი კი დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ცუდი ქოლესტეროლი) მატების პროპორციულად   იზრდება.

დიაბეტი: მსოფლიოში 70 მილიონი ქალი დიაბეტითაა დაავადებული. დიაბეტი გულის დაავადებების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის – კარდიოვასკულური დაავადებების რისკი 2-3-ჯერ მაღალია შაქრიანი დიაბტის მქონე ადამიანებში. გარდა ამისა, დიაბეტიან პაციენტებში [v]ამ დაავადებათა პროგნოზი გაცილებით მძიმეა

გამოსავალი-რეგულარულად გადაამოწმე სისხლის წნევა, ქოლესტეროლის და გლუკოზის დონე სისხლში. იმოქმედე ექიმის დანიშნულებისამებრ.

 

როგორც ვხედავთ ქცევის შეცვლა და ზემოთ მოყვანილი მდგომარეობების  ეფექტური კონტროლი გსსდ-ის კარგი გამოსავლის გასაღებია. ამგვარად, შენ და შენთვის ძვირფას ადამიანებს შეგიძლიათ შეინარჩუნოთ   ჯანმრთელი გული ჯანსაღი ქცევების განმტკიცებით.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s