ქალები და კარდიოვასკულური დაავადებები

woman-heart-symptoms-400x400გულის დაავადებები, ქალის ნომერ პირველი მკვლელია. აქედან გამომდინარე,  ყოველწლიურად მსოფლიოში 8.6 მილიონზე მეტი  ქალი იღუპება კარდიოვასკულური დაავადებებით (მ.შ. გულის დაავადებებით და ინსულტით). ეს უფრო მეტია, ვიდრე იმ ქალების საერთო რაოდენობა, ვინც იღუპება კიბოთი, ტუბერკულოზით, აივ/შიდსით და მალარიით ერთად.

ცხოვრების მანძილზე  გულის შეტევება  3.3 მილიონ ქალს აქვს წელიწადში. 3.2 მილიონი ქალი კვდება ინსულტით, ხოლო 2.1 მილიონი ქალი  გულის რევმატული დაავადებით,  გულის უკმარისობით, ჰიპერტონული დაავადებით, გულის ანთებითი დაავადებებით, და სხვა კარდიოვასკულური დაავადებით.

დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრებ ქალებში უფრო მაღალია   კარდიოვასკულური დაავადებებით სიკვდილობა  განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ქალებში.

კარდიოვასკულური დაავადებები არ არის მხოლოდ მამაკაცების დაავადება

ახლაგაზრდა ქალებში,  გულის შეტევებით,   სიკვდილიანობის მაჩვენებელი  უფრო მაღალია, ვიდრე ამავე ასაკის მამაკაცებში.

ქალები უფრო ხშირად ხდებიან ინვალიდები ინსულტის განვითარების გამო, ვიდრე მამაკაცები.

დიაბეტის მქონე ქალებში, კარდიოვასკულური დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა უფრო მაღალია, ვიდრე  დიაბეტის მქონე მამაკაცებში.

 

კარდიოვასკულური დაავადებების რისკის არასათანადო შეფასება და არასათანადო მკურნალობა.

ქალები არ მიიჩნევენ კარდიოვასკულურ დაავადებას, როგორც ყველაზე დიდ საფრთხეს თავიანთი ჯანმრთელობისათვის.

ახალგაზრდა ქალები ფიქრობენ, რომ მათ უფრო მეტად ემუქრებათ კიბოს განვითარება, ვიდრე კარდიოვასკულური დაავადებები.

ქალებში ზოგიერთი სიმპტომი  სპეციფიურია და ამიტომ შხირად მათში ეს დაავადებები არადიაგნოსცირებული და არანამკურნალები რჩება. და

რისკ–ფაქტორები ქალებში

გულის დაავადებების და ინსულტის განვითარების რისკ–ფაქტორები  ძირითადად ერთი და იგივეა ქალებსა და მამაკაცებში. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი და მემკვიდრული ფაქტორი თამაშობს დიდი როლს. თუმცა დადგენილია, რომ კარდიოვასკულური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის უმრავლესი შემთხვევა დაკავშირებულია მოდიფიცირებად რისკ–ფაქტორებთან. როგორიცაა: მოწევა,  ქოლესტეროლის მაღალი დონე, არაჯანსაღი კვება, მაღალი არტერიული წნევა, სიმსუქნე და დიაბეტი.

ქალებს, რომლებიც ეწევიან, ინსულტის განვითარების გაორმაგებული რისკი აქვთ. რაც უფრო მეტ სიგარეტს მოიხმარს, რისკიც უფრო მაღალია.

ქალებში, მეორადი კვამლის ზემოქმედება 15% ზრდის გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის რისკს.

ქალები, რომელთაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა, გულის კორონარული დაავადების განვითარების 3.5–ჯერ მაღალი რისკის ქვეშ არიან,  ვიდრე ნორმალური არტერიული წნევის მქონე ქალები.

კარდიოვასკულური დაავადების პრევენცია ქალებში

 

ქალებმა, ისევე როგორც მამაკაცებმა, უნდამიმართონპრევენციული ზომებს, რათა მართონ  რისკ–ფაქტორები და თავიდან აიცილონ გართულებები. ესგულისხმობს არტერიული წნევის მონიტორინგს (დროული ჩარევის მიზნით), სისხლში გლუკოზის დონის გაკონტროლებას, ჯანსაღ კვებას, თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმას და რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას.

ქალებში ფიზიკური აქტივობა ამცირებს კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკს. ფიზიკურად არააქტიური ქალებისთვის მომგებიანი იქნება, თუ ისინი ოდნავ მაინც გაიუმჯობესებენ ფიზიკურ აქტივობას, მაგალითად კვირაში ერთი საათით ს ფეხითსეირნობის ან სხვა სახით,

ახალგაზრდა ქალებში შესაძლებელია  შემცირდეს კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკი თევზის პროდუქტების მოხმარების ხარჯზე, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკი 3–ჯერ დაბალია იმ ქალებში, რომლებიც ბავშვობის ასაკში თევზს ღებულობდნენ ერთხელ ან რამდენჯერმე კვირაში, ვიდრე იმ ქალებში, ვინც არ ღებულობდა თევზს საერთოდ.

 

 

http://www.world-heart-federation.org/press/fact-sheets/women-and-cardiovascular-disease/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s