გულის მსოფლიო დღე (2013 წელი, 29 სექტემბერი)

ულის მსოფლიო დღე, gulis msoflio dre თამბაქო-გულის დაავადებების ხელშემწყობი, tambaqo-gulis daavadebebis xelsemwyobi. fizikuri aqtivoba da gulis daavadebebi, ფიზიკური აქრივობა და გულის დაავადებები. ფიზიკური ინერტულობა და თამბაქო ინფაქტისა და ინსულტის რისკს ზრდის, fizikuri inertuloba da tambaqo infarqtisa da insulTis risks zrdisჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია  29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღეს  აღნიშნავს.  2012 წელს, 118 ქვეყნის მონაწილეობითა და ორგანიზებით  977 ღონისძიება დაიგეგმა (ყველაზე მეტი, გულის დაავადებების საწინააღმდეგო კამპანიის  ისტორიაში). 2013 წლის გულის მსოფლიო დღის მიზანია პრევენციის გზით გულ–სისხლძარღვთა დაავადებების შემცირება.

სამიზნე აუდიტორია

მსოფლიოში გულ–სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილობის წამყვანი მიზეზია. 36 მილიონი გარდაცვალებიდან   თითქმის ნახევარი არაგადამდები – ძირითადად კი გულ–სისხლძარღვთა დაავადებების  ტვირთია. 2012  წელს,  მაისში   ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციამ  მსოფლიო ასამბლეაზე , 194  ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით  ვალდებულება აიღო  არაგადამდები დაავადებების  და მათ შორის  კარდიოვასკულური დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილობა 2025 წლისთვის  25%–ით შეამცირებისა.. განსაკუთრებული აქცენტი მიმართულია  ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობაზე,  მოსახლეობის ინფორმირების გზით  გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა  და ინსულტის რისკის შემცირებისათვის. ამ დღეს,  გულის მსოფლიო ფედერაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ატარებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, როგორიცაა საჯარო საუბრები, სკრინინგი, მსვლელობა და სირბილი, სამეცნიერო შეხვედრები, სატელევიზიო შოუები, კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, სამეცნიერო ფორუმები, ფესტივალები და ა.შ. სამიზნე ჯგუფებია, ბავშვები, მოზარდები,  ზრდასრული და ხანდაზმული ადამიანები.

მსოფლიოში გულსისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. ყოველწლიურად ამ დაავადებებით 17,3 მილიონი ადამიანი იღუპება. გულსისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვლილთა 80% რეგისტრირებულია დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. გათვლებით დადგენილია, რომ 2030 წლისთვის გულსისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი 23.6 მილიონს  მიაღწევს.

გულის დაავადებებისა და ინსულტის ძირითადი რისკ–ფაქტორებია: მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ქოლესტეროლისა და გლუკოზის მაღალი დონე, თამბაქოს მოხმარება, ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი მიღება, ჭარბი წონა, სიმსუქნე და დაბალი ფიზიკური აქტივობა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისთვის. მასში გაერთიანებული 25 ინდიკატორი და 9 ნებაყოფლობითი მიზანი,რომელიც ოფიციალურად დამტკიცდა 2013 წლის მაისში. არაგადამდებ დაავადებათა  პრევენციისა და მართვისათვის აუცილებელია პრობლემისადმი სწორი მიდგომა. გულის მსოფლიო დღე ორიენტირებულია ფართო საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია  გარკვეულ სამიზნე ასაკობრივ ჯგუფებზე, რათა მოხდეს დაავადების სიხშირის  შემცირება. მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია სამთავრობო აქტივობა, თუმცა აუცილებელია საზოგადოების პასუხისმგებლობა და ჩართულობა ჯანდაცვის სისტემის მუშაკებთან ერთად.

კარდიო–ვასკულური დაავადებები საქართველოში

ქართული პოპულაციის ავადობისა და სიკვდილობის სტრუქტურაში პრიორიტეტულია კარდიო–ვასკულური დაავადებები. 10 ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას შორის პირველ ადგილზეა არტერიული ჰიპერტენზია, მისი გავრცელების მაჩვენებელი 2004–2010 წლის პერიოდში დაახლოებით 1.5 ჯერ გაიზარდა. არტერიული ჰიპერტენზია –სისხლძარღვოვანი კატასტროფების–მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის ძირითადი რისკის ფაქტორია.

საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა რისკ ფაქტორების კვლევის (STEPS 2010) შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 40%–ს 3 ან მეტი რისკის ფაქტორი აღენიშნება.

საყურადღებოა არტერიული ჰიპერტენზიის დინამიკა ბავშვებში, რომლის გავრცელების მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში 2.5–ჯერ გაიზარდა.  იუვენილურ ასაკში მაღალი არტერიული წნევის მართვის ეფექტურობა  განმსაზღვრელია ამ ინდივიდის კარდიო–ვასკულური რისკისა მოზრდილობაში.

2013 წელს, დაგეგმილია აქტივობები დედათა და ბავშვთა შორის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების სათანადო შეფასებისა და მართვის გაუმჯობესების მიმართულებით ,  დაავადების ტვირთისა და  გულის დაავადებებითა და ინსულტით სსიკვდილობის 25%–ით შესამცირებლად2025 წლისათვის. სწორი მიდგომა საშუალებას მოგვცემს დავიცვათ მომავალი თაობები არაგადამდები დაავადებებისაგან. ეს შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის  პოპულარიზაციითა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდით. გულ–სისხლძარღვთა დაავადებები გვევლინება ნომერ პირველ მკვლელად ქალებში. თუმცა,ხშირად ისინი  არ აფასებენ ინვალიდობისა და სიკვდილობის  რისკს  გულის დაავადებებისა, ან ინსულტის შემთხვევაში.

რისკ–ფაქტორების შემცირება შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესით. ფიზიკური აქტივობა,  ჯანსაღი კვება და თამბაქოზე უარის თქმა  ქალებს შორის სასურველია არა მხოლოდ მათი, არამედ მათი შვილების ჯანმრთელობისათვის,   იმისათვის,  რომ დავიცვათ მომავალი თაობა გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისაგან.  მშობლების საქციელი წაახალისებს   მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დახმარებით  შეინარჩუნონ ჯანმრთელი გული ბავშვობიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

http://www.world-heart-federation.org/publications/heart-beat-e-newsletter/heart-beat-march-2013/world-heart-federation-activities/world-heart-day-29-september-2013/

http://ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=419

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s