ქალი, ფიზიკური აქტივობა და გულის დაავადებები[i]

ჯდომა: არ არსებობს ამაზე მარტივი გზა გულის დაავადებებისაკენ. ასე რომ: მჯდომარე ცხოვრების წესმა შეიძლება მიგიყვანოთ მძიმე გართულებებამდე .

 დროა იმოძრაოთ!

lovemyheartალბად ადრეც გსმენიათ, რომ ფიზიკურ ინერტულობამ შესაძლოა გამოიწვიოს: სისხლის თვისებების ცვლილება, მაღალ არტერიულ წნევა, გულის კუნთის ინფარქტი,  თავის ტვინი ინსულტი და გულთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები. მეორეს მხრივ,   ფიზიკურად აქტივობა ,საშუალებას მოგვცემს სისხლის არტერიული წნევის  მაღალი ციფრების შევამცირებისა სულ მცირე 4-9 მმ. ვწს-ით (რასაც ხშირად ანტიჰიპერტენზიული საშუალებების დახმარებით ძნელად  ვაღწევთ) და გავზარდოთ სისხლში სასარგებლო ქოლესტეროლის დონე. ქალების №1 მკვლელი გულის დაავადებების რისკი, რეგულარული საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობის დახმარებით   30-40%-ით    ,  ხოლო  ინსულტის  25%–თ მცირდება.  სიახლეა არა? ასეა?

თუ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას ყოველდღიურ ცხოვრების წესად დანერგავთ, გარდა ჯანმრთელი გულისა, გექნებათ:

•  უფრო მეტი ენერგია,

•  ნაკლები სტრესი, დაძაბულობა, დეპრესია და შფოთვა,

•  უკეთესი საერთო განწყობა,

•  კარგი ძილი,

•   კუნთებიში მომატებული ძალა.

•  შანსი– ძვლების ნაადრევი განლევის თავიდან აცილებისა

•  ასაკთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების დიდი ხნით გადავადების ან თავიდან აცილების შესაძლებლობა

 ფიზიკურად აქტიურობა შესაძლებელია ისე,რომ არ გახდეთ სპორტდარბაზებზე დამოკიდებულნი!

ყოველ ერთ საათში რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით,  დაახლოებით ორი საათით იხანგრძლივებთ სიცოცხლეს, მაშინაც კი თუ აქამდე არ გივარჯიშიათ და ახლა იწყებთ ვარჯიშს.

ასე, რომ დაიწყეთ მოძრაობა!

სულ მცირე დღეში 30 წუთით ვარჯიში  და თქვენ: გულის ჯანსაღი  ცხოვრების წესით ცხოვრების გზაზე დგახართ!

თუ თქვენ ახლახან გადაწყვიტეთ გახდეთ ფიზიკურად უფრო აქტიური, სინჯეთ ზომიერინტენსიური ფიზიკური აქტივობა, მაგალითად: ჩქარი სიარული, კიბეზე ფეხით ასვლა-ჩამოსვლა ესკალატორით და ლიფტით სარგებლობის ნაცვლად.

თუ აუზზე და სპორტდარბაზებზე ხელი არ მიგიწვდებათ, არ ინერვიულოთ. ფიზიკური აქტივობის საშუალებით  თქვენს სხეულს მისცემთ საშუალებას  იმოძრაოს და დაწვას კალორიები სახლში თუ გარეთ,  სირბილის, ველოსიპედით სეირნობის, ჩოგბურთის თამაშის, ძაღლის გასეინების, ბაღში მუშაობის ან ცეკვის დროს. ის არ უნდა იგრძნობოდეს, როგორც მძიმე დატვირთვა.

თუ ფიქრობთ, რომ 30 წუთი ცოტაა, მაშინ თავისუფალ დროს ტელევიზორთან ჯდომის ნაცვლად ადექით და იმოძრავეთ! უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ საშუალო ასკის ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიზიკურად უფრო აქტიურები იყვნენ და არიან, სისხლძარღვების პათოლოგიების დაბალი მაჩვენებლები აქვთ. ასეთ ადამიანებს კი, როგორც წესი გულის დაავადებების განვითარების ძალიან დაბალი რისკი გააჩნიათ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s