გინეკოლოგიური კიბო

08 3 ni (27)კიბოს გლობალური კვლევის საერთაშორისო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კიბოს აღრიცხული 5,1 მილიონი ახალი შემთხვევების 19-%-ს გინეკოლოგიური კიბო წარმოადგენს.  მთელ მსოფლიოში, 2002 წელს გინეკოლოგიური კიბოს პრევალენტობის შემთხვევები (5 წლის მანძილზე) წარმოადგენდა 13 მილიონს;  სიკვდილიანობის შემთხვევები 2,9 მილიონს.

საშვილოსნოს ყელის კიბო: მსოფლიოში ყოველწლიურად, საშვილოსნოს ყელის კიბოს 500,000 ახალი შემთხვევა ვლინდება და 275,000  ქალის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ხდება. ეს დაავადება, რომლის პრევენცია შესაძლებელია, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ქალებს შორის, სიკვდილის მეორე წამყვან მიზეზს  წარმოადგენს.

დკ&სჯეც-ის (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012  წლის ბოლოს საქართველოში სულ დარეგისტრირდა საშვილოსნოს ყელის კიბოს 1673 შემთხვევა, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობის 7,5%-ს წარმოადგენს. მთელი წლის განმავლობაში გარდაიცვალა 91 ქალი, რაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 3,9%-ია. პრევალენტობა 100 000 მოსახლეზე შეადგენდა 71,2-ს.

2012 წელს გამოვლინდა საშვილოსნოს ყელის კიბოს 189 ახალი შემთხვევა- ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების 19,4%. ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე ტოლი იყო 8,0-ის.

ჯანმოს,  გაერთიანებული ერების, მსოფლიო ბანკისა და IARC GLOBOCAN პროექტის  მონაცემებით, დაავადების განვითარებისათვის „ყველაზე საშიშ ადგილად აფრიკა ითვლება“. საშვილოსნოს ყელის კიბოს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აფრიკის ათ ქვეყანაში გამოვლინდა. შემდეგ ადგილზე ინდოეთია, სადაც  საშვილოსნოს ყელის კიბოს სიკვდილიანობის გლობალური მაჩვენებლის 27-% დაფიქსირდა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ავადობისა და  სიკვდილობის მაჩვენებლების შემცირების ყველაზე ეფექტურ პროგრამებად მიჩნეულია: ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საშვილოსნოს ყელის დაავადებების პრევენციას და სკრინინგის პროგრამა, რომელიც თავის მხრივ აღნიშნული დაავადებების  დროული გამოვლენისკენაა მიმართული.

საშვილოსნოს კიბო:

გინეკოლოგიური კიბოს მეორე, მნიშვნელოვან ტიპს საშვილოსნოს ტანის კიბო, ანუ საშვილოსნოს კიბო წარმოადგენს. ის ხშირად განკურნებადია, თუ დროულად მოხდება დაავადების გამოვლინება.

ენდომეტრიუმის კიბო – საშვილოსნოს კიბოს ყველაზე გავრცელებულ ტიპს მიეკუთვნება. საშვილოსნოს კედლიდან შესაძლებელია სარკომა განვითარდეს. 2008 წელს, მსოფლიოში, საშვილოსნოს კიბოს დაახლოებით 287,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დკ&სჯეც-ის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წელს საქართველოში გამოვლინდა საშვილოსნოს კიბოს  1034  შემთხვევა, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობის 4,6%-ს წარმოადგენს. მთელი წლის განმავლობაში გარდაიცვალა 56 ქალი, რაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 2,4%-ია. პრევალენტობა 100 000 მოსახლეზე შეადგენდა 44,0-ს.

2012 წელს გამოვლინდა საშვილოსნოს კიბოს 106 ახალი შემთხვევა,-რაც ახალი შემთხვევების  2,5%-ია. ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე ტოლი იყო 4,5-ის.

საკვერცხეების კიბო:

საკვერცხეების კიბო გინეკოლოგიური კიბოს მესამე ძირითად სახეს წარმოადგენს და განვითარებულ ქვეყნებშიც კი დღემდე  იწვევს ლეტალობას. 2008 წელს, მსოფლიოში, საკვერცხეების კიბოს დაახლოებით 225,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და იმავე წელს 140,000 სიკვდილის შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

დკ&სჯეც-ის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012  წელს-საქართველოში დაფიქსირდა საკვერცხეების კიბოს 801 შემთხვევა, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობის 3,6%-ს შეადგენს. მთელი წლის განმავლობაში გარდაიცვალა 55 ქალი, რაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 2,3%-ია. პრევალენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე შეადგენდა 34,1-ს.

2012 წელს გამოვლინდა საკვერცხეების კიბოს 126 ახალი შემთხვევა, რაც ახალი შემთხვევების რაოდენობის 3%-ია. ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე 5,4-ის ტოლი იყო.

ვაგინალური და ვულვალური კიბო:

ვაგინალური და ვულვალური კიბო, უმეტეს შემთხვევაში გარეთა სასქესო ორგანოების შიგნითა კიდეებზე ვითარდება. ზოგადად, ეს სიმსივნეები იშვიათად გვხვდება და მათი ინციდენტობისა და სიკვდილიანობის გლობალური აღრიცხვა ნაკლებად ხელმისაწვდომია.

დამატებითი ინფორმაცია გინეკოლოგიური კიბოს სკრინინგის, პრევენციისა და მკურნალობის შესახებ შეგიძლიათ მოიპოვოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:

http://www.foundationforwomenscancer.org/types-of-gynecologic-cancers/

http://www.cdc.gov/cancer/gynecologic/index.htm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s