ინფორმაცია კიბოს პრევენციასა და სკრინინგის პროგრამის შესახებ

კიბოკიბო აღარ წარმოდგენს უკურნებელ სენს თუ მისი გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და მკურნალობა ადრეულ ეტაპზე მოხდა. ამისათვის მნიშვნელოვანია დროულად ჩაიტაროთ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები.

დროული და რეგულარული გამოკვლევებით, თქვენ შეძლებთ:

არ მისცეთ დაავადებას ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშუალება;

  • სრულიად განიკურნოთ სიმსივნის ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში;
  • მშვიდად განაგრძოთ ჯანმრთელობის კონტროლი.

სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა.

თუ ხართ 40-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით 2 წელიწადში ერთხელ, თქვენ უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები:

მამოლოგის კონსულტაცია:

  • მამოგრაფია;
  • ექოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში)
  • ციტოლოგია (საჭიროების შემთხვევაში)

რა არის მამოგრაფია?

მამოგრაფია გულისხმობს სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიურ კვლევას. კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, განკურნება 100-დან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი!

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღმოაჩენთ:

სიმსივნურ წარმონაქმნს ძუძუში ან იღლიის ფოსოში, ძუძუს კანის სიწითლეს ან სიმხურვალეს, ლიმონის ქერქისებურ კანს, ძუძუს კანის შეჭმუხვნას, უჩვეულო ტკივილს ძუძუში, წვას და სიწითლეს დვრილის არეში, დვრილის ჩაბრუნებას, სისხლიან ან სხვა სახის გამონადენს დვრილიდან.

თუ ხართ 25-დან 60 წლამდე  ასაკის საქართველოს მოქალაქე, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით 3 წელიწადში ერთხელ, თქვენ უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები:

 PAP-ტესტი

  • კოლპოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში)
  • ბიოფსია (საჭიროების შემთხვევაში)

რა არის PAP-ტესტი და კოლპოსკოპია?

 PAP-ტესტი საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს, კოლპოსკოპია კი საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპით დათვალიერებას. კვლევის ამ მეთოდებით ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა. ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად კი, კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი!

 დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო ნიშნის შემჩნევისთანავე, საშვილოსნოდან სისხლდენა იქნება ეს, სხვა სახის პათოლოგიური გამონადენი თუ მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

გახსოვდეთ:

ადრეულ სტადიაზე, როცა წარმონაქმნის ზომა მცირეა, კიბოს დამარცხება შესაძლებელია!

როგორ ჩავერთო სკრინიგის პროგრამაში?

 დარეკეთ ეროვნული სკრინიგ-ცენტრის საინფორმაციო სამსახურის ტელეფონის ნომერზე (2 203 535), რომელზეც მიიღებთ ინფორმაციას იმ კლინიკების შესახებ, სადაც კიბოს სკრინინგის პროგრამა მოქმედებს. საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად,  შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის ტერიტორიულად ხელსაყრელი სამედიცინო დაწესებულება და იქ ჩაიტაროთ გამოკვლევები.

დაავადების ადრეული გამოვლენა გადარჩენილი სიცოცხლეა, ისარგებლე სკრინინგის უფასო პროგრამით!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s