გლობალ-თონი (გლობალური მარათონი)-ქალთა გინეკოლოგიური კიბოს წინააღმდეგ 2013

კიბო სკრინინგიკვირას, 2013 წლის 29 სექტემბერს, გინეკოლოგიური კიბოთი დაავადებული მილიონობით ქალისა  და დაზარალებული ოჯახების სოლიდარობის ნიშნად მოეწყო 80 ქვეყნის მონაწილეთა მსვლელობა. ადამიანები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, აშშ, ჩინეთი, ავსტრია, ანტარქტიდა, პერუ, სამხრეთ კორეა შეუერთდნენ გინეკოლოგიური კიბოს პირველ საერთაშორისო მარათონს.

გინეკოლოგიური კიბო არ აძლევს ქალს თვითმყოფადობის, არჩევნის საშუალებას.

მთელ მსოფლიოში, ყოველწლიურად, საკვერცხეების კიბოს მიზეზით 230,000 მილიონზე მეტი ქალი ავადდება და 140,000 კვდება.

საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებულთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში, ამასთან ბოლო 30 წლის მანძილზე გაცილებით მაღალია ინციდენტობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები.

ეს „ჩუმი და მკვლელი დაავადებები“ მთავარი და გლობალური პრიორიტეტია.

პრობლემის  მასშტაბურობა

გლობალური სტატისტიკის საერთაშორისო  სააგენტოს  კვლევით, კიბოს 5 100 000  შესწავლილი  ახალი  შემთხვევიდან 19%–ს გინეკოლოგიური კიბო წარმოადგენს. 2008 წლის მონაცემებით, გამოვლინდა საშვილოსნოს ყელის კიბოს 493 000 ახალი და სიკვდილობის 273 000 შემთხვევა; საშვილოსნოს კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა შეადგენს  199 000-ს, სიკვდილობის- 50 000-ს.  საკვერცხეების კიბოს შემთხვევაში  204 000 ახალი და  და 125 000 სიკვდილობის შემთხვევა დაფიქსირდა; საშოს, ვულვის კიბოსა და ქორიოკარცინომის შემთხვევები ერთად 45 900-ია.  საშვილოსნოს ყელის კიბოს 80%–ზე მეტი განვითარებად  ქვეყნებში გამოვლინდა, ხოლო საშვილოსნოს  კიბოს  2/3  განვითარებულ ქვეყნებში.

მარათონი მოქმედებისაკენ მოუწოდებს ადვოკატირების ჯგუფებს, ჯანდაცვის პროფესიონალებს,  ფართო  საზოგადოებას  პრობლემის  აღმოსაფხვრელად, რათა გლობალური ძალისხმევა მიმართონ მოსახლეობის  ცნობიერებისა და განათლების ამაღლებისაკენ.

მარათონი არის უპრეცედენტო, საერთაშორისო მოწოდება, რომელიც ცდილობ მთელ მსოფლიოში ხელი შეუწყოს გინეკოლოგიური კიბოს აღმოფხვრას.

შემოგვიერთდით! 

 მარათონი  საერთაშორისო მოძრაობაა, რომელიც მთელ მსოფლიოს აერთიანებს გინეკოლოგიური კიბოს (ქალთა სიმსივნეების) წინააღმდეგ ბრძოლაში. ადვოკატირების ჯგუფები, ჯანდაცვის პროფესიონალები, პირები, რომლებიც კიბოთი იყვნენ დაავადებული და მთლიანად საზოგადოება ძალისხმევას არ  დაიშურებს, რათა ხელი შეუწყონ მთელ მსოფლიოში საზოგადოების ცნობიერებისა და განათლებისა დონის ამაღლებას. გინეკოლოგიური კიბოს მთავარი მიზეზი და სირთულე  არის ის, რომ ქალებში დროულად არ ხდება სიმპტომების ამოცნობა. რაც უფრო ხმაურიანი იქნება მარათონი, ქალები მით უფრო მეტად მიაქცევენ  ყურადღებას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაავადების ადრეულ ეტაპზე მიმართავენ ექიმს, რათა დროულად განიკურნონ. ცნობიერების ამაღლება ასევე  ხელს შეუწყობს დაფინანსების მოპოვებას პაციენტის მოვლისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის კვლევის ჩატარებისთვის; ეს კი მთელი მსოფლიოს მეცნიერებს დაეხმარება სიმსივნური მუტაციების განადგურებისა და საბოლოოდ სიმსივნური უჯრედების ჩამოყალიბების თავიდან აცილებაში.

ქალების ინფორმირებულობის დაბალი დონის გამო გინეკოლოგიური კიბო ხშირად  სიკვდილის მიზეზი ხდება. დაავადების საწყის ეტაპზე ქალები ვერ აცნობიერებენ, იგნორირებას უკეთებენ არსებულ სიმპტომებს; შორსწასულ შემთხვევებში კი მკურნალობა უშედეგოა. გარდა ამისა, გინეკოლოგიური კიბოს ამოცნობის სირთულეს წარმოადგენს ის, რომ სხვა ნაკლებად სერიოზული პრობლემების მსგავსი სიმპტომატიკით ხასიათდება. განათლებისა და ცნობიერების ამაღლების შედეგად დაავადების გამოვლენა ადრეულ ეტაპზე ხდება, რასაც მოყვება ეფექტური მკურნალობა.

 გინეკოლოგიურ კიბოსთან ბრძოლის ძირითად გზას (გასაღებს) მისი ადრეული გამოვლენა წარმოადგენს.

იცოდეთ ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ:

 მუცლის შებერვის, სისხლდენის, გამონადენის, ქავილის ან სხვა მსგავსი სიმპტომების არსებობისას აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 საშვილოსნოს ან ენდომეტრიუმის კიბოს ადრეულ ნიშნებსა და სიმპტომებს წარმოადგენს:

  • მენოპაუზის შემდგომი სისხლდენები საშოდან (ვაგინალური სისხლდენები)
  •  არარეგულარული ვაგინალური სისხლდენები მენოპაუზამდე

საკვერცხეების კიბოს ადრეული სიმპტომებია:

  • მენჯის ღრუში ზეწოლის შეგრძნება
  • მუცლის შებერვა
  • კუჭ-ნაწლავის მოქმედების გაუარესება
  • პერიოდული ვაგინალური სისხლდენები
  • სისხლდენა სქესობრივი კავშირის დროს
  • მძაფრი სუნის, დამახასიათებელი ფერის, ჭარბი ვაგინალური გამონადენი

ვულვალური კიბოს ადრეული ეტაპისათვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • გარეთა სასქესო ორგანოების (ვულვის) ქავილი
  • წვისა და ტკივილისა შეგრძნება
  • ვულვის კანის ფერის ცვლილება

სიმპტომებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ „ქალების კიბოს ფონდის“ ვებ-გვერდს ან უყურეთ ვიდეოს.

http://www.foundationforwomenscancer.org/types-of-gynecologic-cancers/

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s