საინტერესო ფაქტები ხანდაზმულებზე[i]

დაბერება, მოხუცი, მოხუცებულობა, ჯანმრთელობაჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) პროგნოზით: 2000 წლიდან 2050 წლამდე მსოფლიოში 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა 11%-დან 22%-მდე გაიზრდება. სავარაუდოდ, აბსოლუტური რიცხვი 60 წლის და მეტი ასაკის  მოსახლეობის 605 მილიონიდან 2 მილიარდი გახდება.

მსოფლიოში, როგორც არასდროს იმდენი 80-დან 90 წლამდე მცხოვრები ადამიანი იქნება. 80 წლის და მეტი ასკის ადამიანები 2050 წლამდე 395 მილიონი გახდება (თითქმის 4-ჯერ გაიზრდება). საშუალო ასაკის და ხანდაზმულ ადამიანებსაც კი შეიძლება ჰყავდეთ ცოცხალი მშობლები. ბევრ ბავშვს ექნება საშუალება იცნობდეს სამი-ოთხი წინა თაობის ბაბუებსა და ბებიებს.

ჩვენი დაბერება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული

ადამიანის ბიოლოგიური სისტემის ფუნქციონალური პოტენციალი სწრაფად იზრდება სიცოცხლის პირველ წლებში, პიკს აღწევს ადრეული ახალგაზრდობის ასაკში და შემდეგ ბუნებრივია თანდათან კლებულობს. მთელი სიცოცხლის მანძილზე პოტენციალის კლების ტემპი  ნაწილობრივ  ჩვენს ქცევებსა და ზოგიერთი ფაქტორის ურთიერთქმედებაზეცაა დამოკიდებული. ამ ფაქტორებში იგულისხმება ის, თუ რითი ვიკვებებით, ფიზიკურად რამდენად აქტიურნი ვართ, გვაქვს თუ არა  მავნე ჩვევები: მაგალითად თამბაქოსა და ტოქსიური ნივთიერებების მოხმარება,  ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება.

ხანდაზმულთა უმრავლესობა უფრო არაინფექციური ქრონიკული დაავადებებით იღუპება, ვიდრე ინფექციური და პარაზიტული პათოლოგიებით. როგორიცაა: გულის დაავადებები, კიბო, დიაბეტი,  ინსულტი. ძალიან ხშირია, როცა ერთ ადამიანს ერთდროულად რამდენიმე ჯანმრთელობის პრობლემა აღენიშნება: მაგალითად დიაბეტი და გულის დაავადება.

სამწუხაროდ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ აწყდებიან ხანდაზმულები საზოგადოებისა და ოჯახის მხრიდან სხვადასხვა ფორმით ცუდ დამოკიდებულებას.  მსგავსმა დამოკიდებულებამ კი ისინი შეიძლება ფიზიკურ და ხანგრძლივ ფსიქოლოგიურ ტრავმებამდე მიიყვანოს.

 გრძელვადიანი ზრუნვის საჭიროება იზრდება.

რადგან დემენციის განვითარების რისკი  ასაკის მატებასთან ერთად იზრდება,  სიცოცხლის გახანგრძლივების პარალელურად პროგნოზის მიხედვით: 2050 წლისათვის 4-ჯერ გაიზრდება იმ ასაკის ხანდაზმულთა რიცხვი, რომლებიც  დამოუკიდებელი ცხოვრების უნარს კარგავს  სხვადასხვა ფიზიკური თუ გონებრივი პრობლემების გამო. მათ უმრავლესობას სჭირდება სხვადსხვა ფორმით ხანგრძლივი მოვლა:  ოჯახში, მოხუცებულთა სახლში, თუ  ჰოსპიტალიზაციის დროს. საზოგადოება მზად უნდა იყოს ღირსეულად შეასრულოს მათ წინაშე თავისი მოვალეობა.

ხანდაზმულების მისაბაძი მაგალითები

საგანგებო სიტუაციების დროს ხანდაზმულები შეიძლება განსაკუთრებულად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ვერ შეძლონ თავის დაღწევა სტიქიური უბედურებისა თუ შეიარაღებული კონფლიქტების ზონებიდან.  მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული საგანგებო სიტუაციების დროს აღინიშნა ბევრი მაგალითი თუ, როგორ ღირებულ რესურს წარმოადგენენ ხანდაზმულები ასეთ სიტუაციებში და მათ არამარტო თავის გადარჩენა შეძლეს, არამედ საზოგადოებასაც გაუწიეს დახმარება. მაგალითისთვის საკმარისია გავიხსენოთ:   ბანგლადეშში 2007 წელს ციკლონის შემდეგ ხანდაზმულთა კომიტეტმა აქტიური როლი შეასრულა საზოგადოებისა და ოჯახების წინაშე, არცთუ მცირე რისკის ფასად, ჰუმანიტარული ტვირთის მისაღებად გამოავლინეს დაზარალებულები, შეადგინეს სიები და ადგილებზე ჩაატარეს მათი რეგისტრაცია. 2011 წელს იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ხანდაზმულებმა და პენსიონერებმა ბირთვული ავარიის ადგილებში,  მოხალისეებად შესთავაზეს  სამსახური მთავრობას იმ მოტივით, რომ არ ეშინოდათ  რადიაციული ზემოქმედების გრძელვადიანი ეფექტის თავიანთი ასაკის გამო[ii].

წყარო:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s