რა უნდა ვიცოდეთ ჯილეხზე

jilekhiჯილეხი (ციმბირული წყლული)-მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს დაავადებული ცხოველებიდან გადაეცემა. ჯილეხით ძირითადად  გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, თხა, ცხვარი, ღორი, ცხენი. ინფიცირებული ცხოველი გარემოში შარდითა და ფეკალიებით გამოყოფს დაავადების გამომწვევს. იგი ნიადაგში სპორებად (სპორა ბაქტერიის გამრავლების თვალით უხილავი, მიკროსკოპული სტრუქტურაა, კარგად უძლებს გარემოში სხვადასხვა ქიმიურ და ფიზიკურ ზემოქმედებას) გარდაიქმნება და წლობით ინარჩუნებს დაავადების გამოწვევის უნარს.

ადამიანი ავადდება  ინფიცირებულ ცხოველთან ან ცხოველურ პროდუქტებთან  (ტყავი, ბეწვი, მატყლი, ხორცი და ა.შ.) კონტაქტიდან პირველი 2-3 დღის განმავლობაში. ეს შესაძლებელია მოხდეს დაავადებული ცხოველის მოვლის, ხორცის, ტყავის, ბეწვის, მატყლის, ძვლის ან სხვა პროდუქტის დამუშავების დროს. ჯილეხის სპორას ვერ ანადგურებს  ხორცის დამარილება, შებოლვა, გამოშრობა ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიები.

რა ნიშნები ახასიათებს ჯილეხს?

ჯილეხით ადამიანი შიძლება დაავადდეს  რამდენიმე ფორმით:

 კანის ფორმა – ვითარდება დაზიანებულ კანში (ჭრილობა, ნაკაწრი) მიკრობის მოხვედრისას. ამ ფორმისათვის დამახასიათებელია უმტკივნეულო წყლული, შავი ფერის ფუფხით, შესიება. დაგვიანებული მკურნალობა ზოგჯერ უშედეგოა და მთავრდება სიკვდილით.

გასტროინტესტინური (კუჭ-ნაწლავის) ფორმა-ჯილეხით დაავადებული ცხოველის ხორცის საკვებად გამოყენებისას ვითარდება პირველ 7 დღეში. ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მუცლის ძლიერი ტკივილი, სისხლიანი ფაღარათი და ღებინება.

ხახის (ოროფარინგული) ფორმა – ვითარდება დაავადებული ცხოველის ხორცის საკვებად გამოყენებისას. ზოგჯერ გვხვდება კუჭნაწლავის ან/და კანის ფორმასთან ერთად. ახასიათებს წყლული პირის ღრუში ენაზე ან ხახაში, შეშუპება კისრის არეში და ცხელება.

ფილტვის (ინჰალაციური) ფორმა – ვითარდება მიკრობების შესუნთქვით დაავადებული ცხოველის ტყავის ან ბეწვის, იშვიათად ნიადაგის დამუშავებისას. ახასიათებს სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, ცხელება.

თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ  ჯილეხი დაგემართათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს გახსოვდეთ-ექიმთან დროულ მიმართვას გადამწყვეტი მნიშვნელო აქვს თქვენი ჯანმრთელობისათვის!  ან დარეკეთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505

ჯილეხის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, როგორც წესი, არ ხდება.

როგორ ავიცილოთ თავიდან ჯილეხით ინფიცირება?

ცხოველების დროული ვაქცინაცია (!). თუ შინაური პირუტყვი აცრილია ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით დაავადების საშიშროება პრაქტიკულად აღარ არსებობს.

დაუშვებელია ჯილეხით ინფიცირებული ცხოველის დაკვლა (იმ ადგილას სადაც დაავადებული ცხოველი დაიკვლება ჯილეხის ახალი კერა გაჩნდება!),  ხორცის ან სხვა პროდუქტების დამუშავება, საკვებად გამოყენება ან გაყიდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნით არამარტო თქვენს, არამედ მრავალი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

თუ თქვენს შინაურ პირუტყვს შეამჩნევთ ჯილეხით დაავადების საეჭვო ნიშნებს (წყურვილი, მადის დაკარგვა, ქოშინი, კუჭის აშლა, ცხვირისა და პირის ღრუდან სისხლნარევი ქაფისებრი გამონადენი), სასწრაფოდ აცნობეთ ვეტიიერინარს, მანამდე მოახდინეთ მისი იზოლაცია სხვა ცხოველებისაგან, რათა მაქსიმალურად შეძლოთ დანარჩენი პირუტყვის გადარჩენა. ნუ გადააგდებთ პირუტყვის ლეშს.  გადაგდება იწვევს ჯილეხის ახალი კერების წარმოქმნას, რაც სხვა ცხოველებისა და ადამიანების დაავადების რისკს ზრდის. ამიტომ, ნუ დააგდებთ მას უმეთვალყუროდ, მიმართეთ სპეციალურ სამსახურს, რომელიც სპეციალური წესების მიხედვით გააუვნებელყოფს მას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s