ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული , 20-26 ოქტომბერი

2013  წლის 20-26 ოქტომბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია(WHO) აღნიშნავს

 

ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეულ

 

1382033_531745050246763_1561366806_nტყვია კარგად ცნობილი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებაა.მას აქვს უნარი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას  და გამოიწვიოს ფართო სპექტრის   ჯანმრთელობის დარღვევები, მათ შორის ნევროლოგიური ხასიათის, ანემია, დაღლილობა და კუნთების სისუსტე, დამბლა, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება და  სხვა.

ჯანმრთელობის მსოფლიოორგანიზაცის (WHO)  შეფასების თანახმადტყვიის ექსპოზიციის შედეგად განვითარებულიდაავადებები შეადგენს დაავადებათა გლობალურიტვირთის 0.6%-ს. დაავადებათა ტვირთი  განსაკუთრებით მაღალია განვითარებადქვეყნებში.   

 

ჯერ კიდევ არსებობს ტყვიისგარემოში გამოყოფის სხვადასხვა  წყარო, ისეთი,როგორიცაა ბენზინი, საწარმოო პროცესები, საღებავების წარმოება, ზოგიერთი საკონსერვოქილები, ტყვიის შემცველი ძველი წყლის მილები. სისხლში ტყვიის დონის შემცირება  ჯერ კიდევ აუცილებლობას წარმოადგენს, რადგანაც  ტყვიის უსაფრთხო დონე ბავშვებში და ფეხმძიმე ქალებშიარ არის ცნობილი.

 

ტყვიით მოშხამვის გლობალურიპრევენციის მიზნით,  განსაკუთრებით კი საღებავებისგანტყვიის ექსპოზიციის პრევენციის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ერთობლივად გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგარემოს დაცვის პროგრამასთან (UNEP)  შექმნასაღებავებიდან ტყვიის ელიმინაციის გლობალური ალიანსი (GALEP). მასში გაერთიანებულია შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისცენტრი (US CDC), შეერთებული შტატების გარემოცდაცვის სააგენტო (US EPA) და  პედიატრების საერთაშორისო ასოციაცია. ასევე, WHO და UNEP. GALEP–ის მიზანია უმრავლესქვეყნებში  2020 წლამდე მოახდინოს საღებავებიდანტყვიის ელიმინაცია.

 

ცნობიერების ამაღლებისმიზნით ტყვიით მოწამვლის შესახებ, ქვეყნებისა და პარტნიორების ძალისხმევის გასაძლიერებლადბავშვების ტყვიით მოწამვლის პრევენციასთან დაკავშირებით და  საღებავებში ტყვიის აღმოსაფხვრელად ქმედითი მოქმედებებისმოსაწოდებლად, WHO და GALEP ხელს უწყობს ტყვიითმოწამვლის პრევენციის  საერთაშორისო კამპანიას.

 

კვირეული ერთდროულად მიმდინარეობსსხვადასხვა ქვეყნებში. დაგეგმილ ღონისძიებათა მრავალფეროვნება ასახავს ქვეყნების პრიორიტეტებსტყვიით მოშხამვის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისევროპის წევრ ქვეყნებსაც მოიცავს. საქართველოც უერთდება კვირეულისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s