შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკის ფაქტორები

Person's Hands Pricking Their Finger with a Glaucometerთქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების მომატებული რისკი  , თუ:

  • ხართ 45 წლის ან უფროსი ასაკის,
  • გაქვთ ჭარბი წონა,
  • თქვენს უახლოეს ნათესავს (დედა, მამა, და, ძმა) აქვს/ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი ტიპი2
  • კვირის განმავლობაში სამ დღეზე ნაკლები ხართ ფიზიკურად აქტიური,
  • ერთხელ მაინც იმშობიარეთ  4,5 კგ -ზე მეტი წონის ნაყოფით,
  • გქონდათ დიაბეტი ორსულობის დროს (გესტაციური დიაბეტი)

რა შეგიძლიათ გააკეთოთ?

როგორც მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებს,  ცხოვრების ჯანსაღი  წესის დამკვიდრებას (რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ბალანსირებული კვება, თამბაქოსა და ალკოჰოლის  მოხმარებაზე უარის თქმა),  შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკი. შაქრიანი დიაბეტი  ტიპი 2-ის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზი სიმსუქნეა.

როგორ შევამციროთ დიაბეტით ავადობის ტვირთი?

უბრალოდ უნდა დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ეს დაგვეხმარება შევამციროთ დიაბეტი ტიპი 2-ის  განვითარების რისკი:

•      შევინარჩუნოთ სხეულის ნორმალური წონა.

•      ვიყოთ ფიზიკურად აქტიურნი – კვირაში 3-5 დღე 30 წუთი უნდა დავუთმოთ ზომიერი ინტენივობის ფიზიკურ აქტივობას. წონის შესანარჩუნებლად სასურველია დამატებითი ფიზიკური აქტივობაც.

•      მივიღოთ ჯანსაღი საკვები, ხილი და ბოსტნეული კვირაში არანაკლებ 3-5 დღე. ყოველდღიურ კვებით რაციონში შევამციროთ შაქრისა და გაჯერებული ცხიმების მოხმარება.

•      უარი ვთქვათ თამბაქოზე, მოწევა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია  დიაბეტის პრევენციისათვის კვლავ ყურადღებას ამახვილებს იმ მიმართულებებზე, რომლებიც როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყველაზე ეფექტური და ადვილი გზაა დიაბეტის განვითარების რისკის შესამცირებლად. ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით  371[ii] მილიონი ადამიანია დიაბეტით დაავადებული და თუ არ გატარდება დიაბეტთან ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ 20 წელიწადში ეს რიცხვი გაორმაგდება.[iii]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s