„დავამსხვრიოთ მითები“ – კიბოს მსოფლიო დღე 2014

კიბო სკრინინგიკიბოს მსოფლიო დღე  2014 (4 თებერვალი, 2014) აგებულია გასული წლების კამპანიის წარმატებებზე და ფოკუსირებულია კიბოს მსოფლიო დეკლარაციის მე-5 მიზანზე: საზიანო მითებისა და გაუგებრობების ელიმინაცია კიბოს შესახებ, სლოგანით: „დავამსხვრიოთ მითები“.

კიბოს მსოფლიო დღის საკოორდინაციო ჯგუფის რჩევით კამპანიის ძირითადი სამიზნე შემდეგი მითებია:

მითი 1: საუბარი კიბოს შესახებ არ არის საჭირო

სინამდვილე: მართალია, კიბო საკმაოდ მძიმე თემაა სასაუბროდ, თუმცა დაავადებაზე ღია დისკუსიამ ზოგიერთ კულტურებსა და საზოგადოებაში შესაძლოა გააუმჯობესოს კიბოს გამოსავალი ინდივიდების, საზოგადოებისა და ქვეყნის დონეზე.

მითი 2: სპეციფიკური სიმპტომები ან ნიშნები კიბოს არ გააჩნია

სინამდვილე: კიბოს მრავალ სახეობას გააჩნია წინასწარი „გამაფრთხილებელი“ სიმპტომები ან ნიშნები, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევს.

მითი 3: ვერაფერს შევძლებთ კიბოს წინააღმდეგ

სინამდვილე:  არის ბევრი ღონისძიება რომელიც შესაძლოა ჩატარდეს ინდივიდუალურ, თემის ან ქვეყნის დონეზე,  ამასთან, საჭიროა სწორი სტრატეგიული მიდგომები და მესამე, ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია შესაძლებელია.

მითი 4: ადამიანებს არ გამაჩნია კიბოს მკურნალობის უფლებები

სინამდვილე:  ყველა ადამიანს აქვს უფლება მოითხოვოს ეფექტური მკურნალობა და მომსახურება მიუხედავად მისი სოციალური წარმოშობისა და ფინანსური მდგომარეობისა.

http://www.uicc.org/world-cancer-day-2014-debunk-myths

 

კიბოს მსოფლიო დეკლარაცია, 2013[1]

კიბოს მსოფლიო დეკლარაცია, რომელიც შექმნილია კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანების (UICC) მიერ, მთავრობის ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სიტემაში პოლიტიკის გამტარებლებს მოუწოდებს, მნიშვნელოვნად შეამცირონ კიბოს საყოველთაო ტვირთი, ხელი შეუწყონ სამართლიანობასა და თანასწორობას და კიბოს კონტროლის ინტეგრაციას მსოფლიო ჯანმრთელობისა და განვითარების გეგმაში.  

საყოველთაო მიზანი: კიბოს სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირება, სიცოცხლის ხარისხის და კიბოს გადარჩენის მაჩვენებლების გაუმჯობესება.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება:

მიზანი 1: ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება კიბოს ეფექტური კონტროლის მიზნით

მიზანი 2: კიბოს ტვირთის შეფასება და კიბოს კონტროლის ღონისძიებების გააქტიურება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში

მიზანი 3: კიბოს რისკის ფაქტორების ექსპოზიციის შემცირება

მიზანი 4: ადამიანის პაპილომა ვირუსისა და ჰეპატიტი B-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციით მიზნობრივი პოპულაციის უნივერსალური მოცვა

მიზანი 5: კიბოს მიმართ სტიგმისა და დაავადებაზე არსებული მითების ელიმინაცია.

მიზანი 6: კიბოს სკრინინგისა და ადრეული გამოვლენისადმი უნივერსალური ხელმისაწვდომობა

მიზანი 7: ონკოლოგიური პაციენტების მიმართ უწყვეტი სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება

 მიზანი 8: ტკივილისა და სტრესის მართვისადმი უნივერსალური ხელმისაწვდომობა

მიზანი 9: სამედიცინო მომსახურების პროფესიონალთა უწყვეტი განათლებისა და ტრეინინგების გაუმჯობესება

კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანება (UICC)

 

 


[1] Union for International Cancer Control (UICC); www.UICC.org

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s