კიბო – გლობალური პრობლემა

mythsკიბოს კვლევის   საერთაშორისო სააგენტოს (IARC, GLOBOCAN, 2012)  მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში აღრიცხული 14.1 მილიონი კიბოს ახალი შემთხვევების 19%-ს გინეკოლოგიური კიბო წარმოადგენს. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით 2012 წელს  საშვილოსნოს ყელის კიბოს   527624 ახალი და სიკვდილობის 265650 შემთხვევა გამოვლინდა; საშვილოსნოს კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა შეადგენდა  319605-ს, სიკვდილობისა- 76155-ს. საკვერცხეების კიბოს შემთხვევაში   238719  ახალ და 151905 სიკვდილობის შემთხვევას ჰქონდა ადგილი;   საშვილოსნოს ყელის კიბოს 80%–ზე მეტი განვითარებად  ქვეყნებში გამოვლინდა, ხოლო საშვილოსნოს  კიბოს  2/3  განვითარებულ ქვეყნებში.

 

გინეკოლოგიური კიბო არ აძლევს ქალს თვითმყოფადობის, არჩევნის საშუალებას. ეს  მთავარი და გლობალური პრიორიტეტია.

 

გინეკოლოგიური კიბოს – „ჩუმიმკვლელი დაავადებების“ მთავარი მიზეზი და სირთულე  არის ის, რომ ქალებში დროულად არ ხდება სიმპტომების ამოცნობა. ქალების ინფორმირებულობის დაბალი დონის გამო გინეკოლოგიური კიბო ხშირად  დაგვიანებული დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შესაბამისად, სიკვდილის მიზეზი ხდება. ქალთა საკმარისი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების შედეგად დაავადების გამოვლენა ადრეულ ეტაპზე ხდება, რასაც მოყვება ეფექტური მკურნალობა და გადარჩენილი სიცოცხლე!

 

საშვილოსნოს ყელის კიბო: საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნოს ვიწრო დაბოლოებას წარმოადგენს და ვაგინასა (საშო) და საშვილოსნოს ერთმანეთთან აკავშირებს. ორსულობის დროს ბავშვის ზრდა  საშვილოსნოში ხდება.

მსოფლიოში ყოველწლიურად, საშვილოსნოს ყელის კიბო  275000 ქალის სიკვდილსა და 500,000-ზე მეტ ახალ შემთხვევას განაპირობებს. ეს დაავადება, რომლის პრევენცია შესაძლებელია, ქალებს შორის, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში სიკვდილის მეორე წამყვან მიზეზს  წარმოადგენს.

 

2012 წელს GLOBACAN-ის შეფასებით  საშვილოსნოს ყელის კიბოს  425 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე ტოლი იყო 14,2-ის.  მთელი წლის განმავლობაში გარდაიცვალა 200 ქალი, რაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 6%-ია.

ჯანმოს,  გაერთიანებული ერების, მსოფლიო ბანკისა და IARC GLOBCAN პროექტის  მონაცემებით, დაავადების განვითარებისათვის „ყველაზე საშიშ ადგილად აფრიკა ითვლება“. საშვილოსნოს ყელის კიბოს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აფრიკის ათ ქვეყანაში გამოვლინდა. მეორე ადგილზე ინდოეთია, სადაც  საშვილოსნოს ყელის კიბოს სიკვდილიანობის გლობალური მაჩვენებლის 27% დაფიქსირდა.

 

საშვილოსნოს ყელის კიბოს ავადობისა და  სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირების ყველაზე ეფექტურ პროგრამებად მიჩნეულია: ვაქცინაციის პროგრამა (ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო, ვაქცინაცია)რომელიც მიზნად ისახავს საშვილოსნოს ყელის დაავადებების პრევენციას და  სკრინინგის პროგრამა, რომელიც თავის მხრივ აღნიშნული დაავადებების  დროული მკურნალობისაკენ არის მიმართული.

 

საშვილოსნოს კიბო: საშვილოსნო არის მსხლის ფორმის ორგანო, რომელიც მენჯის ღრუში მდებარეობს; როგორც აღვნიშნეთ, ორსულობის დროს საშვილოსნოში ხდება ნაყოფის განვითარება. გინეკოლოგიური კიბოს მეორე, მნიშვნელოვან ტიპს საშვილოსნოს ტანის კიბო, ანუ საშვილოსნოს კიბო წარმოადგენს. ის ხშირად განკურნებადია.

 

2012 წელს,  მსოფლიოში, საშვილოსნოს კიბოს დაახლოებით  319605 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (GLOBOCAN, IARC). დკსჯეც-ის მონაცემებით მთელი წლის განმავლობაში გარდაიცვალა 56 ქალი, რაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 2,4%-ია. 2012 წელს გამოვლინდა საშვილოსნოს კიბოს 106 ახალი შემთხვევა, რაც ახალი შემთხვევების რაოდენობის 2,5%-ია. ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე ტოლი იყო 4,5-ის.

 

საკვერცხეების კიბო: ქალს აქვს ორი საკვერცხე, რომლებიც საშვილოსნოს სხვადასხვა მხარეს მდებარეობს. საკვერცხეებში ხდება ჰორმონების  გამომუშავება და წარმოიქმნება

კვერცხუჯრედები. საკვერცხეების კიბო გინეკოლოგიური კიბოს მესამე ძირითად მიზეზს წარმოადგენს და განვითარებულ ქვეყნებშიც კი დღემდე  იწვევს ლეტალობას.

 

2012 წელს, მსოფლიოში, საკვერცხეების კიბოს დაახლოებით 225,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და იმავე წელს 140,000 სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა. დკ&სჯეც-ის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წლის ბოლოს საქართველოში საკვერცხეების კიბოს საერთო რაოდენობამ 801 შემთხვევა შეადგინა. მთელი წლის განმავლობაში გარდაიცვალა 55 ქალი.

2012 წელს საკვერცხეების კიბოს 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე ტოლი იყო 5,4-ის.

ვაგინალური და ვულვალური კიბო:

ვაგინა (საშო), რომელსაც ასევე “დაბადების არხს“ უწოდებენ, წარმოადგენს მილის მსგავს ღრუს და საშვილოსნოს ბოლოსა და გარეთა ორგანოებს შორის მდებარეობს.

ვულვა, ქალის გენიტალური (სასქესო) ორგანოების გარეთა ნაწილია და აქვს კანის ორი ნაოჭი, რომელიც სასქესო ბაგეებად იწოდება. ვულვალური კიბო, უმეტეს შემთხვევაში გარეთა სასქესო ორგანოების შიგნითა კიდეებზე ვითარდება.

ზოგადად, ეს სიმსივნეები იშვიათად გვხვდება და მათი ინციდენტობისა და სიკვდილიანობის გლობალური აღრიცხვა ნაკლებად ხელმისაწვდომია.

 

დამატებითი ინფორმაცია გინეკოლოგიური კიბოს სკრინინგის, პრევენციისა და მკურნალობის შესახებ შეგიძლიათ მოიპოვოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:

http://www.foundationforwomenscanc  er.org/types-of-gynecologic-cancers/

http://www.cdc.gov/cancer/gynecologic/index.htm

 

 

გინეკოლოგიური კიბოს მთავარი სირთულე, როგორც ავღნიშნეთ, არის ის, რომ ქალებში დროულად არ ხდება სიმპტომების ამოცნობა. დაავადების საწყის ეტაპზე ქალები იგნორირებას უკეთებენ არსებულ სიმპტომებს, რადგან ისინი სხვა, ნაკლებად სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების სიმპტომების მსგავსია. შორსწასულ შემთხვევებში კი მკურნალობა უშედეგოა.

მუცლის შებერვის, სისხლდენის, გამონადენის, ქავილის ან სხვა მსგავსი სიმპტომების არსებობისას აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 

გინეკოლოგიურ კიბოსთან ბრძოლის და დამარცხების ეფექტურ გზას (გასაღებს) მისი ადრეული გამოვლენა წარმოადგენს!

 

საშვილოსნოს ან ენდომეტრიუმის კიბოს ადრეულ ნიშნებსა და სიმპტომებს წარმოადგენს:

  • მენოპაუზის შემდგომი სისხლდენები საშოდან (ვაგინალური სისხლდენები)
  •  არარეგულარული ვაგინალური სისხლდენები მენოპაუზამდე

 

საკვერცხეების კიბოს ადრეული სიმპტომებია:

  • მენჯის ღრუში ზეწოლის შეგრძნება
  • მუცლის შებერვა
  • კუჭ-ნაწლავის მოქმედების გაუარესება
  • პერიოდული ვაგინალური სისხლდენები
  • სისხლდენა სქესობრივი კავშირის დროს
  • მძაფრი სუნის, დამახასიათებელი ფერის, ჭარბი ვაგინალური გამონადენი

 

ვულვალური კიბოს ადრეული ეტაპისათვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • გარეთა სასქესო ორგანოების (ვულვის) ქავილი
  • წვისა და ტკივილისა შეგრძნება
  • ვულვის კანის ფერის ცვლილება

 

სიმპტომებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ „ქალების კიბოს ფონდის“ ვებ-გვერდს ან უყურეთ ვიდეოს.

http://www.foundationforwomenscancer.org/types-of-gynecologic-cancers/

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s