ძუძუს კიბო

ძუძუს კიბოს დამარცხებისკენ გადაგმული პირველი ნაბიჯი მისი ადრეული გამოვლენაა!

mythsპრევენციის მეთოდების დახვეწისა და პოპულარიზაციის მიუხედავად, სარძევე ჯირკვლის (ძუძუს კიბო) კიბო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას წარმოადგენს. ამ მხრივ არც სა­ქარ­თვე­ლოა გა­მო­ნაკ­ლი­სი.

გლობალურად ძუძუს კიბოთი ავადობა სულ უფრო მატულობას, რაც ქალების ცხოვრების სტილის შეცვლასთან, შობადობის და ძუძუთი კვების პერიოდის შემცირებასთან არის დაკავშირებული.

ძუძუს კიბო სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. იგი ქალთა პოპულაციაში  ფართოდაა გავრცელებული და ფილტვის კიბოს შემდეგ სიხშირით მეორე ადგილზეა. მსოფლიოში, ძუძუს კიბოთი, დაახლოებით ყოველი მეთერთმეტე ქალი ავადდება. 2012 წელს მსოფლიოში  სარძევე ჯირკვლის კიბოს 1.68 მილიონი (IARC, GLOBOCAN, 2012) ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დროულად აღმოჩენილი კიბოს სწორად მკურნალობა იმდენად ეფექტურია, რომ ავადმყოფები ათეულობით წლების განმავლობაში სრულიად ჯანმრთელად გრძნობენ თავს.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC, GLOBOCAN) მონაცემებით საქართველოში 2012 წელს ძუძუს კიბოს 1541 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ონკოლოგიურ დაავადებათა საერთო ავადობაში  სარძევე ჯირკვლის კიბოს წილმა 25,2% შეადგინა  (ასაკ-სტანდარტიზებული ინციდენტობის მაჩვენებელი  100 000 მოსახლეზე – 44 ).  ამავე წელს ძუძუს კიბოს დიაგნოზით დაიღუპა 530 ქალი (სიკვდილიანობის ასაკ-სტანდარტიზებული მაჩვენებლი 100000 მოსახლეზე 13.2)

მიუხედავად იმისა, რომ სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები საკმაოდ გავრცელებულია და ხშირად ფატალურად მთავრდება, მისი დროულად აღმოჩენის შემთხვევაში, განკურნების თითქმის 100%-იანი შანსი არსებობს.

ინფორმირებულობის დაბალი დონის გამო, ქალები არ აღიარებენ დაავადების ადრეული გამოვლენის უპირატესობას, არ მონაწილეობენ სკრინინგულ პროგრამებში, შედეგად დაავადების გამოვლენა ხდება დაგვიანებულ ეტაპზე შორსწასულ შემთხვევებში კი, მკურნალობა უშედეგოა. განათლებისა და ცნობიერების ამაღლების შედეგად, დაავადების გამოვლენა ადრეულ ეტაპზე ხდება, რასაც მოყვება მკურნალობა. ამდენად, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ეფექტურ გზას  მისი ადრეული გამოვლენა წარმოადგენს!

კიბოს მსოფლიო დღე  2014 (4 თებერვალი, 2014) აგებულია გასული წლების კამპანიის წარმატებებზე და ფოკუსირებულია კიბოს მსოფლიო დეკლარაციის მე-5 მიზანზე: კიბოს შესახებ საზიანო მითებისა და გაუგებრობების აღმოფხვრა, დევიზით: „დავამსხვრიოთ მითები“.

კიბოს შესახებ გავრცელებულია მითები:

მითი 1: კიბოს შესახებ საუბარი არ არის საჭირო  

სინამდვილე: მართალია, კიბო საკმაოდ მძიმე თემაა სასაუბროდ, თუმცა დაავადებაზე ღია დისკუსიამ ზოგიერთ კულტურებსა და საზოგადოებაში შესაძლოა გააუმჯობესოს კიბოს გამოსავალი ინდივიდების, საზოგადოებისა და ქვეყნის დონეზე.

მითი 2: სპეციფიკური სიმპტომები ან ნიშნები კიბოს არ გააჩნია

სინამდვილე:  კიბოს მრავალ სახეობას გააჩნია წინასწარი „გამაფრთხილებელი“ სიმპტომები ან ნიშნები, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევს.

სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა მეტი აქვთ 50 წელს გადაცილებულ ქალებს მენოპაუზის სტადიაში, ქალებს, რომლებსაც არასოდეს უმშობიარიათ ან პირველი შვილი 30 წლის შემდეგ გააჩინეს.

სიმსივნის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს:

  • გენეტიკურ წინასწარგანწყობა;
  • აბორტები;
  • რეპროდუქციული სისტემის დაავადებები;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • ძუძუთი კვებაზე უარის თქმა
  • რადიაქტიულიზემოქმედება;
  •  ძუძუს ტრავმები;

თუ გაქვთ ძუძუს კიბოსადმი მემკვიდრული განწყობა, ანუ სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევები ახლო ნათესავებში (დედა, და, შვილი), ექიმის კონსულტაციები და ძუძუს პროფილაქტიკური კვლევა უნდა დაიწყოთ შედარებით ადრეული ასაკიდან.

ჩვეულებრივ, 18-35 წლის ასაკში სარძევე ჯირკვლის დათვალიერება ექიმის (მამოლოგის ან გინეკოლოგის) მიერ საჭიროა სამ წელიწადში ერთხელ, 35-40 წლის ასაკში – ორ წელიწადში ერთხელ, 40წლის ზევით – წელიწადში ერთხელ, ამასთან, ამ ასაკობრივ ჯგუფში უნდა ჩატარდეს სკრინინგული  (მამოგრაფიული) კვლევა ორ წელიწადში ერთხელ.

ძუძუს ნებისმიერი უჩვეულო ცვლილების შემჩნევისას უნდა  მიმართოთ ექიმს.

როდის უნდა მიიტანოთ ეჭვი ძუძუს კიბოზე:

  • დვრილის ფორმის შეცვლა, მისი ჩაბრუნება, გადასწორება;
  • სისხლიანი ან უსისხლო გამონადენი;
  • ძუძუს ან ძუძუსთავის გამკვრივება ან შეშუპება;
  • ძუძუს ფორმის შეცვლა;
  • ხელების ზემოთ აწევისას ორმოების გაჩენა;
  • კანის დანაოჭება;
  • სტრუქტურის შეცვლა, რომელიც შეხებით შეიგრძნობა;
  • მუდმივი უსიამოვნო შეგრძნება ერთ-ერთ ძუძუში;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ბეჭის ან იღლიის მიდამოს შესიება.

 

ჩამოთვლილი ნიშნები თვალსაჩინოა და განგაშის ატეხვის საფუძველია, მაგრამ საწყის ეტაპზე კიბო უხშირესად შეუმჩნეველია და არაფრით გვაგრძნობინებს თავის არსებობას, ამიტომაც საჭიროა სკრინინგული კვლევა, რომელიც დაავადებას სწორედ ფარულ პერიოდში გამოავლენს..

ძუძუს კიბოს გამოვლენის გზები:

 

ყველაზე ეფექტური, იაფი საშუალება, რომელსაც დიდი დრო არ სჭირდება, ადვილი შესასრულებელია და ყველა ქალმა უნდა იცოდეს, ძუძუს თვითგასინჯვა.

 

თვითგასინჯვა იწყება დათვალიერებით სარკის წინ, ამ დროს ფასდება სარძევე ჯირკვლის ფორმის, ზომის, ფერისა და კონტურის ცვლილება.

  1. 1.    დადექით სარკის წინ. გულდასმით დაათვალიერეთ ძუძუს კანი, ხომ არ აღინიშნება შეშუპება, შეჭმუხვნა, ფერის შეცვლა. დაათვალიერეთ ძუძუს დვრილები, რომ არ გამოგეპაროთ ჩაბრუნება, დაწყლულება, ფერის შეცვლა.

შემდგომი ორი ნაბიჯი დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ ძუძუს ფორმისა და კონტურის ნებისმიერი ცვლილება; ამ პოზიციებში კუნთები დაჭიმული უნდა გქონდეთ.

მეორე ეტაპი არის პალპაცია, ანუ მდგომარეობის შეფასება შეხებით. ამ დროს ვაფასებთ სარძევე ჯირკვლის კონსისტენციას, სიმკვრივეს, შეშუპებას, კვანძების არსებობას.

ძუძუს თვითგასინჯვა:

პალპაციის ჩატარება შეგვიძლია შეჯგუფებული თითების მოძრაობით. თითებს  ვამოძრავებთ წრიული, რადიალური ან ვერტიკალური მიმართულებით.

  1. 2.    დადექით სარკესთან ახლოს, ხელები კეფაზე შემოიწყვეთ და წინ წამოწიეთ;

 

  1. 3.    შემოირტყით დოინჯი, დაჭიმეთ ხელისა და მკერდის კუნთები. დაიხარეთ სარკის წინ 90  გრადუსით და კიდევ ერთხელ დაითვალიერეთ ორივე ძუძუ გულდასმით.

 

მე-4 და მე-5  ნაბიჯის განსახორციელებლად საუკეთესო ადგილს აბაზანა წარმოადგენს. გასაპნული თითები კანზე სრიალის დროს აიოლებს ძუძუს შიდა სტრუქტურის უკეთ შეგრძნებას.

  1. 4.     მარცხენა ხელი კეფაზე დაიდეთ. მარჯვენა ხელის სამი თითის (საჩვენებელი თითის, შუა თითისა და არათითის) წრიული მოძრაობით გაისინჯეთ მარცხენა ძუძუ პერიფერიიდან დვრილისაკენ. თანდათან უფრო ძლიერად დააჭირეთ თითები, რათა შეძლოთ ღრმად მდებარე წარმონაქმნის გასინჯვა. განსაკუთრებული ყურადღება ძუძუდან იღლიამდე მიდამოს და იღლიის ფოსოს მიაქციეთ. იგივე გაიმეორეთ მარჯვენა ძუძუზე.

 

  1. 5.    გამონადენის გამოსავლენად, მსუბუქად მოუჭირეთ ძუძუს დვრილს საჩვენებელი და ცერა თითით.

 

  1. 6.    მე-4 და მე-5 ნაბიჯის  განხორციელება ჰორიზონტალურ მდგომარეობაშიცაა  შესაძლებელი. დაწექით ზურგზე, მარცხენა ხელი თავქვეშ მოათავსეთ,  ბეჭების ქვეშ კი ბალიში ან მჭიდროდ დახვეული პირსახოცი.

 

ეჭვის გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.

 

ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენისა და გართულებების თავიდან საცილებლად საჭიროა მისი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი მეთვალყურეობის სწორი დაგეგმვა.

 

იბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში,მისი განკურნება შესაძლებელია.

იმ ქალების 94 %, რომლებიც დროულად მიმართავენ ექიმს სრულიად იკურნებიან, მთავარია, დიაგნოზი ადრეულ სტადიაზე დაისვას. ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებას კი მასობრივი სკრინინგწარმოადგენს.

მითი 3: ვერაფერს შევძლებთ კიბოს წინააღმდეგ

სინამდვილე: არის ბევრი ღონისძიება რომელიც შესაძლოა ჩატარდეს ინდივიდუალურ, თემის ან ქვეყნის დონეზე,  ამასთან, საჭიროა სწორი სტრატეგიული მიდგომები და მესამე, ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია შესაძლებელია.

 კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების გამოვლენისა და მკურნალობის დროულად დაწყების მიზნით, სკრინინგის პროგრამები მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის დანერგილი.

 

გამომწვევი მიზეზების გამოვლენისა და მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყების შემთხვევაში, კიბო აღარ წარმოდგენს უკურნებელ სენს. ამისათვის მნიშვნელოვანია დროულად ჩაიტაროთ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები.

 

თუ ადამიანი ჩართულია სკრინინგის პროგრამაში, მას შეუძლია, დროული და თანამიმდევრული გამოკვლევებით:

 

  • არ მისცეს დაავადებას ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშუალება;
  • განიკურნოს სიმსივნის ადრეულ სტადიაში გამოვლენის შემთხვევაში

 

ამდენად, ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.

 

მითი 4: ადამიანებს არ გამაჩნიათ კიბოს მკურნალობის უფლებები

ჭეშმარიტება: ყველა ადამიანს აქვს უფლება მოითხოვოს ეფექტური მკურნალობა და მომსახურება მიუხედავად მისი სოციალური წარმოშობისა და ფინანსური მდგომარეობისა.

http://www.uicc.org/world-cancer-day-2014-debunk-myths

 

თუ ხართ 40-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით 2 წელიწადში ერთხელ, თქვენ უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები:

 

  • მამოლოგის კონსულტაცია:
  • მამოგრაფია;
  • ექოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში)

 

 

მამოგრაფია გულისხმობს სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიურ კვლევას. კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, განკურნება 100-დან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი!

 

კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ქირურგიული, სხივური და ქიმიოთერაპიის მეთოდებით. მეთოდის არჩევა დამოკიდებულია სიმსივნის სტადიაზე, მის გავრცელებასა და ავადმყოფის მდგომარეობაზე.

რაც უფრო ადრეულ ეტაპზე იქნება კიბო აღმოჩენილი, მით უფრო კეთილსაიმედოა პროგნოზი!

 

www. gnsc.ge

http://pink.ge/articles/beauty-health/breast-cancer-2

http://www.genesis.org.ge/brochure13/brochure13.htm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s