ტუბერკულოზი – დაავადების ტვირთი მსოფლიოში და საქართველოში

Printტუბერკულოზის, როგორც  მსოფლიო ჯანდაცვის უდიდესი პრობლემის,  რიცხობრივი მაჩვენებლები ასეთია: ბოლო ოფიციალური მონაცემებით (2012) მსოფლიოში 8,6 მილიონ ადამიანს განუვითარდა ტუბერკულოზი, საიდანაც 5,7 მილიონი (66%) პირველად გახდა ავად  (1,1 მილიონი -13% აივ დადებითია) და გარდაიცვალა 1,3 მილიონი (აქედან მეოთხედი იყო აივ-დადებითი). 450 000 ადამიანს განუვითარდა MDR ტუბერკულოზი და 170 000 გარდაიცვალა. მსოფლიო მასშტაბით ახალი შემთხვევების 3,2% და წარსულში ნამკურნალევი შემთხვევების 20% შეადგენს MDR ტუბერკულოზს. რეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი გავრცელების მხრივ გამოირჩევა აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია.  საშუალოდ MDR ტუბერკულოზის თითქმის 10%-ს შეადგენს XDR შემთხვევები (ექსტენსიურად რეზისტენტული).

მართალია დაავადებულთა ხვედრითი წილი მამაკაცებში მეტია, მაგრამ ტუბერკულოზს ქალთა სიკვდილობაშიც წამყვანი (მესამე) ადგილი უკავია სიკვდილის მიზეზის გამომწვევ დაავადებებს შორის. ყოველწლიურად 10 მილიონამდე ბავშვი ობლდება მშობლის ტუბერკულოზით გარდაცვალების გამო.

წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ევროპის რეგიონში და შეადგენს ახალი შემთხვევების 72%-ს.

ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მცირდება ყოველწლიურად 2%-ით, ხოლო სიკვდილობის მაჩვენებელი 1990 წლიდან შემცირდა 45%-ით.  ეს პოზიტიური ცვლილებები ამყარებს აზრს, რომ  ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა 2015 წლისათვის რეალურია (სიკვდილობის შემცირება 50%-ით).

დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი, ვისაც განუვითარდა ტუბერკულოზი 2012 წელს, არ არის რეგისტრირებული ეროვნული შეტყობინების სისტემაში. აუცილებელია, ყველა დაავადებული აღმოვაჩინოთ და დავრწმუნდეთ, რომ ღებულობენ სწორ მკურნალობასა და მზრუნველობას.

ტუბერკულოზის ეპიდსიტუაცია საქართველოში

ჯანმო-ს სტატისტიკური მონაცემებით, საქართველო ერთ-ერთია მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელების მხრივ მაღალი ტვირთის მქონე მსოფლიოს 27 ქვეყანას შორის.  ბოლო მონაცემებით, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ხვედრითი წილი  შეადგენს 10,9%-ს (260)  ახალ შემთხვევებში და 31,7%-ს (370) წარსულში ნამკურნალებ პაციენტებში.

 

 

 

საერთო ტუბერკულოზის გავრცელება წლიურ დინამიკაში

წელი

გავრცელება 100 000 მოსახლეზე (პრევალენტობა) ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ***

შემთხვევების აბსოლუტური რაოდენობა

ყველა

ახალი

განმეორებითი

2010

131

99

5796

4383

1413

2011

124

94

5536

4226

1310

2012

110

84

4940

3777

1162

2013 (წინასწარი)

91

70

4112

3146

832

*** შენიშვნა – ეს არ არის ნამდვილი ინციდენტობა, რადგან ინციდენტობის გამოსათვლელად (ტუბერკულოზისათვის) მხოლოდ ახალი შემთხვევები არ გამოიყენება, მას უნდა დაემატოს განმეორებითი შემთხვევებიც. ამიტომ სწორი იქნება ფორმულირებაახალი შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე.

ლეტალობის მაჩვენებელი, როგორც დაავადების გამოსავალი, ბოლო ათი წლის განმავლობაში 3-4% -ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე მერყეობს 4,4-5,0 ფარგლებში. აღნიშნული  მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ იცვლება წლიურ დინამიკაში.

ტუბერკულოზის გავრცელება რეგიონების მიხედვით სპეციფიურობით არ გამოირჩევა.  თუმცა, შედარებით მაღალი გავრცელება აღინიშნება თბილისში, აჭარაში, სამეგრელოსა და იმერეთში.

დაავადების ლოკალიზაცია: საერთო რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის ფილტვის ტუბერკულოზი შეადგენს თითქმის 80%-ს, ხოლო ფილტვგარეთა – 20%-ს. ამ უკანასკნელთა სიაში ყველაზე ხშირად გვხვდება ტუბერკულოზური პლევრიტი.

ტუბერკულოზური დაავადების ასაკობრივ თავისებურებად ითვლება მისი პიკური გავრცელება ახალგაზრდულ და აქტიურ ასაკში, უფრო მეტად 24-45 წლებს შორის, რაც ტუბერკულოზის გადაცემის გზებიდან გამომდინარე ადვილად ახსნადია – ადგილი აქვს  მეტ კომუნიკაციას ადამიანებს შორის. ასევე განსხვავებულია გავრცელება სქესთა შორის. გავრცელება მამაკაცებში საშუალოდ სამჯერ მეტია ქალებთან შედარებით და ეს განსხვავება გაცილებით დიდია პიკურ  (ახალგაზრდულ და საშუალო) ასაკში.  სქესობრივი განაწილება ასეთია:  ბოლო მონაცემებით 4112   ტუბერკულოზის საერთო შემთხვევებს  შეადგენს   2925 მამაკაცი (71,1%)     და  1187 ქალი (28,9%).

ბავშვებსა და ხანდაზმულ ასაკში სქესთა შორის ტუბერკულოზის გავრცელების განსხვავება მინიმალურია. საყურადღებოა, რომ ბავშვთა ასაკში ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმა უფრო რთულია, რადგან დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ არის გამოხატული.

 

მკურნალობის გამოსავლები ტუბერკულოზის დაავადებისათვის სპეციფიურია და შემდეგ კატეგორიებს მოიცავს:

  • განკურნება;
  • დასრულებული მკურნალობა;
  • წარმატებული მკურნალობა        76%- სენსიტიური,   52% MDR
  • უშედეგო მკურნალობა;
  • სიკვდილი;
  • შეწყვეტილი მკურნალობა           6% სენსიტიური,    27% MDR

 

ტუბერკულოზისა და შიდსის კოინფექცია – საქართველოში  ტუბ.დაავადებულთა 2% აივ-ინფიცირებულია.

პენიტენციურ სისტემაში ბოლო წლებში რეგისტრირდებოდა საერთო რაოდენობის 14-15%.  2013 წელს პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზის 205 შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც უკვე შეადგენს 5%-ს. ცხადია ეს აიხსნება პატიმართა რიცხვის მკვეთრი შემცირებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s