ტუბერკულოზი

123123123ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. თუ თქვენმა ტესტებმა და გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თქვენ ხართ დაავადებული აქტიური ტუბერკულოზით, შესაძლოა გაგიჩნდეთ შემდეგი კითხვები:

როგორ დამემართა ტუბერკულოზი?

ტუბერკულოზით შესაძლოა დაავადდეს ყველა ჩვენგანი! აქტიური ტუბერკულოზით დაავადებული პირი ლაპარაკის, სიცილის, მთქნარების და ხველების დროს გამოყოფს ბაქტერიას ჰაერში. ახლოს მყოფი პიროვნება ჩაისუნთქავს მიკრობს და ამ გზით იგი შეიძლება მოხვდეს მის ფილტვებში.

ტუბერკულოზი ვრცელდება ჰაერით! ტუბერკულოზი არ გადადის ჭურჭლით, თეთრეულით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, ხელის ჩამორთმევით. Aამიტომ, არ არის საჭირო საცხოვრებელი ადგილის დეზინფექცია (იატაკის, ავეჯის და ა.შ.). საკმარისია მხოლოდ ოთახების ვენტილაცია (განიავება).

თუ მიკრობი მოხვდება ფილტვებში, უმრავლეს შემთხვევაში დამცავი ძალები ბოჭავს მას, არ აძლევს გამრავლების საშუალებას და გადაჰყავს მძინარე, უმოქმედო მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში ადამიანი არის ლატენტური (ფარული) ტუბერკულოზით ინფიცირებული და არა დაავადებული. ადამიანი შეიძლება დარჩეს ინფიცირებული ლატენტური ტუბერკულოზით მთელი სიცოცხლის განმავლობაში და არ განუვითარდეს აქტიური ტუბერკულოზი. ინფიცირებულთა უმრავლესობა არ ავადდება ტუბერკულოზით. ადამიანი ცუდად გრძნობს თავს და ავადდება, როდესაც მიკრობი „იღვიძებს“ და აზიანებს ორგანიზმს. ეს ხდება ორგანიზმის იმუნიტეტის დასუსტებისას. ამ დროს ვითარდება `აქტიური ტუბერკულოზი“.

როგორ მოქმედებს ტუბერკულოზის მიკობაქტერია ჩემს ორგანიზმზე?

ყველაზე ხშირად მიკრობი აზიანებს ფილტვის ქსოვილს, თუმცა, შესაძლოა დაზიანდეს სხვა ორგანოებიც.

დაავადებულ პირებს აღენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი, ან რამდენიმე ერთდროულად:

  • 2-3 კვირაზე მეტხანს გახანგრძლივებული ხველა
  • წონაში კლება
  • მადის დაქვეითება
  • ოფლიანობა ღამით
  • ტემპერატურის მატება
  • ზოგადი სისუსტე
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • სისხლიანი ხველა (წითელი ან მუქი-ყავისფერი ნახველით)

როგორ ხდება ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმა ექიმის მიერ?

ექიმის მიერ დიაგნოზის დასასმელად შესაძლოა დაგჭირდეთ რამოდენიმე სახის გამოკვლევა:

  • კანის მანტუს სინჯი – იმისათვის, რომ დადგინდეს ორგანიზმში მიკრობის არსებობა (ლატენტური ტუბერკულოზის დიაგნოზი)
  • რენტგენოლოგიური გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ დააზიანა თუ არა ბაქტერიამ ფილტვის ქსოვილი
  • ნახველის ანალიზით ვიგებთ, მრავლდება თუ არა ორგანიზმში მიკრობი

როგორ ვიგრძნო თავი უკეთ?

  • მიჰყევით თქვენი ექიმის მიერ მოცემულ მითითებებს
  • ტუბერკულოზის ბაქტერია არის საკმაოდ ძლიერი და ცოცხლობს დიდი ხნის განმავლობაში. საწყის ეტაპზე, როდესაც დაიწყებთ ექიმის მიერ შერჩეული მედიკამენტების მიღებას, თავს იგრძნობთ შესამჩნევად უკეთ. თუმცა ეს მკურნალობის დასასრული არ არის! აუცილებლად მიიყვანეთ ბოლომდე ექიმის მიერ შერჩეული მკურნალობის კურსი.
  • მკურნალობის განმავლობაში თქვენი მკურნალი ექიმი მოგთხოვთ გაიკეთოთ დამატებითი გამოკვლევები, რათა მან პერიოდულად შეაფასოს თქვენი მდგომარეობა

რა მოხდება თუ შევწყვეტ წამლების მიღებას და უარს ვიტყვი მკურნალობაზე?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტუბერკულოზის ბაქტერია არის საკმაოდ ძლიერი. თუ თქვენ დროზე ადრე შეწყვეტთ წამლების მიღებას, ის კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ შემთხვევაში მკურნალობა უფრო რთული და ხანგრძლივი ხდება, ხოლო გამოსავალი – ხშირად არაკეთილსაიმედო. ამიტომ სჯობს ბოლომდე მიიყვანოთ ექიმის მიერ შერჩეული მკურნალობის კურსი.

რა არის DOT?

DOT-მეთოდი ინგლისური ტერმინის აბრევიატურაა და ნიშნავს მკურნალობას პირდაპირი მეთვალყურეობის ქვეშ.
DOT-მეთოდით მკურნალობის დროს ექთანი ან ექიმი უშუალოდ უყურებს და აკონტროლებს თქვენს მიერ წამლის მიღების პროცესს. აღნიშნული მეთოდი არის თქვენს მიერ წამლის მიღების უწყვეტობის გარანტი.
DOT-მეთოდი კურნავს ტუბერკულოზს!

ვარ თუ არა დაავადების გამავრცელებელი (გადამდები)?

თუ თქვენ ფილტვის ფორმით ხართ დაავადებული, ანუ მიკრობი თქვენს ფილტვებში მრავლდება, საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე გარშემომყოფებთან, რათა არ გადასცეთ მათ ინფექცია. ყველა სხვა ფორმა, გადაცემის თვალსაზრისით, არ არის სახიფათო.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ხართ თუ არა ბაქტერიაგამომყოფი. თუ პასუხი დადებითი იქნება, დაიცავით შემდეგი წესები ოჯახის წევრებთან და სხვა მჭიდრო კონტაქტებთან:

  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება – ბაცილგამომყოფი პაციენტის მიერ – ერთჯერადი ნიღბის, ხოლო პაციენტთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირების მიერ (სამედიცინო პერსონალი, ოჯახის წევრი, მომვლელი) – სპეციალური რესპირატორის გამოყენება.
  • კარგი ვენტილაცია – ოთახის ხშირი და სწორი განიავება, ისე, რომ ჰაერის ნაკადი მიემართებოდეს შენობიდან გარეთ. მხოლოდ ამ გზით მცირდება პაციენტის მიერ გამოყოფილი მიკრობების შემცველობა ჰაერში.
  • ცალკე ოთახის ან კუთხის გამოყოფა – ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული ბაცილგამომყოფი პაციენტთან ურთიერთობის ხანგრძლივობისა და სიმჭიდროვის შემცირება.

მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ, როგორც წესი, თქვენ აღარ იქნებით ბაცილგამომყოფი. თქვენი ექიმი თავად გეტყვით, როდიდან შეგეძლებათ დაუბრუნდეთ სამუშაოს, სკოლას და სხვა აქტივობებს.

რა უნდა მოიმოქმედოს თქვენთან ახლო კონტაქტში (ოჯახური, სამსახურეობრივი და ა.შ.) მყოფმა პირმა:

თქვენთან ახლო კონტაქტში მყოფ პირს აქვს რისკი, რომ ის ასევე შესაძლება იყოს ინფიცირებული ან დაავადებული ტუბერკულოზით. მან აუცილებლად უნდა მიმართოს ფტიზიატრს, რათა გამოირიცხოს აქტიური ტუბერკულოზი.

 

ზოგადი ინფორმაცია ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლები, როგორც წესი, არის უსაფრთხო. თუმცა, როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მასაც შეიძლება გააჩნდეს გვერდითი მოვლენები.

  • გვერდით მოვლენებზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს
  • შეეცადეთ მიიღოთ მედიკამენტები ყოველდღე ერთი და იმავე დროს
  • მიიღეთ მედიკამენტები მანამ, სანამ თქვენი ექიმი მოგთხოვთ
  • არ მიიღოთ ღვინო, არაყი, ლუდი და სხვა ალკოჰოლური სასმელები მკურნალობის პერიოდში

 

გახსოვდეთ, ტუბერკულოზი უკურნება !

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s