ფაქტები ტუბერკულოზის შესახებ

Printტუბერკულოზით დაავადების რისკი იზრდება გაუნიავებელ ოთახში, სადაც  ტუბერკულოზის ფილტვის გადამდები ფორმით დაავადებული ადამიანი იმყოფება. მისი ხველების,დაცემინებისა და საუბრის დროს ჰაერში ხვდება დაავადების გამომწვევი მიკრობები და მათი მცირე რაოდენობით შესუნთქვის დროსაც კი შესაძლოა ადამიანის ინფიცირება.

ინფიცირებული ადამიანს ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება,  თავს ჯანმრთელად გრძნობს და არ არის გადამდები. თუ ადამიანის იმუნური სისტემა დასუსტებულია, ტუბერკულოზის განვითარების რისკი იზრდება.

რეგულარული ტუბერკულოზის მედიკამენტური მკურნალობა  6 თვე გრძელდება, ხოლო რეზისტენტულის, სულ მცირე, 18 თვის განმავლობაში

ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი ხშირად განიცდის დისკრიმინაციას, გარიყვასა  და საზოგადოებისაგან იზოლაციას.

ყოველწლიურად  ტუბერკულოზი 9 მილიონამდე ადამიანის დაავადებისა   და  1,5 მილიონის  გარდაცვალების მიზეზი ხდება.

ტუბერკულოზი რეპროდუქციულ ასაკში ქალების სიკვდილობის სამ უხშირეს მიზეზს შორისაა. ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ქალი იღუპება ტუბერკულოზის შედეგად.

გავლენა ბავშვებზე

ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ბავშვი ავადდება ტუბერკულოზით. 10 მილიონი კი ობლდება ტუბერკულოზით მშობლის გარდაცვალების გამო.

მიღწევები ტუბერკულოზის წინააღმდეგ

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „შევაჩეროთ ტუბერკულოზი“ სტრატეგიის ეფექტური განხორციელების შედეგად წარმატებით დასრულდა 46 მილიონი ადამიანის მკურნალობა და 6.8 მილიონ ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

ტუბერკულოზთან  ბრძოლის გამოწვევები

ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ბაზისური მეთოდი საუკუნეზე მეტია არ შეცვლილა; კვლევის შედარებით ახალი გენეტიკური ტესტი იძლევა იმ ადამიანების იდენტიფიცირების საშუალებას, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას, თუმცა კვალვაც საჭიროა უფრო სწრაფი და დახვეწილი  მეთოდების დანერგვა;

პრეპარატები, რომლებითაც დღეს მიმდინარეობს ტუბერკულოზის მკურნალობა უკანასკლენი ათწლეულების განმავლობაში არ შეცვლილა.

კვლავ არ არსებობს ეფექტური ვაქცინა ტუბერკულოზის წინააღმდეგ.

აივ ინფექცია ზრდის  ტუბერკულოზით დაავადების რისკს

ადამიანის იმუნო–დეფიციტის ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებში 37-ჯერ მაღალია ტუბერკულოზით დაავადების რისკი. ტუბერკულოზი აივ ინფიცირებულთა გარდაცვალების ერთერთი მთავარი მიზეზია (მსოფლიოში ტუბერკულოზით გარდაცვლილი ყოველი მეოთხე აივ კო-ინფიცირებულია); მკურნალობის გარეშე ტუბერკულოზით და აივ კო-ინფიცირებული პაციენტების დიდი უმრავლესობა რამოდენიმე თვეში კვდება.

ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებმა შესაძლოა ძალა დაკარგონ

როდესაც პაციენტები არასრულად, ურეჟიმოდ მკურნალობენ ტუბერკულოზის გამომწვევი შესაძლოა პრეპარატების მიმართ რეზისტენტული გახდეს და განვითარდეს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი (MDR-TB). მისი მკურნალობა კი უფრო ხანგრძლივია და საჭიროებს მეორე რიგის პრეპარატების მიღებას, რაც ძვირადღირებულია და ხასიათდება მეტი გვერდითი მოვლენებით.

უკვე მეორე რიგის პრეპარატების არასრული, ურეჟიმო მიღების შემთხვევაში ვითარდება ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზი (XDR-TB), რომლის მკურნალობა კიდევ უფრო რთული და ზოგჯერ შეუძლებელია.

MDR-TB და XDR-TB შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე.

http://www.stoptb.org/resources/factsheets/fastfacts.asp

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s