ასოციაცია კიბოს რისკსა და ხუთ ქცევით რისკ ფაქტორს შორის

კიბოსაფრანგეთის E3N კოჰორტის კვლევის შედეგები

ავტორები:Dartois L1Fagherazzi GBoutron-Ruault MCMesrine SClavel-Chapelon F.:

INSERM, Centre for research in Epidemiology and Population Health (CESP), 39 rue Camille Desmoulins, Villejuif, 94805, France

 

ჟურნალი: Cancer Prevention Research, 2014 Feb 26.

 

მოკლე მიმოხილვა:

დღეისათვის ცნობილია  კავშირი ცხოვრების წესის რიგ მოდიფიცირებად  მახასიათებელსა და კიბოს რისკის შემცირებას შორის, თუმცა მწირია ინფორმაცია ქცევითი რისკ-ფაქტორების კომბინირებულ ეფექტზე ან კიბოს შემთხვევების იმ წილზე, რომლის პრევენციაც შესაძლებელია ცხოვრების წესის გაუმჯობესებით. აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენდა გამოვლენილიყო ასოციაცია ქცვით რისკ ფაქტორებსა და როგორც ყველა ორგანოს ასევე ორგანო სპეციფიური კიბოს რისკს შორის საშუალო ასაკის ქალებში.

 

მეთოდოლოგია: კვლევაში სულ ჩართული იყო 64 732 ქალი საფრანგეთის E3N პროსპექტული კოჰორტადან (Etude Epidémiologique auprès de femmes de l’Education Nationale), ასაკი 43 – 68 წლის. 15 წლიანი დაკვირვების პერიოდში 6938 ქალს დაესვა კიბოს დიაგნოზი. შერჩეული იქნა მაჩვენებელი, რომელშიც აგრეგირებული იყო ინფორმაცია 5 ქცევით რისკ ფაცტორზე, კერძოდ: (1) თამბაქოს მოხმარება; (2) სხეულის მასის ინდექსი (BMI); (3) ალკოჰოლის მოხმარება; (4) ხილისა და ბოსტნეულის მიღება; (5) ფიზიკური აქტივობა. მულტივარიაციული Proportional hazard Cox რეგრესიის მეთოდი იქნა გამოყენებული რათა გამოვლენილიყო ასოციაცია ცხოვრების წესსა და კიბოს რისკ შორის, ასევე გამოთვლილიყო მულტივარიაციული რისკების თანაფარდობები (Multivariate Hazard Ratios) და მათი 95%-იანი სარწმუნოების ინტერვალები (95% Confidence Intervals). დამატებით, გამოთვლილი იქნა კიბოს შემთხვვების ის პროპორცია, რომელიც შესაძლოა თავიდან ყოფილი აცილებული ცხოვრების წესის გაუმჯობესების შემთხვევაში.

 

შედეგები: ჯანმრთელობის დაბალი და მაღალი ინდექსის მქონე კატეგორიების შედარებით გამოვლინდა, რომ ყველა ორგანოს კიბოს რისკი შემცირება ასოცირებულია ცხოვრების წესთან (HR=0.81 (0.73; 0.89). ხუთი რისკ-ქცევის  კომბინაციის პრევენციით შესაძლებელი იყო ყველა ორგანოს კიბოს 6.3% (2.2-10.3%), მენოპაუზის შემდგომი კიბოს 6.3% (0.5-12.1%) და ფილტვის კიბოს 47.5% (26.8-64.1%) შემთხვევის პრევენცია.

 

დასკვნა: თუნდაც მხოლოდ მოცემული 5 მოდიფიცირებადი ქცევითი რისკების პრევენციით შესაძლოა შემცირდეს კიბოს შემთხვევების უდიდესი წილი, განსაკუთრებით კი მენოპაუზის შემდგომი და ფილტვის კიბოს შემთხვევბი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s