ადამიანებს დასწავლის შეზღუდული შესაძლებლობებით, სჭირდებათ მეგობრები და არა მხოლოდ ანაზღაურებადი მომვლელები

community-008იყო საზოგადოების წევრი ზრდის ღირსებისა და დამოუკიდებლობის განცდას.ამდენად, ადამიანებისათვის დასწავლის შეზღუდული შესაძლებლობებით, არსებითად მნიშვნელოვანია კავშირის დამყარება გარშემო მყოფ ადამიანებთან. 

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორც ორგანიზაციამ, არის ის, რომ უპირველეს ყოვლისა მოვუსმინოთ მათ, ვისაც დახმარება ესაჭიროებაა. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია „Brandon Trust“-ის ინიციატივით 4 წლის წინ ჩატარდა პირველი  ყოველწლიური კონფერენცია „100 ხმა“ სწორედ იმ ადამიანების მონაწილეობით, ვინც საჭიროებს დახმარებას. წლების განმავლობაში ვსაუბრობდით ისეთ პრობლემეტურ საკითხებზე, რომელსაც აწყდებიან ადამიანები, მაგ. ხელმისაწვდომობა ტრანსპორტირებაზე, დასაქმებაზე და ა.შ.ყველა ამ საკითხს აქვს ერთი საერთო – კავშირის, ურთიერთობების დამყარების საჭიროება. მიუხედავად მზრუველობისა, რომელსაც შშმ პირები იღებენ თემზე დაფუძნებულ ორგანიზაციებში და ინსტიტუციებიდან „გათავისუფლებისა“, რამდენად ინტეგრირებულები არიან ისინი აზოგადოებაში?

ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც საქმიანობის მე-20 წლისთავზე ვაწყდებით. 2014 წელს ჩატარდა მასშტაბით ყველაზე დიდი კონფერენცია „100 ხმა“, რომელიც მიეძღვნა სწორედ ამ თემას – კავშირების დამყარებას საზოგადოებასთან.

350-ზე მეტი ადამიანი, მათგან 200 მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობებით, მათი მომვლელები და დამხმარე პერსონალი – შეიკრიბნენ ერთი დღით ლონდონში, ემირატების სტადონზე. კონფერენციაზე განხილული იყო საკითხები, თუ რა ცვლილებები განხორციელდა და რა გამოწვევები იყო ამ 20 წლის განმავლობაში და რა პრიორიტეტებია მომდევნო 20 წლის განმავლობაში.

თვალსაჩინო და ერთსულოვანი იყო მონაწილეთა გზავნილი – კავშირის და ორმხრივი მჭიდრო ურთიერთობის სურვილი საზოგადოებასთან, სურვილი  ჰყავდეთ მეგობრები, შეიძინონ ახალი ნაცნობები, ჩაერთნონ ახალ საქმიანობაში, ჰქონდეთ საყვარელი საქმე და მიეცეთ შესაბამისი დასაქმების შესაძლებლობა.

რაც არ უნდა დიდი გამოწვევა იყოს ეს ჩვენთვის, ეს არის გზავნილი, რომელსაც არ შეგვიძლია იგნორირება გავუკეთოთ და არც უნდა ვუგულებელვყოთ, და რასაკვირველია, არც იმ ფაქტმა უნდა განგვაცვიფროს, რომ ადამიანებს, რომლებსაც დახმარებას ვუწევთ, ისეთივე ღირებულებები აქვთ, როგორც ყველა დანარჩენს.

მიუხედავად საავადმყოფოს გარემოდან შინაურ გარემოში ფიზიკურად გადასვლისა, შშმ ადამიანების უმრავლესობას გვერდით ჰყავს ანაზღაურებადი მომვლელები და არა ნამდვილი მეგობრები. საზოგადოებაში ინკლუზიის პრობლემის არსებობა კი იწვევს რისკს, რომ ერთი ინსტიტუცია ჩანაცვლდეს მეორე, სხვა ფორმის ინსტიტუციით.

ორგანიზაცია „ბრენდონ ტრასტის“ გამოცდილებით, რომელიც ბევრს მუშაობს იმისთვის, რათა ხელი შეუწყოს ადამიანთა ინტეგრირებას საზოგადოებაში, ადამიანებს, რომელსაც დახმარებას ვუწევთ, შეუძლიათ ბევრად მეტი გასცენ, დაეხმარონ საზოგადოებას და ხშირად მათი საუკეთესო წარმომადგენლები ხდებიან. საზოგადოებას, თავის მხრივ შეუძლია თავადაც ისწავლოს მათი ჩართულობით. ეს ახალი, ღრმა კავშირები, როგორც ყველა ურთიერთობა, უნდა იყოს ორმხრივი. ეს ხელს შეუწყობს ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის გამუჯობესებას, ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებას, უფრო ძლიერი და ეფექტური ზრუნვის სექტორის ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტი კავშირი ექნებათ შშმ ადამიანებს საზოგადოებაში, მით ნაკლებად დამოკიდებულები იქნებიან ანაზღაურებად მოვლაზე. საზოგადოებასთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანების ღირსების, თვითშეფასების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განცდას.

Brandon Trust-ის და „100 ხმის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ click here

 ლელა კვაჭანტირაძე

მაია შიშნიაშვილი

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s