რა შეგვიძლია ვთქვათ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე ბავშვებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე?[i]

tf3bm85y-1415751893

მაღალხარისხოვანი ეპიდემიოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში ოთხჯერ უფრო მეტია ამოცნობადი ფსიქიკური პრობლემების ალბათობა, მათივე ასაკობრივი ჯგუფის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით. აღნიშნული განსხვავება აშკარად საჭიროებს ყურადღებას.

პრობლების ნაწილი მდგომარეობს ე.წ დიაგნოსტიკური დაჩრდილვის პროცესში: სიმპტომებს შეცდომით აკავშირებენ ბავშვის გონებრივი განვითარების და არა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასთან. ეს ხშირად ართულებს შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის ბავშვებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ამოცნობას.

მას შემდეგ, რაც სპეციალიზებული შეფასების საშუალებების დახმარებით აღმოჩენილი იქნა  დიაგნოსტიკური დაჩრდილვის გავლენა, ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების 40%–ს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს ფსიქიატრიული დიაგნოზის დასასმელად.

ადრეული ჩარევის მნიშვნელობა

კოჰორტული კვლევის ფარგლებში ხორციელდება პოპულაციის წარმომადგენელ ბავშვთა ჯგუფის განვითარებაზე თვალყურისდევნება,   ასეთი სახის კვლევებიდან მიღებული მონაცემები დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში აჩვენებენ უთანასწორობას ფსიქიკურ ჯანმრთელობაში განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებსა და მათ შორის, ვისაც ადრეულ ასაკში არ დაუდგინდა ეს დიაგნოზი.

განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს სამი წლის ასაკში აქვთ უფრო მეტი ფსიქიკური პრობლემა ვიდრე სხვა ბავშვებს. გარდა ამისა,ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ამ ბავშვებში დროთა განმავლობაში უფრო რთულდება.

2006 წელს ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 400-მდე  განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი იღებდა მონაწილეობას, აჩვენა რომ მხოლოდ მცირედით შემცირდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა 14 წლიანი დაკვირვების მიუხედავად. როგორც ჩანს, განვითარების შეფერხების მქონე ბავშვს დაუდგინდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, იგი დიდი ხნის განმავლობაში დაიტანჯება ამ დაავადებებით.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების ამ ჯგუფში მაღალია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, მკურნალობის ხელმისაწვდომობა დაბალია. ბოლოდროინდელმა ჩატარებულმა  კლევამ დიდ ბრიტანეთში, რომელშიც 600–მდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი იღებდა მონაწილეობას, რომელთაც მაგალითისთვის, ასევე აქვთ აუტიზმი, აჩვენა რომ მათგან მეოთხედზე ნაკლებმა მიიღო შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ბოლო ექვის თვის განმავლობაში.

მსგავსი შედეგები იქნა მიღებული ავსტრალიაშიც. ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ 10%–მა მიიღო სპეციალიზირებული მკურნალობის კურსი შესაბამისი დარგის კვალიფიცირებული სპეციალისტისგან.

ცხადია, ეფექტური ადრეული ჩარევა ამ ბავშვებისთვის აუცილებელია. იგი მიმართულია ისეთი ფაქტორებისკენ, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მათ შორისაა მშობლისა და ბავშის ურთიერთობის გაუმჯობესება, ოჯახის სიდუხჭირის შემცირება და მშობლის ფსიქიკური კეთილდღეობის გაზრდა.

მთავარი საკითხი

განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების მნიშვნელოვან ნაწილს ( 35%–40%) შეიძლება გააჩნდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვების 14%ს აქვს განვითარების შეფერხება. 85000 ინგლისში და 50000 ავსტრალიაში, ეს ციფრები წარმოადგენენ იმ ბავშვთა რაოდენობას რომლებიც მნიშვნელოვან დახმარებას საჭიროებენ.

ასე რომ, აღნიშნული ფაქტი  მიღებული უნდა იქნეს როგორც ზოგადი საკითხი და არა როგორც კონკრეტული პროფესიული სფეროს პრობლემა. ეს ბავშვები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს, რომელთა საჭიროებები შესაბამისი მომსახურებით უნდა გადაიჭრას.

იქაც კი, სადაც არსებობენ სპეციალისტები განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების მკურნალობის სფეროში, პრაქტიკოს ექიმებს გააჩნიათ ძალიან მწირი მტკიცებულებების ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება იმოქმედოს.

არსებობს რამდენიმე შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ექიმებს განსაზღვროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ამ ბავშვებში, განსაკუთრებით იმ ბავშვებში რომელთაც განსაკუთრებით მძიმე დიაგნოზი აქვთ. ასევე ძალიან ცოტაა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის ვარიანტები.

განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები ხშირად არ არიან ხოლმე ჩართულნი ფსიქიკური პრობლემების მკურნალობისკენ მიმართულ ზოგად ექსპერიმენტებში და ამასთან, ძალიან იშიათად ტარდება მხოლოდ მათზე ორიენტირებული კვლევები.

საჭიროა ჩაიდოს ინვესტიცია განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებში ფსიქიკური პრობლემების აღმოჩენის მეთოდების განვითარებაში და გაიტესტოს მკურნალობის მიდგომები. და ჩვენ უკეთ უნდა გავითავისოთ ის ბარიერები,რომლებსაც აწყდებიან ბავშვები და მათი მშობლები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომსახურების მიღებისას.

უკეთესი მტკიცებულებები  და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ   შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებში ფსიქიკური პრობლემების აღმოჩენა და მკურნალობა.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

[i] http://theconversation.com/what-about-the-mental-health-of-kids-with-intellectual-disability-31910

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s