„თუ ფიქრობ, რომ ცვლილებები აღარ გჭირდება, ე.ი. უკვე აღარ არსებობ”

download (2)

ბენჟამენ ფრანკლინი[i] 

წარმატებული ბიზნესისთვის მხოლოდ პროფესიონალთა გუნდი და მარკეტინგული გათვლები არ კმარა. არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის მოპოვებაზე ორიენტირებული პოლიტიკა. ერთ–ერთი ასეთი ბიზნესი, რომლის წარმატების მნიშვნელოვანი ბერკეტი სწორედ საზოგადოების დამოკიდებულებაა, სარესტორნო ბიზნესია. მართალია, ქეიფის მოყვარულ ქართველებს რესტორნებში ან/და კაფე-ბარებში დასახარჯად ფული არასდროს გვენანება. თუმცა, ბოლო დროს წინ წამოწეულმა ისეთმა საკითხმა, როგორიცაა კანონმდებლობაში არამწეველთა უფლებების დასაცავად დაგეგმილი ცვლილებები, ამ ბიზნესის მეპატრონეებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. მითუმეტეს, რომ მეორადი კვამლის მავნებლობის შესახებ მოსახლეობაში ინფორმირებულობის ზრდასთან ერთად საზოგადოების არამწეველი და არცთუისე იშვიათად მწეველი ნაწილი  უფრო და უფრო ეძებს ისეთ დაწესებულებებს, სადაც მათ უფლებებზე და ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. სამწუხაროდ, საქართველოში, ჯერჯერობით ასეთი ადგილები ჯერ კიდევ ცოტაა – რესტორნებისა და კაფე-ბარების უმეტესობაში მწეველებსაც და არამწეველებსაც სიგარეტის კვამლში გახვეულებს უწევთ სადილობა.

თამბაქოს კვამლით გაბუღული სივრცე დისკომფორტის და მომხმარებლებში მათი უფლებების უგულვებელყოფის შეგრძნების გარდა ჯანმრთელობისთვის დიდი რისკის მატარებელია. აღარაფერს ვამბობთ დასაქმებულებზე, რომლებშიც მეორადი კვამლის მაღალი ზემოქმედების შედეგად 25-30%-ით იზრდება  როგორც გულის დაავადებების, ასევე ფილტვის კიბოს რისკი. ასეთ დაწესებულებებში სტუმრობა, მომხმარებლებსაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ[i].

საქართველოს კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებები კი, რომელიც სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს ალბათ უყურადღებოდ არ რჩებათ, მათ ამ სფეროში დასაქმებულთა და მომხმარებელთა უფლებების და ჯანმრთელობის დაცვას ავალდებულებს. თუმცა, რა სახის იქნება ეს  ვალდებულება – მოწევის სრული აკრძალვა თუ საინჟინრო მიდგომები (ვენტილაცია, ჰაერის ფილტრაცია ან გამოყოფილი მოსაწევი ადგილები)  – დამუშავების პროცესშია.

ვენტილაცია და ჰაერის ფილტრაცია არის სისტემა, რომლის შექმნაზე მომუშავე კომპანიები და თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ის 100%-ით იცავს ადამიანებს მეორადი კვამლის მავნე ზეგავლენისაგან. საკუთრივ მეორად კვამლში, რომლის მავნებლობასაც მასში შემავალი 7000–მდე ქიმიური ნივთიერება განაპირობებს (აქედან 70 კიბოს გამომწვევია), ეს ნივთიერებები გაზის ან/და მსხვილი და წვრილი ნაწილაკების სახით იმყოფებიან. კვლევებმა კი უჩვენეს, რომ ჰაერის ფილტრაციის სისტემები მეორად კვამლს მხოლოდ მსხვილ ნაწილაკებს აშორებს, ხოლო ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემები არათუ ასუფთავებს ჰაერს მეორადი კვამლისგან, არამედ ხელს უწყობს მის განფენას მთელს შენობაში. იგივე ითქმის გამყოფ კედელზე ან/და მოსაწევი ოთახების მოწყობაზე – ალბათობა იმისა, რომ მეორადი კვამლი გარცელდეს დარჩენილ სივრცეში, დიდია.  ექსპრტები ამტკიცებენ, რომ თამბაქოს კვამლის თუნდაც მნიშვნელოვნად შემცირება და ფილტრაცია, არ ნიშნავს ჯანმრთლობის რისკების შემცირებას, ვინაიდან არ არსებობს თამბაქოს კვამლის უსაფრთხო დოზა. აქედან გამომდინარე,  ეს სისტემები ვერ უზრუნველყოფენ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და სხვადასხვა დაავადებების განვითრების რისკი კვლავინდებურად მაღალი რჩება[ii].

მართალია, საკუთარი ბიზნესის წარმატებისთვის ბიზნესმენი მზადაა წავიდეს უამრავ დათმობაზე, გაიღოს უკანასკნელი თანხებიც  კი. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიერ დახარჯული თანხა ბიზნესის განვითარების წინაპირობაა. ზემოთმოყვანილ შემთხვევებში კი, როგორც ვხედავთ, ეს ხარჯები გაუმართლებელია:

  1. სავენტილაციო სისტემები, საკმაოდ ძვირადღირებულია – მისი არაეფექტურობა ვერ ამართლებს მასში ჩადებულ თანხებს (ჯერ არ შექმნილა ისეთი სავენტილაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მეორადი კვამლისგან აბსოლუტურ დაცვას);
  2. გამყოფი კედლები ან/და მოსაწევი ოთახების მოწყობა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან, ცვლის ინტერიერის დიზაინს, ვერ უზრუნველყოფს მეორადი კვამლისგან 100%-ით დაცვას.[iii]

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კანომდებლობაში მიმდინარე ცვლილებების მიხედვით, დიდი ალბათობით, უახლოეს რამოდენიმე წელიწადში არათუ დაშვებული იქნება გამყოფი კედელი და სავენტილაციო სისტემა, არამედ ყველა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, მათ შორის კაფეები, ბარები, რესტორნები ვალდებული იქნება გაატაროს  თამბაქოსაგან 100%-ით თავისუფალი გარემოს პოლიტიკა.

„თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკა“ რესტორნებისა და კაფე/ბარების მეპატრონეების დიდი ნაწილისთვის მომხმარებელთა რაოდენობისა და მოგების შემცირებასთან იგივდება. თუმცა, ამ პოლიტიკის მატარებელი წარმატებული ბიზნესის მაგალითები ჩვენს რეალობაშიც გვაქვს.  მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ერთ-ერთი ფრანგული კაფეტერია, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაატარა ეს პოლიტიკა.  პოპულაციაში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მწეველია (30%), მისთვის ეს ნაბიჯი მაინც წარმატებული და მომგებიანი აღმოჩნდა.

ის, რომ მოწევის სრულიად აკრძალვა ვნებს სარესტორნო ბიზნესს, თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობაა თავიდან აიცილოს მოსალოდნელი კრახი: „თუ მწეველები ვერ მოწევენ სამსახურში, მაღაზიაში, ბანკში, რესტორნებსა და ბარებში, ისინი მოწევენ ნაკლებს. სიგარეტის საერთო მოხმარების შემცირება პროგრესირებადი გახდება“[iv] („ფილიპ მორისის“ თამბაქოს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი) – ეს კი, რასაკვირველია თამბაქოს ინდუსტრიას ნამდვილად არ აწყობს. შესაბამისად, ამტკიცებს, რომ რესტორნებში და ბარებში მოწევის აკრძალვა 30%-ით ამცირებს მათ წლიურ მოგებას. თუმცა, მოწევის სრულიად აკრძალვის პოლიტიკის ბიზნესზე ზეგავლენის შესასწავლად ჩატარებული კვლევები უჩვენებს, რომ ინდუსტრია ხელოვნურად ცდილობს რესტორატორების შეცდომაში შეყვანას: აშშ–ში ამ კუთხით  ჩატარებულმა პირველმა კვლევამაც  (1994 Glantz & Smith) კი დაადასტურა, რომ ეს პოლიტიკა არ ამცირებს მომხმარებელთა რაოდენობას და არ ახდენს მავნე ეფექტს ბიზნესზე[v].

კალიფორნიაში (შტატი, რომელმაც 1995 წელს პირველმა დანერგა თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკა რესტორნებში და 1998 წელს კი ბარებში) ჩატარებული თორმეტწლიანი ანალიზის საფუძველზე (1990–2002) აღმოჩნდა, რომ ამ კანონის გატარების შემდეგ წლიურმა შემოსავალმა არათუ იკლო, არამედ  გაიზარდა ორივე შემთხვევაში.[vi] ვაშინგტონში კი, ბარებსა და ტავერნებში (პატარა ტიპის რესტორანი) თამბაქოსაგან თავისუფალი კანონის გატარებიდან 2 წლის შემდეგ, წლიური შემოსავალი  $105.5 მილიონით გაიზარდა… წლიური შემოსავლის მატებას არამწეველი სტუმრების რაოდენობის მომატებამ შეუწყო ხელი. ხოლო რაც შეეხება მწეველ სტუმრებს – აღმოჩნდა, რომ მათ სტუმრიანობაზე ამ პოლიტიკის გატარებას უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია.[vii]

თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის ეკონომიკაზე ზეგავლენის შესასწავლად უამრავი კვლევაა ჩატარებული  და ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ შიში პოლიტიკის გატარების უარყოფითი ეფექტების შესახებ გაზვიადებულია. ეს პოლიტიკა მომხმარებელზე ზრუნვის მაგალითია, რასაც მომხმარებელი ყოველთვის აფასებს – ამ შემთხვევაში ის არათუ თქვენი ერთგული დარჩება, არამედ მოიყვანს  მეგობრებს, ნათესავებს, ნაცნობებს და ოჯახის მცირეწლოვან წევრებსაც კი…ეს კი თავის მხრივ, თამბაქოსაგან განთავისუფლებული კაფე-რესტორნების ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთი მიზეზია.

 ნათია ქაქუთია

მაია შიშნიაშვილი

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

[i] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1931463/

[ii]http://www.cdc.gov/tobacco/data_statistics/fact_sheets/secondhand_smoke/protection/ventilation/index.htm?s_cid=tw_osh133

[iii] http://www.no-smoke.org/getthefacts.php?id=57

[iv] http://no-smoke.org/pdf/Economic_Impact.pdf

[v] http://no-smoke.org/pdf/Economic_Impact.pdf

[vi] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16145724

[vii] http://www.cdc.gov/pcd/issues/2010/jul/09_0187.htm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s