ისწავლე, გაუმკლავდე სტრესს!

businessman_under_stress_smoking_3_cigarettes_tile-r5b37aee8e7524b98a3160ef50f91ec4c_agtk1_8byvr_324სტრესი ყოველდღიურობის ნაწილია  და ადამიანებიც სხვადახვაგვარად ვცდილობთ გაუმკლავდეთ მას.  ზოგი ამისთვის საყვარელ მელოდიას, ან მეგობართან საუბარს მიმართავს, სხვისთვის ხსნა ცრემლებია… მწეველების უმეტესობისთვის კი სტრესთან გამკლავების „შეუცვლელი“ საშუალება მოწევაა.

დამეთანხმებით, სიგარეტი არაა ტრანქვილიზატორი, თუმცა მწეველთა უმეტესობა მას სწორედ მსგავს თვისებებს მიაწერს – ამტკიცებენ, რომ სიგარეტი სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა და “ამშვიდებს,  აწყნარებს ნერვებს”. მეცნიერული კვლევების მიხედვით კი,  სიგარეტი არათუ ხსნის სტრესს, არამედ  თვითონვეა ორგანიზმზე სტრესულად მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორი… მაგ, ოტაგოს (ახალი ზელანდია) უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მწეველებში სტრესის და დეპრესიის განვითარების ალბათობა ორჯერ მაღალია  არამწეველებთან შედარებით[i]. მიზეზი კი შემდეგია: ერთის მხრივ, სიგარეტში შემავალი ნიკოტინის ზემოქმედებით ვიწროვდება სისხლძარღვები, მატულობს სისხლის წნევა, ხშირდება გულისცემა, მცირდება ტვინის და მთლიანად ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდება – ამ რეჟიმში მუშაობა ორგანიზმისთვის ძლიერ სტრესულია. მაგრამ, ამ დროს, თამბაქოს აქტიურად მომხმარებლებთა შეგრძნებები საპირისპიროა, რადგანაც ნიკოტინი  ტვინის გარკვეულ უბნებზე მოქმედებით, იწვევს სიამოვნების ჰორმონების გამოყოფას და სასიამოვნო შეგრძნებებს, რომლის განმეორების სურვილი მწეველს მოწევიდან რამოდენიმე წუთში უჩნდება;  მეორეს მხრივ, მოწეულ ღერებს შორის შუალედში, სისხლში ნიკოტინის დონის შემცირების შედეგად, მატულობს დაძაბულობის და გაღიზიანებადობის შეგრძნება, რაც თავის მხრივ ორგანიზმზე ასევე სტრესულად მოქმედი ფაქტორია. ეს შეგრძნება ნიკოტინის მორიგი ულუფის მიღებისთანავე ქრება. ამგვარად, მწეველებს ნიკოტინი მუდმივად სჭირდებათ, რათა თავი ისევ კომფორტულად/ნორმალურად იგრძნონ – ეს კი მწეველის მიერ  აღიქმება, როგორც სიგარეტის დამამშვიდებელი ზემოქმედება.[ii] [iii]

სიგარეტთან დაკავშირებული ამ არასწორი წარმოდგენის გამო, ხშირად, მოზარდებს სიგარეტის მოხმარება პრობლემების მარტივად „გადაჭრის“ და სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებად ესახებათ. სამწუხაროდ, პრობლემების გადაჭრისთვის გამოყენებული ეს არაჯანსაღი მეთოდი  უფრო დიდი პრობლემების მიზეზი ხდება. მაგ, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტმა 25 წლიანი კვლევის შედეგებით ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარებასა და  ნერვულ აშლილობებს შორის კავშირი დაამტკიცა. აღმოჩნდა, რომ მოზარდები რომლებიც დღეში დაახლოებით 1 კოლოფს სიგარეტს ეწევიან, პანიკური აშლილობების და გენერალიზებული ფსიქიკური პრობლემების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.[iv]

როგორც ვხედავთ, არ ღირს, ყოველთვის ვენდოთ შეგრძნებებს – დროა, შევცალოთ არასწორი წარმოდგენები და ვისწავლოთ სტრესთან გამკლავების ჯანსაღი გზები, რომლის შესახებაც მოგვიანებით, სხვა ბლოგში მოგიყვებით.

ნათია ქაქუთია

მაია შიშნიაშვილი

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

[i] http://psychcentral.com/lib/can-smoking-cause-depression/0007153

[ii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10540594

[iii] http://www.planetpsych.com/zPsychology_101/substance/smoking_stress.htm

[iv] http://archives.drugabuse.gov/NIDA_Notes/NNVol16N1/Smoking.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s