პეტიცია

imagesშეუერთდით პეტიციას! უთხარით მთავრობებს მთელს მსოფლიოში აკრძალონ „Be Marlboro” სარეკლამო კამპანია და შეაწყვეტინონ „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“-ს მისი სასიკვდილო ნაწარმის ბავშვებზე გამიზნული მარკეტინგის წარმოება.

პეტიციის ქართული ტექსტი:

პატივცემულო მთავრობის წარმომადგენლებო:

„მარლბოროს კაცის“ სარეკლამო კამპანიამ „მარლბორო“ ყველაზე პოპულარული სიგარეტის ბრენდი გახადა ახალგაზრდებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ხელი შეუწყო თამბაქოს გლობალურ ეპიდემიას, რასაც ყოვეწლიურად 6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ხოლო მიმდინარე საუკუნის მანძილზე ეს რიცხვი 1 მილიარდს მიაღწევს. თამბაქოთ გამოწვეული სიკვდილობის 80% დაბალ- და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის.

ცოტა ხნის წინ, მარლბორომ გაზარდა მისი საბაზრო წილი ბევრ ქვეყანაში, სადაც თამბაქოს ეპიდემია ყველაზე მეტად მძვინვარებს  „Don’t Be a Maybe. Be Marlboro” გლობალური სარეკლამო კამპანიის მეშვეობით, რომელმაც ცნობილი „მარლბოროს კაცი“ ჩაანაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ „მარლბოროს“ მწარმოებელი კომპანია „ფილიპ მორის ინთერნეიშენელი“ აცხადებს, რომ მათი კამპანია მხოლოდ მოწევის ლეგალური ასაკის მქონე მოსახლეობაზეა გათვლილი, მრავალი ქვეყნის სასამრთლო გადაწყვეტილების დასკვნის მიხედვით ის მიმართულია სწორედ არასრულწლოვანებზე, რადგან აჩვენებს მომიხბლავი  ახალგაზრდების გამოსახულებებს თუ როგორ ერთობიან ისინი, უყვარდებათ, უკრავენ მუსიკას და დაკავებულები არიან სპორტული თავგადასავლებით.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენელი“ იგნორირებას უკეთებს „Be Marlboro”-ს ღონისძიებების შეწყვეტისაკენ ფართოდგავრცელებულ მოწოდებებს, აგრძელებს კამპანიის გაფართოვებას და საფრთხეს უქმნის მილიონობით ახალგაზრდის ჯანმრთელობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ამიტომ, ღრმა პატივისცემით მოგიწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს მთელს მსოფლიოში იმოქმედოთ და აკრძალოთ „Be Marlboro” სარეკლამო კამპანია და სხვა მსგავსი კამპანიები შემდეგი ქმედებებით:

  1. თამბაქოს ნაწარმის რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის სრული აკრძალვის რეგულაციების შემოღებითა და დანერგვით.
  2. თამბაქოს ნაწარმის რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის ამკრძალავ არსებულ კანონებში ხარვეზების გამოსწორებით.
  3. თამბაქოს ნაწარმის რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის ამკრძალავი არსებული კანონების აგრესიულად აღსრულებით.

დროა ვუთხრათ „ფილიპ მორისს“, რომ საკმარისია: შეწყვიტეთ „Be Marlboro” სარეკამო კამპანია“.

პატივისცემით,

პეტიციაზე ხელის მოწერა შეგიძლიათ აქ.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s