თამბაქოს “ეფექტი” კბილებსა და ღრძილებზე, ანუ ის რაც უნდა ვიცოდეთ…

სიგარეტის მავნებლობაზე მთელი მსოფლიო საუბრობს და მის წინააღმდეგ უამრავი კამპანიაა დაწყებული, თუმცა თამბაქოს მოხმარება დღემდე გლობალური სიკვდილობის მიზეზებს შორის მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს.

მწეველებში სიკვდილობის მაჩვენებელი არამწეველებთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალია. მხოლოდ თამბაქოს ბოლში 4000-მდე მომწამლავი ნივთიერება შედის. მწეველები, რომლებიც დღეში ერთ კოლოფს მაინც ეწევიან, საკუთარი ხელით იმოკლებენ სიცოცხლეს და არა მხოლოდ! ისინი ბევრად ადრე იბერებენ კანს და იფუჭებენ კბილებს, რაც დამეთანხმებით და თვალისთვისაც საკმაოდ აღქმადი და შესამჩნევია!suicide_1

არსებობს რამდენიმე ათეული მიზეზი იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მოწიოთ სიგარეტი. მაგალითად როგორ მოქმედებს სიგარეტი ადამიანის პირის ღრუზე, რომელსაც დამეთანხმებით და ვერ დამალავთ.

ლამაზი ღიმილისთვის, სუფთა და თეთრი კბილებისთვის მხოლოდ მისი გამოხეხვა საკმარისი არ არის. ყოველი თამბაქოს კვამლის დაგუბებისას და შესუნთქვისას კბილის მინანქარი ზიანდება, კარიესი ჩნდება, ღრძილები ღიზიანდება, კბილები ყვითლდება და საკმაოდ ხშირ შემთხვევებში სტომატიტიც ვითარდება.

სტომატიტის განვითარების ყველაზე ხშირ მიზეზად ლორწოვანი გარსის მექანიკური დაზიანება სახელდება და ის უმეტესად მტკივნეული ეროზიების და წყლულების სახით ვრცელდება.

სიგარეტზე თავის დანებებისას  თავს საკმაოდ ბევრი უსიამოვნო სიმპტომი იჩენს, რაც ხშრად დამაბრკოლებელი გარემოება ხდება ადამიანი ooooსთვის და მოწევას თავიდან იწყებს. მწეველებს, რომლებმაც შეწყვიტეს მოწევა, ხშირად ღრძილებიდან სისხლდენა ეწყებათ. ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ნიკოტინი ღრძილების და კბილის ქსოვილების მკვებავი სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს, ანუ პირის ღრუში მიკროცირკულაცია ( სისხლის მიდინება) ირღვევა, ღრძილის ქსოვილი სქელდება და კბილების ადრე გაფუჭების, ან სულაც დაკარგვის რისკი იზრდება. მოწევის დანებების შემდეგ კბილების მიკროცირკულაცია ნორმას უბრუნდება, ღრძილები უფრო მგრძნობიარე ხდება და ეს პროცესი ნორმას დაახლოებით ორ კვირაში უბრუნდება. სულ რაღაც ორი კვირა და თქვენი ღიმილი ნამდვილად უფრო და უფრო შესამჩნევად თეთრი და ლამაზი გახდება. გარდა ამისა დილით, გაღვიძებისას უსიამოვნო გემოს დაემშიდობებით და თქვენს გარშემომყოფებს თქვენი პირის ღრუდან ამომავალი ნიკოტინის სუნი აღარასდროს შეაწუხებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s