როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ღვიძლზე…

იცოდით თუ არა, რომ ყოველწლიურად, ალკოჰოლის ჭარბი დოზით მოხმარების გამო 2.5 მილიონი ადამიანი კვდება. ნამდვილად სავალალო შედეგია და ეს ციფრი არ შემცირდება თუ მსოფლიოში ალკოჰოლის მოხმარება იგივე რაოდენობებით და ტემპებით გაგრძელდება. ამ 2.5 მილიონი გარდაცვლილი ადამიანიდან 320 000 15-29 წლამდე ასაკის მოსახლეობაა!

Photo: © Europen Parliament/P.Naj-Oleari pietro.naj-oleari@europarl.europa.eu

ალკოჰოლი ჯანმრთელობის გაუარესების რისკ-ფაქტორებს შორის მესამე წამყვან პოზიციას იკავებს. გარდა იმისა, რომ ალკოჰოლის შედეგად ზიანდება ტვინი, და საქმე ხშირად ფსიქიკის დარღვევასთან გვაქვს, ალკოჰოლი განსაკუთრებულად აზიანებს ღვიძლს, რომელიც ხშირად ადამაინის სიკვდილის მიზეზიც ხდება.

2010 წლის მონაცემებით ევროპაში ალკოჰოლის საზიანო მოხმარებასთან ღვიძლის ციროზის 10 დან 7 შემთხვევაა ასოცირებული.

ალკოჰოლის ხანგრძლივი და ჭარბი მოხმარება ღვიძლის სხვადასხვა სახის დაზიანებას იწვევს, რომელიც ღვიძლის ალკოჰოლური დაავადებების სახელითაა ცნობილი. ყველას, ვინც ალკოჰოლის სისტემატური მომხმარებელია ღვიძლის უჯრედებში ცხიმის დაგროვება აქვს, თითქმის ნახევარს – ალკოჰოლური ჰეპატიტი, 10-20%-ს კი ციროზი, რომლის დროსაც ღვიძლის უჯრედები კვდებიან!

ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი ადამიანები უმეტეს შემთხვევებში ღვიძლის რაიმე ტიპის დაზიანების სიმპტომებს თავდაპირველად ვერ გრძნობენ, თუმცა გარდა ალკოჰოლის მოხმარებისა, როგორც წესი სხვა გარე-ფაქტორებიც ხელს უწყობს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებების განვითარებაში. მაგალითად არასწორი კვება, თამბაქოს მოხმარება და ა.შ.aaaallll

ღვიძლის ალკოჰოლური დაავადებების ყველაზე ხშირი, გავრცელებული და საწყისი სიმპტომია ღვიძლის გადიდება, რომლის დროსაც ადამიანი მუცელში მარჯვენა მხარეს უსიამოვნო შეგრძნებას, ზოგჯერ კი ტკივილს გრძნობს.

გახსოვდეთ, რომ პირველივე მსგავსი სიმპტომის დროს აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რომ არ გაიმწვავოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და საბოლოოდ თქვენთვის „უბრალო მუცლის ტკივილი“ არ გადაიზარდოს უფრო ძლიერ და სავალალო სიმპტომამდე, რომლის დროსაც ადამიანს სისტემატური ხასიათის გულისრევა ეწყება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s