C ჰეპატიტის სიმპტომები…

C ჰეპატიტის ვირუსი შედარებით ახალი დაავადებაა, რომელიც 1980 წელს აღმოაჩინეს. C ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენა და პაციენტების კვლევა შესაძლებელი მხოლოდ 1991 წლიდან გახდა, თუმცა თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს ვირუსი ღვიძლის სერიოზულ დაზიანებას იწვევდა და სანამ მისი სრულყოფილი შესწავლა მოხდებოდა „არა A ან B ჰეპატიტს“ უწოდებდნენ. ssss11111

ერთერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მოხდა C ჰეპატიტის დიაგნოზის დადგენა საკმაოდ გვიან არის ის, რომ მისი სიმპტომები უმეტესად სხვა დაავადებებს მიეწერებოდა ხოლმე.

C ჰეპატიტის ვირუსის მქონე პაციენტების უმრავლესობა კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას უჩივის. პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ მეხსიერების გაუარესებაც და რთული დავალებების შესრულების პრობლემის წინაშეც კი აღმოჩნდებიან ხოლმე.

ამის გარდა კიდევე ერთი საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია ქრონიკული დაღლილობა. რა თქმა უნდა მათთვის ვინც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მუშაობენ და ყოველ საღამოს დაღლილობას გრძნობენ, არ უნდა ჩათვალონ რომ ეს სწორედ ვირუსის სიმპტომია. C ჰეპატიტის მატარებელი პაციენტების უმრავლესობა გაღვიძების წუთიდან დაღლილობას უჩივიან, რომელსაც გამოძინებით ვერ იხსნიან.

კიდევ ერთ სიმპტომად კანის ქავილი გვევლინება და გარდა ამისა, მარჯვენა ზედა ნაწილში ხშირად ტკივილები შეინიშნება, რომელიც თითქმის მთელს მუცლის ღრუს მოიცავს.ssssssssssss

C ჰეპატიტის დროს, პაციენტებს უყვითლდებათ თვალები და კანი, აქვთ მუქი ფერის შარდი, მადას კარგავენ და ხშირი ღებინებაც ეწყებათ. ზოგიერთ შემთხვევაში კი სახსრების ტკივილიც შეინიშნება. უმეტესად ზედა კიდურებისა და მაჯების ნაწილში.

C ჰეპატიტი დღეს უკვე განკურნებადია, თუმცა ადამიანების უმრავლესობამ მისი სიმპტომები არ იცის, რაც ვირუსის გართულებას იწვევს და მისი მკურნალობა უფრო და უფრო რთულდება. ამიტომ უმჯობესია ყველა ამ ტიპის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, გავიკეთოთ სისხლის ანალიზი და თავიდან ავიცილოთ მძიმე და არასასურველი შედეგები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s