გადადის თუ არა C ჰეპატიტი ჩახუტებით?

საზოგადოებაში ხშირად C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანების დისკრიმინაცია ხდება. ამის ერთადერთი მიზეზი კი ადამაინებში C ჰეპატიტით ინფიცირების გზების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ნაკლებობაა.

უნდა ვიცოდეთ, რომ C ჰეპატიტი ჩახუტებით არ გადადის! C ჰეპატიტის ძირითადად პარენტერალური, ანუ სისხლის გზით გადადის. ვირუსი ჩვეულებრივი ურთიერთობების დროს, მაგალითად ცემინებით, საუბრით, კოცნით და ა.შ. არ ვრცელდება, თუმცა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების უმრავლესობამ არ იცის, დაინფიცირებული ადამიანების ცხოვრების საკმაოდ მძიმე სურათს გვაძლევს. ისინი ხშირად თავს გარიყულად და იზოლირებულად გრძნობენ, ვინაიდან შიში „არ გადამედოს“ ყველას აწუხებს და როგორ შეიძლება გადაედოს დიდმა ნაწილმა არც იცის.most-romantic-hug-1600x1200

C ჰეპატიტის მატარებლები ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისგან იზოლირებულები არ უნდა იყვნენ. არ არის საჭირო მათთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა სამსახურსა თუ უნივერსიტეტებში. მთავარია ვიყოთ ინფორმირებულები ამ ვირუსით გადამდები გზების შესახებ და დავიცვათ გარკვეული ჰიგიენური ნორმები.

შესაძლოა ადამიანი დაინფიცირდეს სილამაზის სალონში, მანიკურის ან პედიკურის არასტერილური ხელსაწყოებით სარგებლობისას, ტატუს  გაკეთებისას. ძალიან ხშირია  C ჰეპატიტით დაინფიცირება წამალდამოკიდებულებში, რომლებიც ხშირად გამოიყენებენ ნემსს. ასე რომ, იქამდე ვიდრე რომელიმე მსგავსი ტიპის დაწესებულებაში რაიმე პროცედურას ჩაიტარებთ, კარგად გადაამოწმეთ არის თუ არა სტერილური ხელსაწყოები და საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ნუ დააყენებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s