იცით თუ არა როგორ მოქმედებს თამბაქოს მეორედი კვამლი თქვენს პატარებზე?

ცნობილია, რომ პასიური მწეველობა ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს. დღევანდელ საქართველოში, იქ სადაც თითქმის ყველა თავშეყრის ადგილებში მოწევა ნებადართულია, იქ სადაც თითქმის ყველა ოჯახშია მწეველი, რომელიც სახლშიც ეწევა, იქ სადაც მწეველები მეტი პრივილეგიებით სარგებლობენ ვიდრე არამწეველები, ფაქტიურად სხვისი ჯანმრთელობის ხელყოფა ლეგალური და საზოგადოებაში მიღებული ნორმაა.baaa

ამ საკითხს მომდევნო ბლოგებში აუცილებლად მივუბრინდებით, თუმცა მანამდე პასიურ მწეველ ბავშებზე, ანუ მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბავშვებზე მინდა ვისაუბრო, რომლებისთვისაც მწეველთა გარემოში ყოფნა, ნიკოტინის ბოლის სუნთქვა დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

3-11 წლამდე ასაკის 60% პასიური მწეველები არიან! ასეთ ბავშვებში კი ასთმის და სასუნთქი სისტემის ინფექციების განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია. ბავშებში და მოზარდებში თამბაქოს მეორადი კვამლი ბრონქიტს, ფილტვების ფუნქციის დარღვევას, კბილების, ღრძილების, გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.  გარდა ამისა ბავშვებში მეორადი კვამლის ხშირი შესუნთქვა მათი ფიზიკური განვითარების შეფერხებას იწვევს და კიდევ უფრო საშიში და დამღუპველი ასეთი ბავშვებში გავრცელებული უეცარი სიკვდილის სინდრომია.

განსაკუთრებული საფრთხე ახალშობილებშია, მაშინ როდესაც ერთერთი მშობელი მწეველია. პასიური მოწევა ბავშვებში ლეიკემიის, ლიმფომის, სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების და თავის ტვინის სიმსივნის განვითარებასაც ხელს უწყობს. baaaaaaa

თუ საკუთარ თავისთვის არა, ამ პატარა არსებების ჯანმრთელობისთვის მაინც სცადეთ და მოწევას თავი დაანებეთ. დამტკიცებულია, რომ მწეველთა ოჯახებში გაზრდილი ბავშვების ასევე მწეველებად ჩამოყალიბების რისკი არამწეველ ოჯახში გაზრდილი ბავშვებთან შედარებით მაღალია.

და ბოლოს, მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების გამო 6 მილიონი ადამიანი იღუპება და ეს რიცხვი 8 მილიონამდე გაიზრდება 2030 წლისთვის, თუ ასეთივე ინტენსივობით გაგრძელდა ამ საუკუნის ერთერთი ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი „მკვლელობის იარაღის“ გამოყენება!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s