მითი – „ერთი ჭიქა შავი ღვინო ორსულებისთვის სასარგებლოა”! ნუ გარისკავთ…

ალკოჰოლის ხშირი და ჭარბი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. ყოველწლიურად მისი გამოყენებით 2.5 მილიონი ადამიანი კვდება! ჯანმრთელობის გაუარესების, სხვადასხვა დაავადებების გამომწვევ რისკ-ფაქტორებს შორის ალკოჰოლის მოხმარება მსოფლიოში მესამე მოწინავე პოზიციაზეა.stepCloser_BeforeYouGetPregnant

მაგალითად, კიბოს, ტრამვების და ღვიძლის ციროზის მიზეზით სიკვდილობის 90% სწორედ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთანაა დაკავშირებული.

ალკოჰოლის მავნებლობაზე ძალიან ბევრის თქმა შეიძლება. ამ თემაზე მიძღვნილ მეორე ბლოგში, თქვენს ყურადღებას ორსულობის დროს ალკოჰოლის მოხმარებაზე გავამახვილებ.

ალკოჰოლი ძალიან მარტივად გადადის ნაყოფის ორგანიზმში. ისევე როგორც თამბაქო, ალკოჰოლის მოხმარება ორსულებში ნაყოფის სისხლძარღვების სპაზმს იწვევს, რაც ავტომატურად ბავშვის უჟანგბადოდ დატოვებას ნიშნავს. აფერხებს ნაყოფის ნორმალურ განვითარებას და რაც ყველაზე საშიშია, დნმ-ში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს. დნმ-ში ცვლილებები თავის მხრივ ბავშვის ორგანოებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევამდე მიგვიყვანს. ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა ნიშნავს ბავშვის ქცევითი სფეროს ნაწილის და ინტელექტის დარღვევას, რაც დამეთანხმებით და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

ალკოჰოლის მომხმარებელი დედის ახალშობილებში არსებობს ანომალიების განვითარების მაღალი რისკიც, მაგალითად სიელმე…

თუ თქვენ ორსულად ხართ და დალევა გადაწყვიტეთ, მაშინ გათვალისწინეთ, რომ გარდა ზემოთ აღნიშნული დარღვევებისა, შესაძლოა ნაყოფის შენარჩუნებაც კი ვერ შეძლოთ. ალკოჰოლის მომხმარებელ ორსულებში შანსი იმისა რომ ნაყოფი მოკვდეს 20%-მდეა. ანუ 5-დან ერთ შემთხვევაში ბავშვი მუცელში კვდება.PAPT1

იცოდეთ, რომ არ არსებობს ორსულთათვის ალკოჰოლის მიღების დოზა. ყველა ქალის ორგანიზმი სხვადასხვა ამტანობისაა, შესაბამისად ვერ განვსაზღვრავთ რა რაოდენობის ალკოჰოლის მიღება შეუძლია ამა თუ იმ დედას. ხშირად ამბობენ ხოლმე „ერთი ჭიქა შავი ღვინო ორსულებისთვის სასარგებლოც კი არისო“, მაგრამ ნუ დაუჯერებთ, რადგან ყოველთვის დგას რისკი პატარასთვის უკვე ჩამოთვლილი დაზიანებებიდან რომელიმეს გამოწვევის მიზეზი ალკოჰოლი გახდეს!

გარდა ამისა, ექიმები რეკომენდაციას აძლევენ მომავალ დედებს, რომ ჩასახვამდე რამდენიმე თვით ადრეც არ მიიღონ ალკოჰოლი და არა მხოლოდ დედებს. მამაკაცების შემთხვევაში ალკოჰოლი ჯანსაღი სპერმატოზოიდების გამომუშავებას ხელს უშლის და შესაძლოა ამან ნაყოფის ჯანმრთელობაზეც იმოქმედოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s