სიგარეტის და თქვენი კანის “ურთიერთობის” შესახებ…

სიგარეტის მანვე ზემოქმედების შესახებ საუბარი დიდხანს შეიძლება. ამჯერად თქვენს ყურადღებას სიგარეტის და კანზე “ურთიერთობაზე” შევაჩერებ.39_81378693_kurenie

ბოლო დროს მწეველი ქალბატონები უფრო და უფრო ხშირად გვხვდებიან. ქალებისთვის კი კანის მოვლა გაცილებით უფრო რთული და მნიშნელოვანია ვიდრე მამაკაცებისთვის. იტალიელმა ექიმებმა ჩაატარეს კვლევა და დამტკიცდა, რომ თამბაქოს მუდიმივი მოხმარების შედეგად განსაკუთრებულად ქალის სახის კანი ზიანდება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამისგან თავის დაცვა არცერთ კოსმეტიკურ საშუალებას არ შეუძლია. არ არსებობს მწეველობის დროს კანისთვის დამცავი რაიმე საშუალება და ყველა შემთხვევაში მწეველი ადამიანის კანი არამწეველისგან განსხვავებით შესამჩნევად ბინძური და დაზიანებულია.

ხშირად კანზე ფერისმჭამელები და სხვადასხვა სახის ჩირქიანი გამონაყარი ჩნდება. რომის დერმატოლოგიური კლინიკის ექიმებმა გამოკვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ასეთი ტიპის გამონაყარს ხშირად ნიკოტინი იწვევს. რასაკვირველია ნიკოტინის გარდა მრავალი გამონაყარის მიზეზი სხვა ფაქტორიც არსებობს. მაგალითად ჯანსაღი პროდუქტების ნაკლებად გამოყენება, თუმცა თამბაქოს მწეველებში ეს უკანასკნელი უმრავლეს შემთხვევებში თავს იჩენს.

გამოკვლეული თამბაქოს სისტემატური მომხმარებელი ქალების 40%-ს ფერისმჭამელები აღმოაჩნდა, არამწეველ ქალებში კი იგივე პრობლემა მხოლოდ 10%-ს ჰქონდა.nnn

უფრო კონკრეტულად კი, მწველების კანში E ვიტამინის არამწეველებთან შედარებით ორჯერ ნაკლებად სინთეზირება.

ქალბატონებო, სიგარეტის მოხმარება ჯანმრთელობის მრავალრიცხოვანი პრობლემების გარდა, იწვევს ნაადრევ დაბერებას, ჭარბ წონასთან დაკავშრებულ პრობლემებს და თქვენს კანს ისე აზიანებს და აბინძურებს, რომ ვერცერთი კოსმეტიკური საშუალება ვერ შველის!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s