ფიზიკური აქტივობა – თქვენი ჯანმრთელობის და სილამაზის გარანტი!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ფიზიკური უმოქმედობა დღედღეობით მსოფლიო სიკვდილიანობის რისკ-ფაქტორებს შორის მეოთხე წამყვან პოზიციას იკავებს.

პირველ რიგში განვმარტავ, რომ ფიზიკური აქტივობა სხეულის ნებისმიერ მოძრაობას გულისხმობს, რომლის დროსაც კუნთები მოძრაობს და ენერგია იხარჯება. ccc

თუ გსურთ, რომ იყოთ ჯანმრთელები, შეამციროთ ძალიან ბევრი სხვადასხვა დაავადების რისკი მთელი თქვენი სიცოცხლის მანძილზე, მაშინ გააქტიურდით! ეს ყველაფერი არ მოითხოვს რაიმე დანახარჯებს, პირიქით, ზოგჯერ ამცირებს კიდეც!

უკანასკნელ საუკუნეში 100-ჯერ შემცირდა ადამაინების აქტიურობა, რაც სიკვდილიანობისა და სხვადასხვა დაავადებების რიცხვის საგრძნობლად მომატების მიზეზიც გახდა.

კვირაში ხუთი დღე, დღეში მინიმუმ 30 წუთიანი ფიზიკური აქტივობა მოზრდილებში ისეთი დაავადებების რისკს ამცირებს, როგორიცაა ინსულტი, დიაბეტი, ძუძუს კიბო და ა.შ.

ნუ აგერევათ სპორტი და ფიზიკური აქტივობა ერთმანეთში. მაგალითად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რამდენად ბევრს სეირნობთ ფეხით. ალბათ შევთანხმდებით, რომ ფეხით სეირნობას ფული არ სჭირდება, პირიქით, ის ზოგჯერ ტრანსპორტის ფულსაც დაგიზოგავთ.Cycling-

მაგალითად, თუ სამსახურში ავტობუსით დადიხართ, შეგიძლიათ ყოველდღიურად 2 გაჩერებით ადრე ჩახვიდეთ და გზის დარჩენილი მონაკვეთი ფეხით გაიაროთ.

გარდა ფიზიკური ჯანმრთელობისა, აქტიური ცხოვრების წესი, თქვენი სხეულის სილამაზეზეც დიდი წარმატებით აისახება.

საქართველოში 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის 60%-ს ჭარბი წონა აწუხებს. მათგან 30%-ს სიმსუქნე. ფიზიკური აქტივობა, იმ ენერგეტიკულ ღირებულებებს (კალორიებს) დაგაწვევინებთ, რომელიც ორგანიზმში ცხიმად გადაიქცევა და წონას გვიმატებს.

ფიზიკური აქტივობა გარდა ფიზიკური ჯანმრთელობისა, ფსიქიკური ჯანმრთელობაცაა… ხსნის დეპრესიას, გვმატებს ენერგიას და დამტკიცებულია, რომ ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს.

ამ თემებს უფრო დაწვრილებით ჩვენს შემდეგ ბლოგებში განვიხილავთ. გაგაცნობთ თუ რა ფიზიკური აქტივობები შეგვიძლია განვახორციელოთ ისე, რომ არც ფინანსები დაგჭირდეთ და ჯანმრთელები და ლამაზებიც იყოთ. გარდა ამისა, თქვენ მიიღებთ რეკომენდაციებს კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებზეც, რა ასაკში რამდენწუთიანი და რა ინტენსივობის აქტივობაა საჭირო და აუცილებელი!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s